მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715956797

ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი! - მამუკა მდინარაძე

ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი! - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა."ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!" - წერს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715950342

დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი - მამუკა მდინარაძე

ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც! -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით,  დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი.„დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა!მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!#მამულიენასარწმუნოება#ღირსებითევროპისკენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715865456

ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს! - მამუკა მდინარაძე

ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, რომ ის 17 მაისს უერთდება საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საქართველომ ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს მსოფლიოს, თუ სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი. მისი თქმით, სწორედ ქართულ იდენტობაში, ოჯახის პატივისცემაში, კულტურასა და რწმენაშია საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების და გადარჩენის გასაღები."ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს! პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის,  ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები! ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა! სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!" - წერს მამუკა მდინარაძე.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1715806257

ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას და ეს ძალიან მძიმეა, ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ - კახა კალაძე

ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას და ეს ძალიან მძიმეა, ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა."ჩვენ ყველაფერი გაშიფრული გვაქვს, თუ ვინ დგას ამ აქციების უკან, ვინ არის ის რადიკალური დაჯგუფებები, უცხოეთიდან ვინ არის ის დონორები, საიდან ფინანსდება და ა.შ. ყველაფერი ცხადი და ნათელია.მაიდანი საქართველოში ვერ მოხდება, ეს არ არის იანუკოვიჩის ხელისუფლება და არც შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. ამასთან დაკავშირებით ითქვა უკვე ერთხელ.აქციის ჩატარება შეუძლიათ ამ ახალგაზრდებს, ხელს არავინ არ შეუშლისო. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ცხადია, არის თავისუფალი, არ არის შეზღუდული, ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით, მთავარია ეს კანონის ფარგლებში იყოს და მე პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთი ახალგაზრდა, მე არ ვსაუბრობ იმ რადიკალურ და რევოლუციურ დაჯგუფებებზე და მათ წარმომადგენლებზე, მაგრამ ბევრია იქ ისეთი ახალგაზრდა, რომელიც შეიძლება გულწრფელია თავისი ემოციებით, შეხედულებებით, მე არავინ არ მემეტება იქ დგომისთვის, თუნდაც დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის, რაც ხდება ხოლმე ბოლო დღეების განმავლობაში, ეს შეურაცხყოფები, ერთმანეთთან დაპირისპირება, ბულინგი. არ არის ეს კარგი და არ მგონია ამ ყველაფერმა კარგ შედეგებამდე მიიყვანოს ქვეყანა.ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას და ეს ძალიან მძიმეა. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ.მაგალითისთვის ვიძახი, როდესაც მდინარაძეს მიეპარა ელისაშვილი, რა განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციონერების მხრიდან.ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ფაქტები და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვგმობ ძალადობას და ყოველთვის ეს იყო ჩემი დამოკიდებულება. არა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, იმ სიტყვიერ ძალადობასაც, რისი თანამომსწრენი ვართ დღეს და რაც ხდება სოციალურ ქსელში, რეებს წერენ ადამიანებს თუ განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუ აქციაზე არ დგას ახალგაზრდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ბულინგი და შეურაცხყოფა მიმდინარეობს ამ ადამიანების მიმართ, ეს წარმოუდგენელია უბრალოდ. ამიტომ ვამბობ, ძალადობას ყოველთვის მოჰყვება ძალადობა და ეს ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715798858

მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ - თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა

„ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.„რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს! ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715682937

ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი ისაა, რომ ნაცმოძრაობის წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობასა და ძალადობის დაგმობაზე - მდინარაძე

"ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ნაცმოძრაობის წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც მამუკა მდინარაძე წერს, პარლამენტის სასესიო სხდომაზე ერთი არგუმენტიც კი ვერ დაასახელეს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს."დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ჰქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?! ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა…ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ნაცმოძრაობის წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები!ვინ აფინანსებს? - ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება!ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინანსება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება!არა რუსულ კანონს!კი ევროპას!კი გამჭვირვალობას!კი საქართველოს დამოუკიდებლობას!" - წერს მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715681989

აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები - მამუკა მდინარაძე

აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.მდინარაძის თქმით, ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.„დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?! ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა…ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ნაცმოძრაობის წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე. აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები! ვინ აფინანსებს? - ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება!ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინანსება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება!არა რუსულ კანონს! კი ევროპას!კი გამჭვირვალობას!კი საქართველოს დამოუკიდებლობას!#ღირსებითევროპისკენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715586406

