მამა პეტრე კვარაცხელია

საზოგადოება 1713644656

პეტრე კოლხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მამა პეტრე სოციალურ ქსელში ბიძაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:„ჩემო გულო, ჩემი ბავშვობის ყველაზე თეთრო, სპეტაკო და უზარმაზარო წერტილო, დამთავრდა ბავშვობა, რომელიც ჩვენს ოდაბადეში, წალენჯიხის ულამაზეს სოფელ ჯგალში, ჩვენს საკვარაცხელიოში დაიწყო…უხერხულია ბიძაშვილი, მამის ძმისშვილი გიწოდო, ჩემი უფროსი ძმა იყავი… საამაყო, საიმედო, არძოში უჯგუში ჯიმა…ჩვენი პატარა სახლის პარმაღზე, მზის ჩასვლისას მივეწყობოდით ერთმანეთს და იწყებოდა მითთა ჟამის ისტორიების გახსენება… ერთმანეთს ვასწრებდით… მერე მზის უკანასკნელი სხივებით აფერადებულ ეგრისის ქედს გავხედავდით და ვაგრძელებდით ცოდნის გადამოწმებას…პაატა, აბა იმ მთის წვერს რატომ ჰქვია ცაში კიბული, ან რომელი ქედია გრანელის სახელობის, მკითხავდი…ჩვენ ერთად გავიკვალეთ გზა ჭანისწყლისკენ, ჩვენი ბაბუის ნაქონი ყანებისკენ, სოფლის ანკარა წყაროებისკენ, სანუკვარი ბებიის საფლავისკენ… მდუმარედ ნათქვამი, ,,ყებურის” პირას მოსაყოლი ამბებისკენ…ერთმანეთს ვურჩევდით წიგნებს, ავტორებს, ნაწარმოებებს…შენ კი ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი წიგნი იყავი, ჩემი ჯაბუტია…ვერ იტანდი შექებას, არც ბევრ მოკითხვას პასუხობდი… შენზე თითქმის არ ვიცოდით, რა გტკიოდა, რას განიცდიდი, ჩვენ კი პირველი შენთან გამოვრბოდით… არადა, თურმე რამდენი გტკიოდა, თურმე რამდენს უძლებდი…სიცოცხლეში არასდროს მითქვამს, როგორ მიყვარდი, არ მიიღებდი, გაბრაზდებოდი… ახლა თამამად ვამბობ, ჩემო კოჩანიერო კოჩო…როგორ დამასწარი ჩვენი მონატრებული სოფლის მიწის გულში ჩახუტება…მთელი პლანეტა მოვლილი გქონდა… ისწავლე ინგლისში, გერმანიაში, წარჩინებით დაამთავრე დედა უნივერსიტეტი, მაგრამ ბოლოს მაინც, ძალიან ადრე მიაშურე ჯგალის, წინაპრების ძვლებით გაპოხიერებულ მიწას, რომელიც იქ ყოფნის დროსაც გენატრებოდა…ჩემზე მეტად, ჩემს შვილს-დაჩის გაუჭირდება უშენობა… შვილი რომ მყოლოდა, დაჩიზე მეტად არ მეყვარებოდაო, იტყოდი… ასე ნაადრევად დაადგა ცაში კიბულის აღმართს და სამუდამოდ შეერწყა ეგრისის იდუმალ ქედებს იქ, სადაც მიწა მთავრდება და ღმერთი იწყება… ჩემი საამაყო ჯაბა კვარაცხელია!“ - წერს მოძღვარი.

