პენიტენციური სამსახური

საზოგადოება • 1791123345

გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.„პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში.პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურა

სამართალი • 1791110271

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“..გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ამოიღეს ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა), 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791050597

ირაკლი კობახიძე - ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული

ბიზნესის რეკეტი ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. საუბარი ზედმეტი იყო ბიზნესის თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა.„მე ერთხელ მაშინ მომიწია სუფრასთან ყოფნა, სადაც დაახლოებით 10-15 ბიზნესმენი იყო და უკლებლივ ყველა ბიზნესმენს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. როგორ მიიყვანეს მოდულის შენობაში, ტანსაცმელი გაახდევინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე მიუწერეს ფურცელზე თანხა, რომელიც უნდა მიეტანა. ათასი ისტორია არსებობს და ამ ისტორიებსაც შეგვიძლია, ჩავყვეთ. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა. არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა.მედიის პლურალიზმი, ყველამ კარგად იცის, როგორ მიიტაცეს ჯერ ერთი მაუწყებელი, შემდეგ მეორე კერძო მაუწყებელი და საბოლოო ჯამში იყო სამი საერთო ეროვნული მაუწყებელი, რომელიც მუშაობდა მაშინ ქვეყანაში და ფარავდა ქვეყნის მთელ ტერიტორიას, სამივე იყო ტოტალურად მაშინდელი რეჟიმის საკუთრებაში და ხელში. რაც გააკეთეს აბსოლუტურად უკანონოდ, რაც დაადგინა შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ და კიდევ ერთხელ იყო მედიამონოპოლია შექმნილი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი უმძიმესი ქმედებათა ერთობლიობა, რაც მედიის მიმართ ჩაიდინეს. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტების მიმართ მოპყრობაზე და ა.შ. უამრავი ფაქტი არსებობს ამასთან დაკავშირებით.სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად იყო სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად ქცეული. არავითარი სხვა დატვირთვა ამ უწყებებს არ ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროკურატურა

სამართალი • 1791025939

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223-ე კვარტა პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შსს

სამართალი • 1791012058

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - შსს

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს - დაუსწრებლად. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია."შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკურებით ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას", - განაცხადა დავით კიკნაძემ.

პროკურატურა

სამართალი • 1790966271

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე. ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდგომში, მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით, რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.აღნიშნული გზით, 2020-2026 წლებში, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ - მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენას.დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა

სამართალი • 1790949563

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

 საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან ჩაერიცხა 790 000 ამერიკული დოლარი. მან აღნიშნული თანხა, მისი წარმომავლობის შესანიღბად, ეროვნულ ვალუტაში დააკონვერტირა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. შემდგომ ბრალდებულმა თანხა კვლავ უცხოურ ვალუტაში დააკონვერტირა და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით უცხო ქვეყნის საბანკო სისტემაში გადაიტანა.ბრალდებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ვარდები

მსოფლიო • 1790930340

ქალმა ფოტოსესიისთვის საფლავიდან 96 ვარდი მოიპარა - მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (უცხოეთი)

ალტაის მხარის მცხოვრებ ქალს ორი წელი პირობითი პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ფოტოსესიისთვის საფლავიდან 96 ვარდი წაიღო. ამის შესახებ რეგიონის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს.ქალმა მიცვალებულთა ხსოვნის დღეს ერთ-ერთ საფლავზე ყვავილები შენიშნა და გადაწყვიტა, ისინი თან წაეღო. გამოძიების ინფორმაციით, უჩვეულო ქურდობის მიზანი ფოტოსესიის მოწყობა იყო.გამოძიებამ დაადგინა, რომ 96 ვარდი სასაფლაოზე მამაკაცმა მიიტანა გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად. ამ რაოდენობის ძვირად ღირებული ყვავილების შესაძენად ის რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა ფულს.სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო ქურდობაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.„ჩადენილი ქმედებისთვის, არსებული დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით, მსჯავრდადებულ ქალს სასჯელის სახით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითად განესაზღვრა“, — განაცხადეს პროკურატურაში.

