მილიონ ექვსასი ათასი მსმენელი ერთ კონცერტზე - მადონას უფასო წარმოდგენა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ლეგენდარულ სანაპიროზე კოპა-კაბანაზე გაიმართა

მადონა

მადონას უფასო კონცერტს, რომელიც ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ლეგენდარულ პლაჟზე კოპაკაბანა გაიმართა, 1,6 მილიონი ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კონცერტი 5 მაისს ჩატარდა. ის მომღერლის ტურის Celebration ბოლო ღონისძიება იყო, რომელიც მადონას 40-წლიანი კარიერას აღსანიშნავად გაიმართა.

კონცერტი 2 საათს გაგრძელდა. ღონისძიებაზე წესრიგს 3,2 ათასი სამხედრო და 1,5 პოლიციელი უზრუნველყოფდა. ქალაქის მერიაში ვარაუდობენ, რომ კონცერტმა ქალაქის ეკონომიკას 293 მილიონი რეალი მოუტანა.

მადონასთვის ეს რეკორდული კონცერტი აღმოჩნდა - მისი კარიერის განმავლობაში მის არცერთ გამოსვლას ამდენი ადამიანი არ დასწრებია.

ამასთან, მსოფლიო რეკორდი კონცერტზე დასწრების თვალსაზრისით ბრიტანელ მომღერალ როდ სტიუარტს ეკუთვნის. 1994 წლის 31 დეკემბერს, მის გამოსვლას, რომელიც ასევე კოპაკაბანაზე გაიმართა, 3,5 მილიონი ადამიანი დაესწრო.