მამა პეტრე კვარაცხელია

საზოგადოება 1711089480

„მყავს ექვსი შვილი, ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ ეს ყიჟინი და ზედმეტი ხმაური კიდევ უფრო მეტად მაგიჟებს... ჩემი მეუღლე არის გმირი “ - დაშორდა თუ არა პეტრე კოლხი მეუღლეს

პეტრე კოლხი გადაცემა „პირველ სტუდიას“ სტუმრობდა. დეკანოზმა ოჯახზე, მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა. „მყავს ექვსი შვილი. ჩემი მეუღლე არის გმირი. მე ვერ ვუძლებ ამ ბავშვებს, თამამად შემიძლია ვთქვა. ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ ეს გნიასი, ყიჟინი და ზედმეტი ხმაური კიდევ უფრო მეტად მაგიჟებს. თანაც შვილიშვილიც ხომ შემოგვემატა, ამიტომ გავერიდე ოჯახს, შეეძლება ითქვას.ეს ჩემი სისუსტეა და ვაღიარე. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ფსიქიკა ისედაც დაღლილი მაქვს და ეს ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მაგიჟებს“, - ამბობს პეტრე კოლხი. წამყვანის კითხვაზე, დაშორებულია თუ არა მეუღლეს, სასულიერო პირი ამბობს:„არა, რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაშორდე ექვსის შვილის დედას! ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ. მაგრამ იმდენად მივეჩვიე მარტო ყოფნას... იმდენად დაიღალა ჩემი მეუღლე, რომ მე და მარიამი ვიტყვით ხანდახან, რომ გავუშვათ დედა დასასვენებლად...“, - ამბობს პეტრე კოლხი. 

petre kolxi

საზოგადოება 1711009245

„ჩემი ადამიანური ცდუნება არის შოპინგი... ანაფორა ერთი მაქვს მარტო“ - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი ამბობს, რომ მისი ადამიანური ცდუნება შოპინგია. ამის შესახებ მან გადაცემა „პირველ სტუდიაში ისაუბრა.„ჩემი ადამიანური ცდუნება არის შოპინგი. ესეც ვნებაა. დაცლილი ვარ სხვა კუთხით. რა მნიშვნელობა აქვს რა ვნება გაწუხებს. ვაღიარებ კიდეც და ყველგან ვამბობ. ვიღაცამ შეიძლება ამის გამო გამაქილიკოს, გამკიცხოს, მაგრამ ეს  მათი გადასაწყვეტია. მე გულწრფელი ვარ. მიყვარს ძალიან ყიდვა, შეიძლება ორი კაპიკი მქონდეს ჯიბეში მაგრამ ისიც უნდა დავხარჯო და რაღაცა ვიყიდო, შეიძლება არც ჩავიცვა...ანაფორა ერთი მაქვს მარტო, საერთოდ არ მაქვს, რადგან ხშირად არ მაცვია...“, - ამბობს მამა პეტრე კოლხი. 

მამა პეტრე კვარაცხელია

საზოგადოება 1710711332

მღვდლის შემოსავლით ცხოვრება შესაძლებელია? - პეტრე კოლხის პასუხი

პეტრე კოლხი გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარი იყო. წამყვანის კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მღვდლის შემოსავლით ცხოვრება? ის პასუხობს, რომ გამორიცხულია. მისივე თქმით, არიან ძალიან მდიდარი მღვდლები, ძირითადად მღვდელმთავრები და ასევე, არიან სასულიერო პირები, რომლებსაც ძალიან უჭირთ.პეტრე კოლხი მადლობას უხდის მეგობრებს, რომლებიც მას ფინანსურად ეხმარებიან. „მადლობა ღმერთს მრევლისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, და კიდევ ბევრი რამისთვის. არ მეზარება შრომა, ჩემი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მქონდეს შემოსავალი. როცა გვყავს განათლებული სასულიერო პირები, მათ არ უნდა ჩამოვართვათ ლექციების წაკითხვის უფლება. მწყურია ლექციების წაკითხვა“ - ამბობს პეტრე კოლხი.ასევე ნახეთ:თუ კვირის ამ დღეს ვალს დააბრუნებთ, შეიძლება ახალი ვალის აღება მოგიწიოთ - კიდევ რას აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები„შვილი მომიკლეს, კუჭს დაუწყია ლპობა...“ - თურქეთის კლინიკაში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალაVIDEO: „შეიძლება ისეთიც გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“ – ნოე სულაბერიძისა და ციცინო შურღაიას სიურპრიზი მარიამ ტატანაშვილს

