ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

აქცია

პოლიტიკა 1715719642

აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფის გეგმები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობას გეგმავდნენ, შეიცვალა - ისინი აქციას ამჯერად რუსთაველის გამზირზე უერთდებიან

აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფის გეგმები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობას გეგმავდნენ, შეიცვალა. იუსტიციის სახლთან მყოფი დემონსტრანტები ამ წუთებში მსვლელობას ისევ რუსთაველის გამზირისკენ გეგმავენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.იუსტიციის სახლთან ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი რჩება ამ დროისთვის გმირთა მოედანზეც.აქცია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გრძელდება. ორგანიზატორები აქციის გაგრძელების კონკრეტულ გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. უცნობია აპირებენ თუ არა ისინი დღეს რომელიმე ლოკაციაზე ღამის გათევას.

კახა კახიშვილი

პოლიტიკა 1715719565

კახა კახიშვილი: მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს

მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვალდებულებაა დაასაბუთოს ვეტო.„სალომე ზურაბიშვილი მატჩის ბიუროში კი არ მუშაობს, პრეზიდენტია და აქვს თავისი ვალდებულება. კონსტიტუციურად ევალება, რომ დაასაბუთოს ვეტო. სხვა გამოსავალი არ აქვს. მაშინ გამოაგზავნოს ცარიელი ფურცელი, მოაწეროს ხელი და დააწეროს ვეტო. ეს იქნება მიღებული, მაგრამ იქნება კანონდარღვევა და კანონისადმი არასერიოზულობა. თუ შენ აპროტესტებ, სიღრმისეულად გჯერა და აპროტესტებ, როგორ შეიძლება არ დაწერო თუ რასთან გაქვს, რომელ მუხლთან, შინაარსთან გაქვს პრობლემა. კლიშეებით საუბარი ხომ არ შეიძლება?! ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს.მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს. აი, ვნახავთ, რომ თუ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას არ ექნება თანამდებობრივი პერსპექტივა საქართველოში, მეორე დღეს ვერ ვნახავთ საქართველოში. ის სულ დროებით იყო ამ ქვეყანაში. როდესაც იყო თანამდებობაზე, აქ იყო, როცა არა - მიდიოდა. ახლაც ვხედავ ზუსტად ისეთ მოქმედებებს, რაც უკავშირდება იმას, რომ კონკრეტულად ის არ მუშაობს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე. ამ შემთხვევაში, საკუთარ სახელმწიფოში ვგულისხმობ საქართველოს იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ასეა. თუმცა, იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც თვლის რომ მისია, იმის რაღაც ინტერესების ნაწილში შეიძლება მუშაობდეს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

ევროკომისია

პოლიტიკა 1715719486

ევროკომისია: უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება

უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკომისიაში განუცხადეს.ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ განცხადება სხვა ფორმატში გავრცელდება.84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით სამშაბათს მიიღო.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1715719384

დავით მათიკაშვილი: სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე

სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „იმედი Live-ში“ განაცხადა.მისივე თქმით, ძალიან მისასალმებელია, რომ გამოჩნდა ბუნებაში ადამიანი, რომელმაც კონკრეტულ რეგულაციებზე დაიწყო საუბარი.„ბატონი ო'ბრაიენის ტონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ტონისგან, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმოდა, იყო მკვეთრად განსხვავებული, რბილი, კონსტრუქციული და აქ კანონის გაწვევაზე საკითხი აღარ იყო. ეს არის მნიშვნელოვანი, ხაზგასასმელი. საზოგადოებამ ეს აშკარად დაინახა, რომ აქ არის საუბარი კანონის მოდიფიცირებაზე. ის თვლის, რომ თუკი კანონი იქნება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, მას აღარ ექნება კითხვის ნიშნები დასავლურ კურსთან დაკავშირებით. ამ არსებულ კანონში რა ნახეს ანტიდასავლური, საინტერესოა.ძალიან მისასალმებელია, რომ გამოჩნდა ბუნებაში ადამიანი, რომელმაც კონკრეტულ რეგულაციებზე დაიწყო საუბარი. დღემდე ჩვენ მხოლოდ მშრალი აღქმების ფრაზების გარდა, ე.წ. „რუსული კანონი“, არაფერი გვსმენია. კონკრეტულ მუხლებზე, რეგულაციებზე ამაზე მსჯელობა ჩვენ შეგვიძლია და ის მოცემულობა, რომ ჯერ სასამართლომ განიხილოს და მერე მოხდეს დაჯარიმება, ეს არის მიდგომის საკითხი და სამართლის საკითხი. მსგავსი კანონმდებლობის, რეგულაციის შინაარსში დევს შემდეგი რამ, რომ როდესაც შემმოწმებელი ამოწმებს ორგანიზაციას და იქ ნახავს, რომ ის არის დასაჯარიმებელი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესია ასეთი, რომ ის სასამართლოში არ მიდის. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს თავისი უფლებამოსილებით სარგებლობას, ან გამოწერს ჯარიმას იმიტომ, რომ ჩათვლის, რომ სამართალდარღვევა არსებობს. მაგრამ კონკრეტული პირი თუკი თვლის, რომ ის არ არის დასაჯარიმებელი, მიმართავს სასამართლოს და გაასაჩივრებს. სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიმართავს და არ ეკითხება სასამართლოს დასაჯარიმებელია თუ არაო. ეს ასეა შეერთებულ შტატებშიც. სამართლებრივ ჭრილში ჩვენ მსჯელობას მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე იმ შემთხვევაში, თუკი სამართლებრივად დასაბუთებული იქნება წარმოდგენილი კონკრეტული შენიშვნები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ვალუტა

ფინანსები 1715719074

ვალუტის კურსი - რა ღირს დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6866 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9005 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8892 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.