პოლიციელის დაზიანების მცდელობა, გინება, გაზის სახეში შესხმა არაფერია და დაკავების დროს როგორ შეეხო, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დროს, ამაზე ბრაზდებიან - მდინარაძე

პოლიციელის დაზიანების მცდელობა, გინება, გაზის სახეში შესხმა არაფერია და დაკავების დროს როგორ შეეხო, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დროს, ამაზე ბრაზდებიანამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა.აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის დაპირებას იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის გადაიხადოს გირაოს ფული, თუკი აქციის მონაწილეებს დააკავებენ. მდინარაძის თქმით, ეს დაპირებაც კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ გამჭვირვალობის კანონი კარგია.„გარდა ამისა, მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ. ერთი კადრი ვნახე, რაც იყო ძალიან ნიშანდობლივი - თვითონ დედას აგინებდა მომიტინგე და მერე იმანაც შეაგინა, არ ღირს ამის დაფარვა, პოლიციელმაც შეაგინა, ერთი ათჯერ ამან რომ შეაგინა, იმანაც შეაგინა. შენ პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარო, როგორ მაგინებო. ის პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი არ ჰყავს? ქართველი არ არის? სისხლი არ უდუღს? რთულია.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, ჩვენ მოვუწოდეთ, მაგრამ არ არის ასე მარტივი დედის გინების ატანა ქართველი კაცისთვის, ვაჟკაცი, გმირი პოლიციელისთვის. დგახარ დედას აგინებ, ბოთლს თავში ურტყამ, აგურს ესვრი და ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს ისე, რომ არ უნდა გაინძრეს ეს ადამიანი. მერე უნდა მიხვიდე ჩაარტყა, გაზი უნდა შეასხა სახეში და მაინც უნდა მოგითმინოს? ჯერ ერთი, ყველანი ადამიანები ვართ, მგონი მხოლოდ პოლიტიკოსები არ ვართ მარტო ადამიანები, რკინის ნერვები გაგვიხდა და ადამიანებში აღარ ვიწოდებით, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ადამიანია პოლიტიკოსიც, ადამიანია პოლიციელიც, ყველა ადამიანები ვართ, მომიტინგეც და ა.შ.ამ ხალხმა ჯერ მთელი ღამე გაათენა, მერე რა შეურაცხყოფას აყენებდნენ, მერე როგორ აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთს, მერე როგორ აწვებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მათი წყობიდან გამოსაყვანად და მერე ვრცელდება მარტო კადრები, ავრცელებენ ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები და ბრაზდებიან, როგორ შეეხო ხელით პოლიციელი. ანუ, მანამდე პოლიციელის დაზიანების მცდელობა, უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაზის სახეში შესხმა, ეს არაფერი არ არის და დაკავების დროს როგორ შეეხო, როგორ გაანეიტრალა, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დროს, ამაზე ბრაზდებიან, გიჟდებიან და იმაზე არ ბრაზდებიან მანამდე, რასაც აკეთებდნენ მომიტინგეები მათ წინააღმდეგ. რანაირი სტანდარტია, ორმაგიც აღარ ჰქვია ამას. ამ პოლიციელებმა რა გააკეთონ?! სცემენ და პოლიციელმა უნდა მიმართოს, ძვირფასო მოქალაქე, ახლა თქვენ დედას კი მაგინებთ, მცემთ, გაზს მასხამთ სახეში, მაგრამ დიდი ბოდიში, მე ახლა ხელი უნდა მოგკიდოთ, ცოტა უხეშად შეიძლება მომივიდეს, იმიტომ, რომ არ მემორჩილებით თქვენ და ასე უნდა დაგაკავოთ. ანუ, ეს წარმოუდგენიათ? მართლა რა ხდება გინდაც აშშ-ში, გინდაც ევროპის ქვეყნებში, ამ დროს თავპირს ალეწავენ და ყველა ამბობს, რომ ეს არის ლეგიტიმურიო“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715584723

მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ - მამუკა მდინარაძე პოლიციელებზე