მამა პეტრე კვარაცხელია

საზოგადოება 1709378109

ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში... - პეტრე კოლხი

ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში, ნუ მისცემთ უფლებას არასრულწლოვნებს, გადადგან საბედისწერო ნაბიჯი… - წერს პეტე კოლხი სოციალურ ქსელში.„ნუ შეუწყობთ ხელს მათ დაღუპვას და განადგურებას… ისინი მერე სხვებს გაანადგურებენ, ვითომ ლოცვა-კურთხევის და მორჩილების სახელით!..რა უნდა მასწავლოს 18 წლის არქიმანდრიტმა, თვითონ არაფერი იცის… სულიერებას თავი დავანებოთ, წერა-კითხვის უცოდინრები რომ ხდებიან მონასტრის წინამძღვრები და ანაფორის ფრიალით, მრისხანე გამოხედვით, ვითომ ასკეტური მოძღვრებით, სიცოცხლეს რომ გაძულებენ…აი, სად იჩენს თავს პედოფილია, პატარებზე სულიერ-ფსიქოლოგიური ძალადობა… ვითომ ხსნა, ვითომ გადარჩენა და საბოლოოდ წარწყმედა!… _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი პეტრე კოლხი.ასევე ნახეთ:რისი გაკეთება იკრძალება კატეგორიულად, დაკრძალვის დროსროგორ ავიცილოთ თავიდან სოციალური ქსელებიდან გაკეთებული ჯადო - ტელეფონის საშუალებით შესაძლოა მიიღოთ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს განადგურების მექანიზმს„ადრე გავიღვიძოთ და 6:50 -7:10 შუალედში კოსმოსში გავუშვათ ჩვენი დადებითი გზავნილები“ - რა რიტუალის შესრულებას გვირჩევს ასტროლოგი 20 მარტს

მამა პეტრე კვარაცხელია

საზოგადოება 1708780759

ანაფორას და მანტიას არასდროს ვცემ პატივს, ჩემთვის ყოველთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ დგას იმ ანაფორის მიღმა… - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:„მორალის კითხვას ვერ მიიღებ მისგან, ვინც ჭაობშია ჩაფლული და საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, ზემოდან დაგიწყებს ყურებას…ანაფორას და მანტიას არასდროს ვცემ პატივს, ჩემთვის ყოველთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ დგას იმ ანაფორის მიღმა…როგორც არ უნდა შეიფუთო, ყველა ადამიანი საბოლოოდ მაინც ვლინდება და პატივისცემა კი არ უნდა მოითხოვო, უნდა დაიმსახურო…ყველას შუბლზე აწერია, ვის რა ღირებულებები გააჩნია…კანტი და იუნგი თუ არ იცით, სახარება მაინც წაიკითხეთ, ვისაც პირველობა უნდა, ის უკანასკნელი იქნებაო… საკმარისია ამდენი თვალთმაქცობა…შესამოსელი არ აცხოვნებს ადამიანს… მისი გული და შეგნებაა მთავარი…ამ ორის  კი რა გითხრათ, დავეძებ ცხელი თვალებით და ვერ ვიპოვე ,,წმინდანების” წიაღში…ამ ფარისევლობასაც ყოველთვის ვერ გაუძლებ… ვადა ეწურება და მერე უპირისპირდები… ქრისტე გულშია, მის რწმენას ვერავინ წაგართმევს, მაგრამ სწორედ ქრისტე რომ შეინარჩუნო, ამის გამო უნდა გაემიჯნო მოთამაშეებს!..“

სახლი

საზოგადოება 1708362730

ეს ნივთები ჯობს არ აჩუქოთ სხვებს, განსაკუთრებით, როცა პირველად სტუმრობთ ახალ სახლში