ქრისტი

მსოფლიო • 1790793600

დღეს, სასიკვდილო ინიექციამდე რამდენიმე წუთით ადრე სასამართლომ ქალის სიკვდილით დასჯა შეაჩერა

ქრისტა პაიკი 18 წლის იყო, როდესაც 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობაში მონაწილეობდა. ქალი თითქმის სამი ათწლეულია სიკვდილით დასჯის მოლოდინშია. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოსთვის საკმარისად არ იყო წარმოდგენილი მისი ბავშვობის მძიმე ტრავმა, სექსუალური ძალადობის ისტორია და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. 30 სექტემბერს, ლეტალური ინეიქციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ აღსრულება დროებით შეაჩერა.2026 წლის 30 სექტემბერი ტენესის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღი უნდა ყოფილიყო: შტატში ქალის სიკვდილით დასჯა პირველად უნდა აღსრულებულიყო სულ მცირე ორი საუკუნის შემდეგ.50 წლის ქრისტა გეილ პაიკი ნეშვილის Riverbend Maximum Security Institution-ში ლეტალური ინიექციით უნდა დაესაჯათ. ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, აღსრულება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა, დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, აშშ-ის მე-6 ოლქის სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯა დროებით შეაჩერა.სასამართლოს სამ მოსამართლიანმა კოლეგიამ გადაწყვეტილება 2-1 ხმით მიიღო. უმრავლესობამ მიიჩნია, რომ პაიკის ახალი სამართლებრივი მოთხოვნები დამატებით განხილვას საჭიროებდა, კერძოდ კი — საკითხი, რამდენად სათანადოდ იყო მისი ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობისა და სხვა ტრავმების ისტორია გათვალისწინებული სიკვდილით დასჯის დანიშვნის დროს.სასამართლოს გადაწყვეტილება არ აუქმებს არც პაიკის მსჯავრს და არც სიკვდილით დასჯის განაჩენს. ის მხოლოდ აღსრულებას აჩერებს, სანამ სასამართლო შესაბამის სამართლებრივ საკითხებს განიხილავს. ყველაფერი 1995 წლის იანვარში დაიწყოქრისტა პაიკი 18 წლის იყო, როდესაც 1995 წლის 12 იანვარს ტენესის ქალაქ ნოქსვილში 19 წლის კოლინ სლემერი მოკლეს.ორივე გოგონა Knoxville Job Corps Center-ის სტუდენტი იყო. გამოძიებისა და სასამართლოს მასალების მიხედვით, პაიკს სჯეროდა, რომ სლემერი მისი შეყვარებულით, 17 წლის ტადარილ შიპით ინტერესდებოდა.პაიკმა, შიპმა და კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქალმა, შადოლა პეტერსონმა, სლემერი ტყიან ტერიტორიაზე წაიყვანეს. სასამართლო დოკუმენტებში აღწერილია, რომ გოგონას თავს დაესხნენ, სცემეს და დანით დაჭრეს. პაიკმა მას თავში ასფალტის დიდი ნატეხი ჩაარტყა.საქმემ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც სლემერის სხეულზე პენტაგრამები იყო ამოკვეთილი. მოგვიანებით შიპმა აღიარა, რომ ერთ-ერთი ასეთი სიმბოლო თავად ამოკვეთა. საქმის ეს დეტალი 1990-იანი წლების ე.წ. „სატანური პანიკის“ ფონზე განსაკუთრებით სენსაციურად გაშუქდა.პაიკი მკვლელობას არ უარყოფს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ იმ დროს სლემერის მოკვლა თავდაპირველად არ ჰქონდა დაგეგმილი იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა, და რომ თავდასხმის დროს ემოციების კონტროლი დაკარგა. რატომ მიიღო პაიკმა სიკვდილით დასჯა, ხოლო მისმა თანამონაწილეებმა — არა?საქმეში კიდევ ორი ახალგაზრდა მონაწილეობდა.პაიკის შეყვარებული ტადარილ შიპი მკვლელობის დროს 17 წლის იყო. მას საბოლოოდ უვადო პატიმრობა მიესაჯა, გათავისუფლების შესაძლებლობით.შადოლა პეტერსონი კი 19 წლის იყო და პროკურატურასთან თანამშრომლობდა; მას სიკვდილით დასჯა არ მიუღია. პაიკი ამ საქმეში ერთადერთი მონაწილე აღმოჩნდა, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.სწორედ ასაკი გახდა პაიკის დაცვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ბოლო წლების განმავლობაში.ადვოკატების თქმით, ის 18 წლის იყო დანაშაულის ჩადენის მომენტში და ტენესის თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ეს განსაკუთრებული შემთხვევაა: პაიკი შესაძლოა გახდეს შტატში პირველი ადამიანი, რომელსაც დანაშაულისთვის, რომელიც 18 წლის ასაკში ჩაიდინა, თანამედროვე ეპოქაში აღასრულებენ. ბავშვობის ტრავმა — მთავარი საკითხი, რომელმაც სიკვდილით დასჯა ბოლო წუთზე შეაჩერაპაიკის დაცვის მხარე წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მისი ბავშვობა მძიმე ძალადობითა და უგულებელყოფით იყო სავსე.