დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ნახეთ განახლებული კურსი

როდის ვიყიდოთ და გავყიდოთ დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7242 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1882 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1925 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0683 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 ივნისს შევა ძალაში.