ალბათ ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როდესაც სტუმრად მივდივართ ახლობლის, ნათესავის ან მეგობრის ახალ სახლში. ეს ხომ ერთგვარი დესასწუალია, სადაც საჩუქრის გარეშე სტუმრობა  წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ ჩვენ საყვარელ ადამიანს ვაჩუქოთ  საჭირო და სასარგებლო ნივთი, თუმცა ასეთი ნივთის შერჩევა  მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ეს ეხება არ მხოლოდ გემოვნებას. არსებობს ამასთან დაკავშირებული ცრურწმენები,  რომლისაც ზოგ ადამიანს ძალიან სჯერა, ზოგი კი საერთოდ არ აღიქვამს სერიოზულად, თუმცა, მოდით, გადავხედოთ, რომელ ნივთებს უნდა მოვეკიდოთ სიფრთხილით, ჩვენდა უნებურად უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ.სარკესთან ბევრი მითი და ლეგენდაა დაკავშირებული. ითვლება, რომ სარკეს შეუძლია ბოროტი სულების მოზიდვა, ძველს შეუძლია გადასცეს წინა მფლობელების ენერგია და გარდაცვლილთა სულებსაც კი ინახავს. გარდა ამისა, ნებისმიერი სარკე ჩხუბისა და   განშორების სიმბოლოა. სარკის მსგავსად, ბასრი საგანი შესაძლოა გახდეს ჩხუბისა და უბედურების „მაგნიტი", გამოიწვიოს ოჯახში უთანხმოება. ამიტომ, დანებისა და მაკრატლის ჩუქება ცუდ ნიშნად ითვლება.კიდევ ნივთები, რომელთა ჩუქებას აღნიშნული შემთხვევისთვის არ გვირჩევენ, ითვლება, რომ შესაძლოა ამან ოჯახს უსიამოვნებები მოუტანოს: მარგალიტი ქალის ცრემლის სიმბოლოდ არის მიჩნეული, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ მსგავსმა საჩუქარმა შესაძლოა დიასახლისის ცრემლები გამოიწვიოს და ჯობს თავი შევიკავოთ... ვრცლად..ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

ბიონსე

შოუბიზნესი 1708362677

Essence-ის ფოტოსესიაში ბიონსე დედასთან და ქალიშვილებთან ერთად გამოჩნდა

ბიონსე ჟურნალ Essence-ის ახალი ნომრის გმირია. ანდრე დ. ვაგნერის გადაღებულ ფოტოსესიაში მომღერალი დედასთან, ტინა ნოულსთან და ქალიშვილებთან : ბლუ აივისთან და რუმისთან ერთად გამოჩნდა.  ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

წყვილი

საზოგადოება 1708362499

რა თვისებებს მიიჩნევენ ქალები მამაკაცებში ყველაზე მიმზიდველად - კვლევა

 2021 წელს ფსიქოლოგმა ჯული დრიბემ და მისმა კოლეგებმა შეაფასეს, რა თვისებებს თვლიან ქალები მამაკაცებში ყველაზე მიმზიდველად .შედეგებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი მთავარი არის იუმორი. თუმცა კვლევის ინტერპრეტაციები ვარაუდობენ, რომ იუმორი დაკავშირებულია ინტელექტთან.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევის მდედრობითი სქესის მონაწილეები ხშირად აკავშირებდნენ უკეთეს იუმორს მაღალ ინტელექტთან, მაგრამ არ თვლიდნენ მაღალ ინტელექტს იუმორთან კორელაციად. ამასთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები აფასებენ პარტნიორის ინტელექტს ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცებს ურჩევნიათ, რომ ქალი პარტნიორის ინტელექტი არ იყოს მათზე მაღალი.ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

