კახა კახიშვილი

პოლიტიკა 1715719565

კახა კახიშვილი: მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს

მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვალდებულებაა დაასაბუთოს ვეტო.„სალომე ზურაბიშვილი მატჩის ბიუროში კი არ მუშაობს, პრეზიდენტია და აქვს თავისი ვალდებულება. კონსტიტუციურად ევალება, რომ დაასაბუთოს ვეტო. სხვა გამოსავალი არ აქვს. მაშინ გამოაგზავნოს ცარიელი ფურცელი, მოაწეროს ხელი და დააწეროს ვეტო. ეს იქნება მიღებული, მაგრამ იქნება კანონდარღვევა და კანონისადმი არასერიოზულობა. თუ შენ აპროტესტებ, სიღრმისეულად გჯერა და აპროტესტებ, როგორ შეიძლება არ დაწერო თუ რასთან გაქვს, რომელ მუხლთან, შინაარსთან გაქვს პრობლემა. კლიშეებით საუბარი ხომ არ შეიძლება?! ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს.მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს. აი, ვნახავთ, რომ თუ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას არ ექნება თანამდებობრივი პერსპექტივა საქართველოში, მეორე დღეს ვერ ვნახავთ საქართველოში. ის სულ დროებით იყო ამ ქვეყანაში. როდესაც იყო თანამდებობაზე, აქ იყო, როცა არა - მიდიოდა. ახლაც ვხედავ ზუსტად ისეთ მოქმედებებს, რაც უკავშირდება იმას, რომ კონკრეტულად ის არ მუშაობს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე. ამ შემთხვევაში, საკუთარ სახელმწიფოში ვგულისხმობ საქართველოს იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ასეა. თუმცა, იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც თვლის რომ მისია, იმის რაღაც ინტერესების ნაწილში შეიძლება მუშაობდეს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1715716527

მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პროტესტის შეჩერების მცდელობა ნაცნობი რუსული მეთოდია - სალომე ზურაბიშვილი

მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პროტესტის შეჩერების მცდელობა ნაცნობი რუსული მეთოდია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიღებული კანონი მნიშვნელოვნად სცდება ევროკომისიის რეკომენდაციებს."საქართველომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რომელსაც მომდევნო მოლაპარაკებებისთვის რეკომენდაციები მოჰყვა. ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი შუა წერტილია, სწორედ ამიტომ მოდის ამხელა ზეწოლა რუსული კანონის ხელახლა შემოღების სახით. ეს კანონიც და ბევრი სხვაც, მნიშვნელოვნად სცდება ევროკომისიის რეკომენდაციებს.მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პროტესტის შეჩერების მცდელობა ნაცნობი რუსული მეთოდია და თბილისის ქუჩებში ქართველი საზოგადოება სწორედ ამის წინააღმდეგ და ევროპული პრინციპების დასაცავად იბრძვის. ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ასე მხოლოდ რუსეთთან დაახლოებულ სახელმწიფოში ექცევა. თუმცა ჩვენ უკვე მსგავსი პროცესი გავიარეთ და ქართველ ხალხს აქვს გამოცდილება, რომელზეც ისწავლა და წინააღმდეგობა გაუწია. ახლა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით არჩევნებს და მე აუცილებლად ვიქნები პროევროპული ფრონტის ერთგული ლიდერი," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1715704227

სოზარ სუბარი პრეზიდენტის ვეტოზე: თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო - ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება

დაგვისაბუთონ რა არ მოსწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული - ამაზე ვერავინ გვპასუხობს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.სუბარი გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების საკითხს და აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს მოტივირებული შენიშვნების წარდგენის გარეშე დაადებს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება.„ყველას ვეუბნებით, დაგვისაბუთეთ რა არ მოგწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული - რა არის ასეთი ჩვენს კანონში, რასაც თქვენ არ აკეთებთ?! - ამაზე ვერავინ გვპასუხობს. პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს შეუძლია მას ვეტო დაადოს, სადაც მის წინადადებებს ჩაწერს იმისათვის, რომ ეს ვეტოში აისახოს და ამ ვეტოს ჩვენ განვიხილავთ და გავითვალისწინებთ იმ ფარგლებში, რაც ქვეყნისთვის მისაღებია.სამაგიეროდ რა მივიღეთ?! - სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ვეტოს კი დაადებს, მაგრამ ეს ვეტო დასაბუთებული არ იქნება, რადგან არაფერი აქვს დასასაბუთებელი. ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს კონსტიტუციის აბუჩად აგდება. თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო - ეს იქნება უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფა. თუ სალომე ზურაბიშვილი ამას კიდევ ერთხელ აკადრებს კონსტიტუციას, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება“, - განაცხადა სუბარმა.

