1747684516
არგენტინელმა კაცმა სახლის რემონტისას, ფარულ ოთახს მიაგნო - ნახეთ რა საიდუმლოს მალავდა ის

არგენტინელმა კაცმა სახლის რემონტისას, ფარული ოთახი აღმოაჩინა, რომელიც მისი თქმით, საშინელ საიდუმლოს მალავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კრიქს ელიზმა ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, წარსულში მის სახლში მცხოვრები ქალი ფარულ ოთახს მოძალადე ქმრისგან თავის დასაცავად იყენებდა.
„ერთ დღეს, ბაღში ვაზს ვჭრილი, როდესაც იდუმალი კარები აღმოვაჩინე. ის ნახევრად დაფარული იყო, თითქოს ვიღაცას სურდა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო. შიგნით ძალიან ბევრი ძველი ნივთი დამხვდა, მათ შორის მტვრიანი წიგნები, გაცვეთილი სკამები, კამერები, ძველი პროექტორი. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ოთახის ბოლოში პატარა გასასვლელი აღმოვაჩინე, რომელიც ფარულ ოთახს მისაღებთან აკავშირებდა",- ამბობს ელიზი.