დაცვის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, პაიკი ბავშვობიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ადვოკატები ასევე მიუთითებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, მათ შორის ბიპოლარულ აშლილობასა და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე.კორნელის უნივერსიტეტის Death Penalty Worldwide-ის მიერ პაიკის საქმეზე მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ თავდაპირველი სასამართლო პროცესის დროს ნაფიც მსაჯულებს მისი ბავშვობის ძალადობის, ფსიქიკური მდგომარეობისა და ტრავმის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სრულად არ ჰქონდათ წარმოდგენილი. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ დაცვის მხარემ სათანადოდ არ გამოიყენა პაიკის ასაკი, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება.თუმცა, ეს საკითხი სამართლებრივად უკვე წლების განმავლობაში განიხილებოდა.ახლანდელი პროცესი კი ნაწილობრივ სხვა საკითხზეა აგებული.პაიკის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ შტატის პოზიცია მისი ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შესახებ შეიცვალა — მაშინ, როდესაც ადრე მისი განცხადებების სანდოობა სადავოდ იყო ქცეული, მოგვიანებით შტატმა თავად აღიარა გარკვეული ფაქტები ძალადობის შესახებ. დაცვის მხარის აზრით, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადრინდელი სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.სწორედ ამ არგუმენტის შესასწავლად შეაჩერა სააპელაციო სასამართლომ აღსრულება. საქმეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ახლავს.პაიკის ადვოკატებმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოსაც მიმართეს და სიკვდილით დასჯის შეჩერება მოითხოვეს.29 სექტემბერს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ უარი ითქვა როგორც სიკვდილით დასჯის შეჩერებაზე, ისე საქმის არსებით განხილვაზე.ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულება 30 სექტემბერს კვლავ ძალაში რჩებოდა.მაგრამ მეორე დღეს, უკვე აღსრულების დღეს, საქმეში მოულოდნელად ჩაერთო მე-6 ოლქის სააპელაციო სასამართლო და დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ტენესიმ გადაწყვეტილების გაუქმება უზენაეს სასამართლოს სთხოვასააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ტენესის გენერალური პროკურორის ოფისმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა.შტატის პოზიციაა, რომ პაიკის ახალი მოთხოვნა არსებითად ძველი სამართლებრივი არგუმენტების ხელახლა განხილვის მცდელობაა და მისი მოთხოვნა შესაბამის სამართლებრივ ბარიერებს ვერ გადალახავს.შტატის მიერ უზენაეს სასამართლოში შეტანილ დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია დაზარალებულის ოჯახის ინტერესი, რომელსაც პაიკის აღსრულების მოლოდინში ათწლეულები აქვს გატარებული.ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული შეჩერება ძალაშია, ხოლო შტატი მის გაუქმებას უზენაეს სასამართლოში ითხოვს. სლემერის ოჯახი ათწლეულების შემდეგაც ელოდება განაჩენის აღსრულებასკოლინ სლემერის დედა, მეი მარტინესი, პაიკის სიკვდილით დასჯას წლების განმავლობაში ელოდა.მარტინესის თქმით, მისი ქალიშვილის მკვლელობიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დანაკარგის ტკივილი არ გამქრალა. მან Associated Press-ს განუცხადა, რომ ოჯახმა ტენესიში გამგზავრება დაგეგმა, რათა პაიკის აღსრულებას დასწრებოდა.პაიკის აღსრულების შეჩერებამ ოჯახისთვის პროცესი კიდევ ერთხელ გააგრძელა.შტატის გენერალური პროკურორის ოფისმაც სწორედ ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სლემერის ოჯახს აქვს კანონით გათვალისწინებული და ლეგიტიმური ინტერესი, რომ ათწლეულების წინ გამოტანილი სასჯელი საბოლოოდ აღსრულდეს. რატომ არის ეს საქმე ტენესისთვის განსაკუთრებული?ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ისტორიული მონაცემებით, შტატში სიკვდილით დასჯა 1796 წლიდან სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებოდა. აღსრულების მეთოდი დროთა განმავლობაში შეიცვალა — ჩამოხრჩობიდან ელექტროსკამამდე და შემდეგ ლეტალურ ინიექციამდე.