პოლიტიკა

პოლიტიკა 1715701814

სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო"ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა - საუბრის შინაარსი საჯარო არ არის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო"ბრაიენის შეხვდა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო"ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ ნახევრი გაგრძელდა."საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

სალომე

პოლიტიკა 1715701595

სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო"ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა - საუბრის შინაარსი საჯარო არ არის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო"ბრაიენის შეხვდა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო"ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ ნახევრი გაგრძელდა."საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

გივი მიქანაძე

პოლიტიკა 1715701200

გივი მიქანაძე: ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ გამჭვირვალობის კანონი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ ეს კანონი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს არ დაურთავს.„ზოგადად, ვეტო უნდა იყოს არგუმენტირებული შენიშვნებით, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს არანაირი შენიშვნების წარმოდგენას. შესაბამისად, ამით ის თავის თავზე იღებს კიდევ ერთ პასუხისმგებლობას. თუკი ის რაიმე არგუმენტირებულ შენიშვნას წარმოადგენდა, მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისია ამჟამად მუშაობს ამ დოკუმენტის ექსპერტიზაზე და შეიძლება უახლოეს 1-2 კვირაში, ზუსტად ამ ვეტოს პარალელურად წარმოადგინოს წინასწარი დასკვნა. თუკი ეს არგუმენტირებული იქნება და აისახება იმ პოზიციაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი [წარადგენს], თუკი წარმოადგენს არგუმენტირებულ შენიშვნებს, [შესაძლოა ეს] გახდეს განხილვის საგანი. მაგრამ თუ პრეზიდენტი ამაზე უარს ამბობს, პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე გადადის“, - განაცხადა მიქანაძემ.84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო.

ალექსეი გონჩარენკო

პოლიტიკა 1715693316

ალექსეი გონჩარენკო საქართველოზე: ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2

უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმაურება. შესაბამის განცხადებას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საქართველოში მოვლენების განვითარების საკუთარ პროგნოზსაც ასაჯაროებს.„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის: რა იქნება შემდეგ? „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს. ამას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ფაქტობრივად „კრემლი“ გახლავთ, დაძლევს და უკვე ამ შემოდგომაზე ექნებათ არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა და ამიტომაც არის შესაძლებელი რევოლუცია იქ უკვე შემოდგომაზე და ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2“, - წერს გონჩარენკო.  My prediction for Georgia: what will happen next?After voting on the draft law on "foreign agents", President Salome Zurabishvili vetoes this draft law. The ruling party "Georgian Dream", which in fact is the "Kremlin", will overcome it. And already this autumn they should have… pic.twitter.com/2b36Z2RZcO — Oleksiy Goncharenko (@GoncharenkoUa) May 14, 2024

რუსთაველის გამზირი დილიდან არის გადაკეტილი

პოლიტიკა 1715686980

აქციაზე, რომელიც პარლამენტთან დილიდან მიმდინარეობს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის

რუსთაველის გამზირი დილიდან არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეები დგანან როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე მიმდებარე ქუჩაზე. ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.აქციის მონაწილეები გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მესამე მოსმენით განხილვას აპროტესტებენ და მოუწოდებენ დეპუტატებს, გაიწვიონ კანონი, ან დღევანდელ სხდომაზე ჩააგდონ.ამ დროისთვის აქციაზე მშვიდი ვითარებაა. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც პარლამენტის უკანა შესასვლელს იცავს.აქციაზე გამოჩნდა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა სხვა მედიასაშუალებებთან განმარტა მისი აქციაზე მისვლის მიზეზი.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1715682807