მოხუცი

რჩევები 1708362399

გსურთ იცხოვროთ 100 წლამდე? - საიდუმლო შესაძლოა თქვენს სისხლში იმალებოდეს

44 000 შვედზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, ვინც 100 წლამდე ცოცხლობს, სისხლში გარკვეული ქიმიკატების დონე უფრო დაბალია. დოქტორი კარინ მოდიგი, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, წერდა:„მათ, 100 წელს მიაღწია, 60 წლიდან მოყოლებული გლუკოზის, კრეატინინის და შარდმჟავას დაბალი დონე ჰქონდა. ძალიან ცოტას ჰქონდა გლუკოზის დონე 6.5-ზე მეტი, ან კრეატინინის დონე 125-ზე მეტი“კვლევა არ აკეთებს პირდაპირ დასკვნებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოიმოქმედონ ადამიანებმა იმისთვის, რომ აღნიშნული ქიმიკატების დონე ორგანიზმში დაბალი იყოს.თუმცა, დოქტორი ხაზს უსვამს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კვება და ალკოჰოლის მიღება.„კარგი იქნება თქვენი თირკმელებისა და ღვიძლის მაჩვენებლების თვალყურის დევნება, ისევე როგორც გლუკოზისა და შარდმჟავას კონტროლი ასაკის მატებასთან ერთად“.ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

არაქისის კარაქი

რჩევები 1708362291

უნდა ინახებოდეს თუ არა არაქისის კარაქი მაცივარში - ექსპერტების აზრი

არაქისის კარაქი არის ის პროდუქტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს, თუმცა შესაძლოა არ ვიცოდეთ, როგორ შევინახოთ ის.ყველა არაქისის კარაქის შენახვა მაცივარში არ არის საჭირო. თუ თქვენ გაქვთ დამუშავებული ბრენდი, რომელიც შეიცავს პალმის ზეთსა და ჰიდროგენირებული ზეთებს, მაშინ კარაქი შესაძლებელია შეინახოთ ორიდან სამ თვემდე გრილ, მშრალ კარადაში. თუმცა, გახსნის შემდეგ, რეკომენდებულია ქილის შენახვა მაცივარში, რათა მისი შენახვის ვადა კიდევ სამი-ოთხი თვით გაგრძელდეს. რაც შეეხება სრულიად ნატურალურ არაქისის კარაქს. ეს არის მხოლოდ დაფქული არაქისის და მარილის შემცველი პროდუქტები და ისინი შეიძლება ძალიან სწრაფად გაფუვდეს. თხილის ზეთები შეიძლება გაფუჭდეს რამდენიმე კვირაში, ამიტომ უმჯობესია შეინახოთ ისინი მაცივარში. თუ ცივი არაქისის კარაქის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ შეინახოთ იგი გრილ, მშრალ ადგილას, მაგრამ დარწმუნდით, რომ ის გახსნილი არ იქნება რამდენიმე კვირაზე მეტხანს.თუ თქვენ გაქვთ ნაჭუჭიანი ან უნაყოფო არაქისი, ისინი შეიძლება შეინახოთ ჩანთაში ან დალუქულ კონტეინერში ერთი ან ორი თვის განმავლობაში. თუ არაქისი გინდათ 6 თვემდე ვარგისიანი იყოს, მაშინ უმჯობესია მისი მაცივარში შენახვა.ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

ვირი

მსოფლიო 1708358031

აფრიკის კავშირმა ვირის ტყავით ვაჭრობა აკრძალა

აფრიკის კავშირმა მთელი კონტინენტის მასშტაბით ვირის ტყავით ვაჭრობა აკრძალა. ცხოველების უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფრიკის კავშირის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.55 აფრიკულ ქვეყანაში ვირის კანის მისაღებად ვირების მოკვლა იკრძალება. ვირის კანზე საბაზრო მოთხოვნა ჩინური ტრადიციული მედიცინის, ეჯიაოს პოპულარობის გამო გაიზარდა, სადაც ვირის ტყავს იყენებენ. ეჯიაო ჩინურ მედიცინაში გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, თუმცა მისი ეფექტები მეცნიერულად ჯერჯერობით დაუდასტურებელია.ცხოველების დამცველი ორგანიზაციებიც ცნობით, აფრიკის კონტინენტზე ვირების პოპულაცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე ნახეთ:რა მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის შერჩევისას მის ფერს და კვირის რომელ დღეს უნდა გაირეცხოს ის„ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ...“ - მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს