ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750921060

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა.გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ ეკონომიკურ ზრდაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას და მხარს უჭერს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის აქტიურ ჩართულობას.„საქართველომ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა და სტაბილურად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე. კერძოდ, ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების, შუა დერეფნის ფარგლებში დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებისა და ძლიერი ადამიანური კაპიტალის შექმნის მიმართულებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, წლიურ 9.5 პროცენტს აჭარბებდა და 2025 წელსაც მაღალი ნიშნულით გრძელდება. ამ რთულ გარემოში ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები კვლავაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ნეგატიური ზემოქმედების შერბილება და სტრუქტურული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მან ასევე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ციფრული დაფინანსების, კლიმატის ცვლილებებისადმი გონივრული ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის ღონისძიებებს.ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ღონისძიების მასპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკსა და მის ხელმძღვანელობას, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზაობა, გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად, რაც დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაძლიერებასთან.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750768980

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ლაშა

პოლიტიკა 1750768084

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1750756197

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.„შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატი, ენერგოეფექტურობა, დაკავშირებადობის გაძლიერება.მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ დონეზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ფინანსთა მინისტრი

მსოფლიო 1750750012

ისრაელის ფინანსთა მინისტრი - ჩვენ მივაღწიეთ გამანადგურებელ გამარჯვებას ირანის წინააღმდეგ კამპანიაში, რომელიც დიდებულად ჩაიწერება ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის ფურცლებზე

ჩვენ მივაღწიეთ გამანადგურებელ გამარჯვებას ირანის წინააღმდეგ კამპანიაში, რომელიც დიდებულად ჩაიწერება ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის ფურცლებზე, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა.ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ისრაელმა მოხსნა უშუალო ეგზისტენციალური საფრთხე და მძიმე ზიანი მიაყენა ირანის აიათოლას რეჟიმს.ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ახლა ისრაელი მთელ ძალებს ღაზისკენ მიმართავს, რათა დაასრულოს ამოცანა, რომ გაანადგუროს „ჰამასი“, დააბრუნოს მძევლები და უზრუნველყოს ისრაელის ხალხის მრავალი წლის უსაფრთხოება.„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ბეერ-შევაში დღეს დილით მოკლულთა ოჯახების მიმართ. ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელი დილა მწარე გემოს ტოვებს, მაგრამ მთელი მწუხარებით, სიმართლე ისაა, რომ ჩვენ, ღვთის წყალობით, ირანის წინააღმდეგ კამპანიაში გამანადგურებელი გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა ბეზალელ სმოტრიჩმა.

ირაკლი კობახიძე სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადი

პოლიტიკა 1750262400

პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.შეხვედრაზე საუბარი საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის − ენერგეტიკის, საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების სფეროებში.საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750238349

ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას აქვს საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას.თავის მხრივ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ინვესტიციების გაზრდის პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა.შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს შეხვედრა

პოლიტიკა 1750087683

ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ირაკლი ბერაია წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.ფინანსთა მინისტრმა სამსახურის ყოფილ უფროსს, ლევან კაკავას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ლევან კაკავას ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა ხარისხობრივად გაზარდა, როგორც კონტროლის, ისე სერვისების მიმართულებები.შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და უწყების 2025-2030 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს ხვდება დიდი გამოცდილებისა და პროფესიონალების გუნდი. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში, კვლავ ეფექტიანად გაგრძელდება საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების, ასევე სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს მხარდაჭერის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.უწყების ახალმა ხელმძღვანელმა გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს. როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა ბოლო წლებში შემოსავლების სამსახურში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის, უწყების ციფრული ტრანსფორმაციის, სერვისების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით.როგორც მან აღნიშნა, იგი მზადაა უწყების თანამშრომლებთან ერთად, გაგრძელდეს მუშაობა იმ სტრატეგიული მიმართულებების წარმატებით განხორციელებაზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ეფექტიან და თანამედროვე საჯარო სერვისებზეა ორიენტირებული.შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებს წლების განმავლობაში ღირსეულად მუშაობისთვის და ირაკლი ბერაიას წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.

lasha xucishvili

ფინანსები 1749455118

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები

„საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ - ამ სახელწოდების ეკონომიკური ფორუმი გახსნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომელზეც ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.ლაშა ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (EBRD; ADB; WB; IMF; AIIB) წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის სიძლიერის ფუნდამენტურ საკითხებს.„პირველ რიგში, ქვეყანას უნდა მიეღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობისთვის, იმისთვის, რომ შექმნილიყო საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, რადგან, თუ ქვეყანას არ აქვს მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა, სხვა ყველაფერი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ეკონომიკური სტრატეგია, ვერ იქნება მყარი და გრძელვადიანი. ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბოლო ოთხ წელიწადში, ქვეყანამ სრულად მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას იმდაგვარად, რომ მასზე შეიძლება აიგოს ძლიერი ეკონომიკური მომავალი. ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან შემცირდა 2.4%-მდე, საგარეო ვალის მაჩვენებელი, რომელიც იყო 60%-მდე, ჩამოვიდა 36%-მდე - თითქმის განახევრდა ოთხ წელიწადში მშპ-სთან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როცა გვქონდა ორნიშნა, ახლა გვაქვს ისტორიული მინიმუმი 4.4%-ის ოდენობით, ინფლაციის მაჩვენებელი ახლოსაა მიზნობრივთან და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შესაბამისობაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, საქართველო არის იშვიათ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც მოკლე დროის მონაკვეთში შეძლო აღედგინა ფისკალური მდგრადობა, რითაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პარტნიორია საფინანსო ინსტიტუტებისთვის.„ისევე, როგორც ბანკებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ რა თანხასაც დააბანდებს, თუ ინვესტიციას გააკეთებს ქვეყანაში, არ დადგეს რისკის ქვეშ. ამ მხრივ, ალბათ მსოფლიოს 3-4 ქვეყანას შორის ვართ, რომელთანაც ფისკალურ მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვები საერთოდ არ არის და პრინციპში, ესეც იყო იმის შედეგი, რომ პრაქტიკულად, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაახლოებით, 700-800 მეგავატ განახლებადი ენერგიის წყაროებს შეჰმატებს საქართველოს ელექტროსისტემას. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, რომ საფინანსო ინსტიტუტების მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პროგნოზები და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდებში გვექნება განახლებები და სიახლეები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.გამოსვლისას ლაშა ხუციშვილი, ასევე, შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებს. მისი თქმით, ფონდმა დაადასტურა ყველა ის ფინანსური, ეკონომიკური პარამეტრი, რაც ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა მიმდინარე პროცესსა და პროგნოზებში.„ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკამ შექმნა იმ რაოდენობისა და მოცულობის ბუფერები, რომელიც გაუმკლავდება ნებისმიერ პოტენციურ კრიზისს, რაც შეიძლება თეორიულად იქნას წარმოქმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ყველა ფისკალური პარამეტრი, კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს მსხვილი საინვესტიციო პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა თუ ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე, ყურადღება გამახვილდეს IT სექტორის განვითარებაზე, რომელიც მზარდია და აქვს დიდი შესაძლებლობები.კიდევ ერთი თემა, რომელზეც გამოსვლისას ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ეხებოდა საინვესტიციო ბანკებთან გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს მიერ საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული პროგრესი, როგორც ეკონომიკური, ისე მმართველობითი ხარისხის მიმართულებით და საინვესტიციო ბანკების მხრიდან მზაობა, ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა.დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობისთვის.პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ.

 ცოტნე ყავლაშვილი

პოლიტიკა 1749023407

ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივნისის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

გაბიტაშვილი

პოლიტიკა 1749021908

გენერალური აუდიტორის თანამდებობას გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს

გუშინ, ბატონმა ცოტნე ყავლაშვილმა მომმართა გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ის დაბრუნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, რომელსაც ის 2015-2022 წლებშიც იკავებდა. ამასთან 2013-2022 წლებში ის ასევე იყო სახელმწიფო ხაზინის უფროსი, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური აუდიტორის არჩევისთვის.„სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო  სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას.ამიტომ, გუნდთა და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანმდებობას, ხოლო 2024 წლიდან – გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოთ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევისთვის. რაც მომავლ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ცოტნე ყავლაშვილი

პოლიტიკა 1748972152

„კურიერის“ ინფორმაციით, გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი თანამდებობას ტოვებს

„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თანამდებობას ტოვებს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი. ამ თხოვნით მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.ეს ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაუდასტურეს.ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022-წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.