თუ ხელისუფლებაში უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ; ოქტომბრის არჩევნები ახლოა და იქ გამოჩნდება, რა წონა აქვთ. შეეშვან ქვეყნის რყევას - სუბარი NGO-ებს

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ომ მდიდარ „ენჯეოებზე“, რომლებიც, ამ შემთხვევაში, საქართველოში უცხოეთის რეალურ აგენტურას წარმოადგენენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი აუცილებლად იქნება მიღებული, რადგან ის საქართველოს სჭირდება.„2016 წლიდან მოყოლებული ერთი წელიც არ გასულა ისე, რომ საქართველოში ეს ენჯეოები არ იდგნენ არეულობებისა და დესტაბილიზაციის სათავეში. 2018 წელს სამმა დიდმა ენჯეომ – „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დაიბეჭდა რამდენიმე ათეული ათასი ყალბი პირადობის მოწმობა და თითქოს ამ პირადობებით იგეგმებოდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნების გაყალბება. როცა ამაზე გამოძიება დაიწყო და დადასტურებული ფაქტების დასახელება მოსთხოვეს, მათ ცხადია, პასუხი არ ჰქონდათ.ყველას გვახსოვს 2020 წელიც, როცა „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლა გააყალბა და ამით ცდილობდა, სხვა მდიდარ ენჯეოებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ უცხოელ პატრონებთან ერთად ქვეყანაშიდესტაბილიზაცია და სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო.კარგად გვახსოვს 2022 წელიც, როცა ეს მდიდარი ენჯეოები, ყველანი ერთად, იდგნენ პარლამენტის წინ მიტინგზე და იმას ითხოვდნენ, რასაც დღეს სააკაშვილი, მათი ბელადი ითხოვს - დროებით, ტექნიკურ მთავრობას, რომელშიც ისევ თვითონ შევიდოდნენ.„ენჯეოებს“ მივმართავ: თუ პოლიტიკა უნდათ, პარტიებად ჩამოყალიბდნენ; ოქტომბრის არჩევნები ახლოა და იქ გამოჩნდება, რა წონა აქვთ. შეეშვან ქვეყნის რყევას. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს კანონიც აუცილებლად იქნება მიღებული, იმიტომ, რომ ეს კანონი საქართველოს სჭირდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტი მიკროფონი

პოლიტიკა 1715676400

პარლამენტში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე დაიწყო.სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, დაგეგმილია კენჭისყრა, რომლითაც, სავარაუდოდ, დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ.სესიას ოპოზიციონერი დეპუტატები ესწრებიან, რომლებიც კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთ აზრს აფიქსირებენ.კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი, ხელმოსაწერად, პრეზიდენტს გადაეგზავნება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ მას დოკუმენტი გადაეგზავნება, ვეტოს დაადებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1715673801

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ალბათ ვეტოს დონეზეც დაარღვევს, თუმცა შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს - ქადაგიშვილი

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ალბათ ვეტოს დონეზეც დაარღვევს, თუმცა შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოს კონკრეტული მუხლები და მოტივირებული შენიშვნები უნდა ახლდეს.„პრეზიდენტი კონსტიტუციას პერმანენტულად არღვევს. მისი მხრიდან ვეტო ნიშნავს, რომ ვეტოს კონკრეტული მუხლები და ხედვა უნდა ახლდეს, მათ შორის, მოტივირებული შენიშვნები, ამის გარეშე ვეტო არ არის. სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხშიც ვერ გარკვეულა. ალბათ, კონსტიტუციას აქაც დაარღვევს, თუმცა მას შეუძლია, კანონს ხელი არ მოაწეროს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტი

პოლიტიკა 1715660250

დღეს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს

დღეს, პარლამენტი, მესამე მოსმენით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებს. მესამე მოსმენის ფარგლებში, დოკუმენტში მხოლოდ რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი.უმრავლესობის განმარტებით, მათი ოპონენტების პროტესტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი რაღაცას მალავენ.ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დასწრებასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას კიდევ ერთხელ აპირებს, მეორე ნაწილის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია.კანონპროექტი, საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, ხელმოსაწერად, პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტს ვეტოს დაადებს.