მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773
12 წლის გოგოზე (რომლის სახელი და გვარიც არ საჯაროვდება) 3 მამაკაცი 72 საათის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ სამივე მოძალადე - 26 წლის კევინ ჰორვატი, 38 წლის ივან ტურტაკი და 27 წლის ერნესტ გუნარი დააკავა.
როგორც Mirror-ი წერს, არასრულწლოვანი მათ მანქანაში მოტყუებით ჩასვეს და ნარკოტიკების მიღება აიძულეს.
ისინი გოგონაზე 72 საათის განმავლობაში (11-13 აგვისტომდე) ძალადობდნენ. მუქარის მიუხედავად, არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა.
„ჩემი შვილი, რომელიც სიცოცხლით სავსე იყო, ახლა სულ სხვა ადამიანია. ეშინია მარტო დარჩენის და სიბნელის. ღამე ძირითადად ჩვენს ოთახში სძინავს. სახლს იმ შემთხვევაში ტოვებს, თუ მე და მამამისიც მასთან ერთად ვართ. ის დღე არასდროს დამავიწყდება, როდესაც სახლში მოვიდა და ყველაფერი მომიყვა. მითხრა, რომ სიკვდილი უნდოდა", - ამბობს მოზარდის დედა.
გოგონას ჩვენების მიუხედავად, ერთ-ერთმა მოძალადემ, სახელად ტურტაკმა განაცხადა, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ არასრულწლოვანთან ჰქონდა საქმე. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტურტაკს არასრულწლოვანზე ადრეც უძალადია.
პოლიციამ სამივე მათგანი დააკავა.