„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
13 ივნისის შემდეგ ირანის თავდასხმის შედეგად ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა.
ისრაელის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მათ შორის არის დღეს დილით განხორციელებული თავდასხმისას დაღუპული ოთხი ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 1 000 დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს. ამასთან, დასახლებულ რაიონებში, სულ მცირე, 31 ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.
ამასთან, ხელისუფლების ცნობით, 9 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დაზიანებული და დანგრეული სახლები.