ტენესიში ქალის სიკვდილით დასჯა იმდენად იშვიათია, რომ ბოლო ასეთი შემთხვევის ზუსტი დადგენაც რთულია. Death Penalty Information Center-ის ხელმძღვანელის თქმით, არსებული ისტორიული ჩანაწერები არასრულია, თუმცა ცნობილია, რომ ქალი შტატში მინიმუმ 200 წელია არ აღუსრულებიათ.შეერთებულ შტატებშიც ქალთა სიკვდილით დასჯა იშვიათია: 1976 წელს სიკვდილით დასჯის აღდგენიდან 2026 წლის სექტემბრამდე ქვეყანაში 18 ქალი იყო სიკვდილით დასჯილი — ყველა აღსრულების დაახლოებით 1 პროცენტი.ამიტომ პაიკის აღსრულება არა მხოლოდ კონკრეტული საქმის, არამედ ტენესის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენაც უნდა გამხდარიყო. რა მოხდება ახლა?30 სექტემბრის გადაწყვეტილებით პაიკი სიკვდილით დასჯისგან არ გათავისუფლებულა.სასამართლოს დროებითი შეჩერება ნიშნავს, რომ მისი აღსრულება ამ ეტაპზე ვერ ჩატარდება, სანამ მე-6 ოლქის სასამართლო საქმეში წამოჭრილ საკითხებს განიხილავს ან უფრო მაღალი ინსტანცია მის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.ამავე დროს, ტენესის გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული შეჩერების გაუქმება.ამიტომ ქრისტა პაიკის თითქმის 30-წლიანი ისტორია სიკვდილით დასჯის რიგში დღეს კიდევ ერთხელ გადავიდა სასამართლოს ხელში — ამჯერად იმ კითხვაზე, რამდენად სრულად იყო გათვალისწინებული ის გარემოებები, რომლებიც მის ბავშვობას, ტრავმას, ფსიქიკურ მდგომარეობასა და იმ ასაკს ეხება, როდესაც მკვლელობა ჩაიდინა.და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მისი სიკვდილით დასჯის ოთახი 30 სექტემბერს მზად, მოწმეები ციხეში შეკრებილი, ხოლო თავად აღსრულება — ბოლო წუთებში შეჩერებული.

პროკურატურა

სამართალი • 1790774026

2 არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის - "TikTok“-ის ყალბი ანგარიშების და „whatsapp"-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა. დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას და ერთ-ერთ დაზარალებულს თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაუგზავნა მის დედას.მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, გამოყენება და გავრცელება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებულს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

პროკურატურა

სამართალი • 1790761361

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაგან ერთს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 იანვარს, ბრალდებულმა, რომელიც აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“, მეორე ბრალდებულის, ასევე, ქურდული სამყაროს წევრის, ორგანიზებით და მითითებით, მარნეულის ბაზარში დაზარალებულების მაღაზიაში, მამა-შვილის მიმართულებით არაერთი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებით შვილი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამა კი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.მკვლელობის უშუალო ამსრულებელი სამართალდამცველებმა 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით), 19-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’, ,,მ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით) 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მკვლელობის ორგანიზატორს და შემკვეთს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 25-19-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’, ,,მ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდად; გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით) და 25-187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურების ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით და ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.

 როელ დონა საქართველოში  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

პოლიტიკა • 1790751999

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა.თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა.საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმარს თბილისის პროკურატურის შენობა დაათვალიერებინეს. ასევე, გააცნეს თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი.

✕