რუსთავში შეხვედრა

პოლიტიკა 1716035300

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში ქვემო ქართლის პარტიულ აქტივს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა, -ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, რუსთავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოდერძი ჩანქსელიანი, სავალან მირზოევი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.„დღეს კარგი შეხვედრა გვქონდა ქალაქ რუსთავში. შევხვდით ქვემო ქართლის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მთავარი განსახილველი თემა იყო მოახლოებული არჩევნები. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს ძალიან ძლიერად, რომ ძლიერი შედეგი დავდოთ ამ არჩევნებზე. ეს იყო მთავარი თემები. ასევე, ვისაუბრეთ რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩემი ინფორმაცია გავუზიარე და ანალიზი წარვუდგინე საზოგადოებას, ჩვენს პარტიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა, ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებზე, როგორ ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, ზოგადად ჩვენი ქვეყნის სიძლიერე.შემთხვევითი არ იყო ის, რომ ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება და ამიტომ, მე მივესალმები გუშინდელ დღეს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული ინიციატივისთვის“-ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. ქვემო ქართლის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავის მერი

პოლიტიკა 1716033162

გუშინდელი დღე ნამდვილად იმის დადასტურება იყო, თუ რამდენად თანხვედრაშია მოსახლეობისა და მთავრობის კურსი - ნინო ლაცაბიძე

100 დღე და 10 რეგიონი - "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დღეს ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს რუსთავში შეხვდნენ.რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი საუბარი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო საკითხებს შეეხო.ნინო ლაცაბიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გუშინდელ, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს დღე იყო იმის დასტური, თუ რამდენად თანხვედრაშია მოსახლეობის და მთავრობის კურსი ერთმანეთთან:"განვიხილეთ როგორც საშინაო, ასევე საგარეო საკითხები. ხაზი გავუსვით ისეთ საკითხებს, რომლითაც ჩვენმა გუნდმა უნდა გააგრძელოს სვლა ღირსეული სუვერენული ქვეყნით, ქვეყნის გაძლიერებით, რადგან ჩვენ შევძლოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული, დიდი ოჯახის წევრები. გუშინდელი დღეც ნამდვილად იმის დადასტურება იყო, თუ რამდენად თანხვედრაშია მოსახლეობის და მთავრობის კურსი, ის კურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული" - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716031206

ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, არის მიუღებელი - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, სავარაუდო ძალადობის ფაქტებს გმობს. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნება."მე ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და მე მჯერა რომ გამოძიებული იქნება ეს ძალადობრივი ფაქტი, არის მიუღებელი.  რომელი ძალა გველაპარაკება ჩვენ? - რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა და აწამებდა,"- აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716031122

თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლოა მოიძიონ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, ეს იდეალური იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის" შესახებ სამი მოსმენით მიღებული კანონის ირგვლივ შექმნილი მწვავე დაპირისპირების ფონზე, "ქართული ოცნების" გუნდი დისკუსიისთვის მზად არის.ირაკლი ღარიბაშვილმა კანონზე ვეტოს გამოყენების პროცეუდრების დროს, მასზე მსჯელობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვეტო სიტუაციას განმუხტავს, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა."მზად არის გუნდი დისკუსიისთვის თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი არ არსებობს, ალაბთ ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, აი თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლოა მოიძიონ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს მიაღებინებს იმას, რაც მისაღებია, მგონი ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716030686

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება - ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს. თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება და არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს - ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება - ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს! აბა, რომელ ქვეყნებში არ არის? არ არის უნგრეთსა და პოლონეთში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა უკავშირდება გუშინდელ დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს და საერთოდ, ამ ოჯახურ ღირებულებებს, ფასეულობებს, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას - ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ინიციატივა, რომელიც ჩვენმა გუნდმა წარადგინა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება - ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს! აბა, რომელ ქვეყნებში არ არის? არ არის უნგრეთსა და პოლონეთში. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ შესაძლოა, იყოს მოთხოვნები, მაგრამ თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება და არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716030565

ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.„სუვერენიტეტის გარშემო კეთდება განმარტებები და განცხადებები. ერთ-ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, მგონი, ჩვენ ერთმანეთის არ გვესმისო - როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, იგი გადასცემს ბრიუსელს სუვერენიტეტის ნაწილს. მინდა ეს კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას. ამაზე ბევრი მისაუბრია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მათთან, რომლებიც იცავენ და ბოლომდე არ თმობენ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტს - ეს მართლა ასეა. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს. კარგია, რომ ამ ბატონმა წამოჭრა ეს საკითხი. ამით დავამთავრებ ამ საკითხზე მსჯელობას“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716030385

რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? - ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.„ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ, ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერიც, მგონი, პარლამენტის თავმჯდომარეც და გაიმართა ეს დისკუსიები. ცალკე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი - ეს არის დაუწერელი კანონი, წითელი ხაზი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.მისივე თქმით, როცა ეს ადამიანები გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი.„რა გვერდში დგომა? ეს არის უხეში ჩარევა, დარღვევა საერთოდ ყველაფრის, და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე? მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი რომ ჩავიდეს და გამოვიდეს მათი ოპოზიციის მიტინგზე? ჰგონიათ, არაფერი აქვს სათქმელი მათ ოპოზიციას იქ ქვეყნის შიგნით? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნების შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას? პრობლემა არის შემდეგი: ეს დამოკიდებულება, რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს - ეს დამოკიდებულება აქვთ. უფრო მეტს გეტყვით, ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა მეუბნებოდა, როცა გავუზიარე ჩემი გულისტკივილი, როცა ორი წლის წინ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, შემდეგ შედარებითი ანალიზი გავაკეთე და ვუთხარი - როგორ შეიძლება საქართველო დააყენო უკრაინაზე და მოლდოვაზე უკან, როცა წინ ვართ ათი თავით - იცით, რა მითხრა? ჩემთვის ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო და ეს ქვეყანა მანამდე საბჭოთა კავშირის სოციალისტურ ბლოკში იყო. მან მითხრა, რომ ჩვენი ქვეყანა როცა წევრიანდებოდა, მუხლებზე იყო დაჩოქილი, ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებდით და ყველა პირობაზე ვთანხმდებოდითო, ხოლო თქვენ როცა გამოხატავთ პოზიციას, ეს არის მიუღებელი ბრიუსელისთვის, ბიუროკრატებისთვის, რომლებიც არ არიან მიჩვეული ამ ბარიერებს. მათ უნდათ, რომ მოვიდეს დავალება, ინსტრუქცია და ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასე არ შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716030260

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი. ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი - ირაკლი ღარიბაშვილი

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.მან მიმართა ჟურნალისტებს, აღნიშნულ საკითხზე ქვეყნისთვის აპოკალიფსურ სურათს ნუ დახატავენ.„ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა დისკუსია. ამიტომ თქვა პრემიერმაც, გუნდის ყველა ლიდერისგან მოვისმინე იგივე განცხადებები. პარლამენტის თავმჯდომარემაც, დეპუტატებმაც თქვეს, რომ საჭიროა, ამ პროცესში გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716028790

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია - ღარიბაშვილი

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ღარიბაშვილის თქმით, გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება და პროგრესული იდეების, ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელება.„ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აუცილებელია დიალოგი, ვითარების დამშვიდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი ახალგაზრდა შესაძლოა, იყოს ამ აქციებში და ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ ახალგაზრდულ ფრთას და ა.შ. მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი აპოლიტიკური ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული ახლაგაზრდა თაობა, მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.კითხვაზე, რომ „დისკუსიას რა აზრი აქვს, როდესაც კანონი მიღებულია“, ღარიბაშვილმა აღნიშნა:„აზრი ყოველთვის აქვს. თუ ეს აზრი გამიზნულია, რომ მოხდეს შეთანხმება ან გამოსავალი იქნას მოძიებული, რატომ არ აქვს აზრი? პრობლემა ის არის, რომ არ იყო მანამდე კონკრეტული თანმხვედრი იდეები და წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს და დაველოდოთ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან გაკეთდა უკვე საკმარისზე მეტი განმარტებები. პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის დისკუსიისთვის. მათ შორის პარტნიორებთან უნდა გავიგოთ, რა არ არის მიუღებელი. ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716028619

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.„ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, არ თვლის თავს ქართველად. მე რაც ვიცი, იგი აპირებს საფრანგეთში წასვლას ან შეიძლება დარჩენა უნდა პოლიტიკაში და ალბათ უნდა, რომ მოსინჯოს ძალები. მე შევახსენებ საზოგადოებას და პირადად მას, რომ სანამ ჩვენი გუნდი აირჩევდა მას და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%. მისი პარტიის შედეგები ნახეთ არჩევნებზე, 1% მიიღო, რა პრეტენზია აქვს საერთოდ? ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის? გნებავთ, ევროინტეგრაციის გზაზე - თუ რაიმე მოხდა, თუ რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება - ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი... ამიტომ ახლა ეს პოლიტიკური თამაშები არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716028490

დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე საკმარისზე მეტი განმარტებები გაკეთდა - ირაკლი ღარიბაშვილი გამჭვირვალობის კანონზე

დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე გაკეთდა საკმარისზე მეტი განმარტებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განუცხადა.„დისკუსიას აზრი ყოველთვის აქვს, თუკი იგი გამიზნულია იმისკენ, რომ მოხდეს შეთანხმება. გამოსავალი უნდა იყოს მოძიებული. აზრი რატომ არ აქვს?! პრობლემა ის არის, რომ მანამდე არ იყო კონკრეტული თანმხვედრი იდეები, წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს, ვიცი. დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე გაკეთდა საკმარისზე მეტი განმარტებები. იგივე, პრემიერმაც არაერთხელ თქვა, რომ ჩვენი გუნდი არის მზად დისკუსიისთვის, მათ შორის პარტნიორებთან. უნდა გავიგოთ, რა არის მიუღებელი და ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1716027875

ოჯახის სიწმინდის დღემ გააერთიანა მთელი საზოგადოება და მინდა კიდევ ერთხელ ამის გამო მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მადლობას უხდის საქართელოს პატრიარქს ილია მეორეს ეროვნული ინიციატივისთვის, რაც ოჯახის სიწმინდის დღის დამკვიდრებას გულისხმობს.ღარიბაშვილის თქმით, გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა სად დგას ქართული საზოგადოება."მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. მინდა მადლიერება გამოვხატო პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა და ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა. ამით გამოჩნდა თუ სად დგას ჩვენი ხალხი და როგორ ღირებულებებზე და როგორ ფესვებზე არის დამოკიდებული ქართველი ხალხის მდგრადობა.ოჯახის სიწმინდის დღემ გააერთიანა მთელი საზოგადოება და მინდა კიდევ ერთხელ ამის გამო მადლობა გადავუხადო  ჩვენს პატრიარქს ეროვნული ინიციატივისთვის,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.