რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
1747255793
სუზან მორფი ბოლოს 2020 წლის 10 მაისს ნახეს, როდესაც სახლიდან ველოსიპედით გავიდა. პოლიციამ ცხედარს მხოლოდ 3 წლის შემდეგ მიაგნო.
სუზან მორფის ისტორია
სუზან მორფი 1971 წლის 30 აპრილს დაიბადა და ინდიანას შტატში გაიზარდა.
სუზანი მეუღლეს, სახელად ბარის 2018 წელს შეხვდა. წყვილი 25 წელი იყო დაქორწინებული და 2 შვილი, მალორი და მეისი ჰყავდა.
ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა.
ბერის თქმით, გაუჩინარების წინა დღეს სუზანისთვის არაფერი შეუმჩნევია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სუზანს სხვა სასიყვარულო პარტნიორიც ჰყავდა, რომელსაც 2020 წლის 9 მაისს თავისი სურათი გაუგზავნა. თუმცა, შემდეგ არც მასთან გასულა კონტაქტზე.
სუზანის გაუჩინარების მეორე დღეს ბერიმ ინტერნეტსივრცეში ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც წერდა, რომ თუ მისი ცოლის პოვნაში დაეხმარებოდნენ - მპოვნელს 200 000 დოლარს გადაუხდიდა. გამომძიებლების თქმით, იმავე დღეს ბერი სახლიდან 5 ნაგვის პარკი გაიტანა. თუმცა, ბერის დასადანაშაულებლად, პოლიციამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა.
სუზანის ცხედარს მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 2023 წელს მიაგნეს. ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ ქალი მოკლული იყო. დასკვნაში ასეთი სიტყვები იყო ნათქვამი - „სუზანი მოკლეს. ორგანიზმში მას ბუტორფანოლის, აზაპერონის და მედეტომიდინის მიღების შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა".
პოლიციამ სუზანის მეუღლე, ბარი დააკავა. გამომძიებლების თქმით, გაუჩინარების წინა დღეს, სუზანმა მეუღლეს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ქორწინების დასრულება უნდოდა.
თუმცა, მოგვიანებით, ბარი გაათავისუფლეს.. სუზანის საქმე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულად რჩება.