1747980527
„6 თვის ბავშვი ვირთხამ დაკბინა, ნაკბენის კვალი მის ტყუპის ცალსაც აღმოუჩინეს...“ - მშობლებს ტყუპაბთან კონტაქტი აეკრძალათ

აკაილა და ჯასტინ ბირდენების უყურადღებობისა და გულგრილობის გამო, მათი 6 თვის ბავშვი ვირთხამ დაკბინა. არასრულწლოვანს ნაკბენები თავის უკანა ნაწილზე, მკლავებზე, ყურებსა და სახეზე აღენიშნებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აკაილამ და ჯასტინმა 911-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც „ბავშვის საწოლზე სისხლის კვალი აღმოაჩინეს".
არასრულწლოვანი დაუყოვნებლივ სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო. ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ ვირთხის ნაკბენები ბავშვის ტყუპისცალსაც აღენიშნებოდა.
„მშობლებმა აღიარეს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ სახლში მინდვრის ვირთხები მომრავლდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად მათ არაფერი გააკეთეს და შვილების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს",- აცხადებს შერიფის ოფისი.
ბავშვის დაცვის სამსახურმა მშობლებს არასრულწლოვნებთან ყველანაირი კონტაქტი აუკრძალა. ისინი მოსამართლის წინაშე 31 ივლისს წარდგებიან.