პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2025 წლის ზაფხული არაერთი სიურპრიზითა და საინტერესო თავგადასავლით იქნება სავსე და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მოვლენები იმდენ სასიამოვნო მოგონებას დაგიტოვებთ, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გემახსოვრებათ:
ლომი
ენერგიის ნაკლებობა ნამდვილად არ შეგაწუხებთ. ზაფხული არაერთ მნიშვნელოვან თავგადასავალსა და სიახლეს გპირდებათ. შესაძლოა, კარიერულად დაწინაურდეთ, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება მოახერხოთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სრულიად დაუგეგმავად მოხდეს და თქვენი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეცვალოს. ზაფხული იმდენ გამორჩეულ დღესა და აქტივობას გიმზადებთ, რომ ეს პერიოდი კიდევ დიდხანს გემახსოვრებათ.
სასწორი
სასწორები ყველაფერს ლამაზს აღმერთებენ და რა შეიძლება, ზაფხულზე უფრო ლამაზი იყოს? ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ თქვენი თავი განსხვავებული რაკურსით გაიცნოთ, გაბედოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ რაღაც გაშინებდათ, დაიწყოთ თქვენი ცხოვრების სტილის შეცვლა და განვითარება. წინ საინტერესო კომუნიკაცია, ახალ ადამიანებთან შეხვედრა და სასიამოვნო თავგადასავლები გელით.
თევზები
ყოველი წამით ტკბობისა და კვირის ნებისმიერი დღის განსაკუთრებულად გადაქცევის დიდი ოსტატები, დროისა და ფულის მწვავე დეფიციტის პირობებშიც კი ბედნიერებისა და თავგადასავლების მიზეზს პოულობენ და გამონაკლისი არც ეს ზაფხული იქნება. ასტროლოგების თქმით, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში არაერთი სიახლე გელით. მეტიც, ეს სიახლეები თქვენთვის იმდენად სასარგებლო აღმოჩნდება, რომ კიდევ დიდხანს გემახსოვრებათ... ვრცლად