წახალისებაა გირაოს ფულის გადახდის დაპირება და აი, ამ ფულზეც იქნება საიდან მოდის. გამჭვირვალობის კანონი როგორც კი ამოქმედდება, გავიგებთ რა ფულია და ვინ ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის დაპირებას იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის გადაიხადოს გირაოს ფული, თუკი აქციის მონაწილეებს დააკავებენ.მისივე თქმით, ეს დაპირებაც კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ გამჭვირვალობის კანონი კარგია.„გარდა ამისა, მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ. ერთი კადრი ვნახე, რაც იყო ძალიან ნიშანდობლივი- თვითონ დედას აგინებდა, მომიტინგე და მერე იმანაც შეაგინა, არ ღირს ამის დაფარვა, პოლიციელმაც შეაგინა, ერთი ათჯერ ამან რომ შეაგინა, იმანაც შეაგინა. შენ პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარო, როგორ მაგინებო. ის პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი არ ჰყავს? ქართველი არ არის? სისხლი არ უდუღს? რთულია. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, ჩვენ მოვუწოდეთ, მაგრამ, არ არის ასე მარტივი დედის გინების ატანა ქართველი კაცისთვის, ვაჟკაცი, გმირი პოლიციელისთვის. დგახარ დედას აგინებ, ბოთლს თავში ურტყამ, აგურს ესვრი და ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს ისე, რომ არ უნდა გაინძრეს ეს ადამიანი. მერე უნდა მიხვიდე ჩაარტყა, გაზი უნდა შეასხა სახეში და მაინც უნდა მოგითმინოს? ჯერ ერთი, ყველანი ადამიანები ვართ, მგონი მხოლოდ პოლიტიკოსები არ ვართ მარტო ადამიანები, რკინის ნერვები გაგვიხდა და ადამიანებში აღარ ვიწოდებით, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ადამიანია პოლიტიკოსიც, ადამიანია პოლიციელიც, ყველა ადამიანები ვართ, მომიტინგეც და ა.შ.ამ ხალხმა ჯერ მთელი ღამე გაათენა, მერე რა შეურაცხყოფას აყენებდნენ, მერე როგორ აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, მერე როგორ აწვებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მათი წყობიდან გამოსაყვანად და მერე ვრცელდება მარტო კადრებს, ავრცელებენ ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები და ბრაზდებიან, როგორ შეეხო ხელით პოლიციელი. ანუ, მანამდე პოლიციელის დაზიანების მცდელობა, უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაზის სახეში შესხმა, ეს არაფერი არ არის და დაკავების დროს როგორ შეეხო, როგორ გაანეიტრალა, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დრო, ამაზე ბრაზდებიან, გიჟდებიან და იმაზე არ ბრაზდებიან მანამდე რასაც აკეთებდნენ მომიტინგეები მათ წინააღმდეგ. რანაირი სტანდარტია, ორმაგიც აღარ ჰქვია ამას. ამ პოლიციელებმა რა გააკეთონ. სცემენ და პოლიციელმა უნდა მიმართოს, ძვირფასო მოქალაქე, ახლა თქვენ დედას კი მაგინებთ, მცემთ, გაზს მასხამთ სახეში, მაგრამ დიდი ბოდიში, მე ახლა ხელი უნდა მოგკიდოთ, ცოტა უხეშად შეიძლება მომივიდეს, იმიტომ, რომ არ მემორჩილებით თქვენ და ასე უნდა დაგაკავოთ. ანუ, ეს წარმოუდგენიათ? მართლა რა ხდება გინდაც აშშ-ში, გინდაც ევროპის ქვეყნებში, ამ დროს თავპირს ალეწავენ და ყველა ამბობს, რომ ეს არის ლეგიტიმურიო“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715584474

სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს - მდინარაძე

ოპოზიციის თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ სლოგანებით გადაწყვეტილებების მიღება დამღუპველია.„ყველაზე საშიში შედეგი მაშინ შეიძლება [მივიღოთ], თუ ხელისუფლება მართლა მყარად არ დადგა თავის ადგილას, როდესაც ვიღაცები მოინდომებენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან სლოგანებით მართონ მასის ემოცია. სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს. არ ამართლებს ადამიანს [ის რომ] ახალგაზრდაა, რაღაც არ წაუკითხავს, ხანში შესულია, არ შეუძლია წაიკითხოს რაღაც - არავის ამართლებს სლოგანის დონეზე რაღაცების დაჯერება ან არ დაჯერება“, - განაცხადა მდინარაძემ.მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონში ათასჯერ მეტი მსგავსებაა ამერიკულ ანალოგთან, ვიდრე რუსულთან და ამერიკული და რუსული კანონები მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე რომელიმე მათგანი ქართულს, რომელიც არცერთ შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715583904

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორებს კულისებშიც და ღიადაც იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ, მაგრამ ვსაყვედურობთ იმას, რაც გაუმჭვირვალე და დაფარულია - მდინარაძე

ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ, მაგრამ ისეც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ზედმეტად მიამიტურად იყოს ეს დახურულ კარს მიღმა. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ვიცით მათი ინტერესები, იციან ჩვენი ინტერესებიც. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ კულისებშიც და ღიადაც იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ, მაგრამ ვსაყვედურობთ იმას, რაც გაუმჭვირვალე და დაფარულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.„სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა შსს-მ ინფორმაცია, 20 დაკავებულ ადამიანში ორი ამერიკის მოქალაქეა და ერთი რუსეთის, ერთ-ერთი დაკავებული ვინაობას არ ამხელს. წინა შემთხვევაშიც ერთი რუსეთის მოქალაქე იყო. რა ხდება? როგორი თანხვედრები ხდება? ლიაკა ხოშტარიას დაფინანსების არ იყოს, სად ხდება თანხვედრა. ამას ემსახურება სწორედ გამჭვირვალობის კანონი და ამას მოემსახურება“, - აღნიშნა მდინარაძემ.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არცერთი რეალური არგუმენტი თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული, არავის წარმოუდგენია.„გამჭვირვალობის კანონი რამე პანაცეა კი არ არის ან ამოჩემება ვიღაცის. ბევრ რაღაცაზე, შეიძლება ყველაფერზე ვერა, მაგრამ გასცემს ძალიან კონკრეტულ პასუხს. ჩემო მეგობრებო, იქ რომ დგახართ, ეს კითხვები დაუსვით საკუთარ თავს. სულ რომ მართლები იყოთ, ჯერ არ შეიძლება მართალი იყოთ, როგორ შეიძლება ეს კანონი რუსული იყოს, ერთია არგუმენტი ვერ მოიტანა ვერავინ, მაგრამ რაღაც სწამს ადამიანს, რაღაც რწმენით იბრძვის, ვის გვერდით იბრძვით, ამაზე ხომ უნდა დაფიქრდეთ „ნაცის“ გვერდზე რუსეთის წინააღმდეგ რანაირად იბრძვით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1715583216

ჩვენ ოპოზიციასთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, დაველაპარაკებით პირდაპირ მათ დავალების მიმცემებს - ეს ხალხი არ ვარგა ოპოზიციად, ჩვენ გველაპარაკეთ - მდინარაძე

ჩვენ ოპოზიციასთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, დაველაპარაკებით პირდაპირ მათ დავალების მიმცემებს - ეს ხალხი არ ვარგა ოპოზიციად, ჩვენ გველაპარაკეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო დგას ევროპის გზაზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.„კი ხედავთ რა ოპოზიცია გვყავს. ჩვენ აღარ გვაქვს ამ ოპოზიციასთან სასაუბრო, მაგრამ მათ მხარდამჭერებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებით. ამათ რაღატომ ველაპარაკოთ, დაველაპარაკებით მათ დავალების მიმცემებს, მეგობრებს და ა.შ. ეს ხალხი არ ვარგა ოპოზიციადაც, გველაპარაკეთ ჩვენ. მეგობრები გერჩივნოთ აგენტებთან და უსუსურ ოპოზიციასთან ლაპარაკს. ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან და ამიტომ, ჯობია გველაპარაკოთ ჩვენ, გულწრფელ მეგობრებს.კი ბატონო, ჩვენ თითის დაწკაპუნებაზე არ ვმოქმედებთ და არ ვიჯერებთ რასაც იტყვით თქვენ უაპელაციოდ არ ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ვადგავართ ევროპულ გზას. ყველა ნაბიჯი ევროპის გზაზე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიდგა. ნამდვილი, ჭეშმარიტი, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპა გვინდა და აი ამ ევროპაში მოვდივართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაზე მეტად ვიქნებით, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ამისთვის მზად.ჩვენ ამერიკელ მეგობრებსაც ვეუბნებით, რომ მოდით, ეს მეგობრობა ნამდვილ მეგობრობას დავამსგავსოთ, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას და ვიზალიბერალიზაცია, ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, გაგვიხსენით ეს ყველაფერი და ფული რაში იხარჯება თქვენგან იყოს გამჭვირვალე. მერე ეს თქვენი დაფინანსებული ხალხიც ვეღარ გაბედავს, რომ 3 მლნ დახარჯოს სოფლის მეურნეობის პროექტებში და 30 მლნ მავნებლობაში. ვეღარ გაბედავენ იმიტომ, რომ ეს დასადეკლარირებელი იქნება და ეს იქნება პრევენციაც, სუვერენიტეტის განმტკიცებაც, პარტნიორებს შორის უფრო სუფთა, ნამდვილი პარტნიორული ურთიერთობების გამყარება“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.