ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1714160921

VIDEO: ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს - ნახეთ, ემოციური კადრები

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს. „და მე ვთქვი, დიახ“, – წერს ლიზი და გამომწერებს ემოციურ კადრებს უზიარებს.ნახეთ კადრები: ⬇️ 

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1684609305

როგორ გამოიყურებოდა ლიზი ქონიაძე წლების წინ - ნახეთ ფოტოები

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს რეალითი შოუმ წარმატება ნამდვილად მოუტანა. ლიზი ფართო საზოგადოებამ გაიცნო და ახლა უკვე, სხვა შოუებშიც აქტიურად იწვევენ.ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ის წლების წინ.

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1682490084

ნახეთ, როგორ აღნიშნა ლიზი ქონიაძემ 21 წლის იუბილე (ფოტოები)

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, ლიზი ქონიაძე იუბილარია. როგორც ირკვევა, 21 წლის აღსანიშნავად ის მეგობრებთან ერთად იტალიაში, ქალაქ მილანში გაემგზავრა.

ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1682275760

„შეპყრობილი ვარ შენით...“ - რა საჩუქარი მიიღო ლიზი ქონიაძემ (ფოტოები)

ფოტომოდელმა და ინფლუენსერმა ლიზი ქონიაძემ ულამაზესი ვარდების თაიგული მიიღო საჩუქრად. ფოტოებს იგი გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს. „შეპყრობილი ვარ შენით... ყოველთვის ლამაზია...ბრწყინავ...“, - უწერენ გამომწერები კომენტარებში. 

ლიზი

ტაბლოიდი 1680200919

„ჩემი პირველი სიყვარული“ - ლიზი ქონიაძეს ავტომობილი აჩუქეს

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ავტომობილი აჩუქეს. ლიზიმ ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის პირველია. „ავტომობილი ოჯახის საჩუქარია, ყველამ ერთად ვიყიდეთ. ძალიან გახარებული ვარ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედი. დიდი ხანია, მინდოდა მანქანა მყოლოდა. კარგად ვმართავ, ძალიან კომფორტულად ვარ უკვე საჭესთან. სამი გამოცდა ჩავაბარე, ქალაქის, მოედანი და თეორია, შესაბამისად, კარგად შემომესწავლა (იცინის). ჩემი აზრით, კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ქალაქის გამოცდა დაამატეს. მართლა სხვანაირი გამოცდილებაა, თავად ხვდები, რა გელოდება.“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ლიზი ქონიაძე.

nazgaidze

ტაბლოიდი 1677872288

უცნობი გოგონა და გიორგი ნაზღაიძის გასაიდუმლოებული მოგზაურობა - ნახეთ, ფოტოები

გიორგი ნაზღაიძე ცივ მარტს თბილ ქვეყანაში ატარებს. თუმცა, მოგზაურობის ადგილს, პირველად ასაიდუმლოებს. ეს მხოლოდ ერთადერთი რამ არ არის, რასაც ის საჯაროდ არ ამხელს. სოციალურ ქსელში შეგნებულად არ დებს გარემოცვის ფოტოს. თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ორი ფოტო - გიორგისთან ერთად უცნობი გოგონა ისვენებს. ნაზღაიძეს ვერაფერი დავაცდენინეთ. ეს კი უკვე საეჭვოა. ჩვენი ინფორმაციით, კი ეს გოგონა ბიზნესვუმენია. მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.გიორგი "პრაიმტაიმთან" პატარა კომენტარს აკეთებს."არ ვამბობ, სად ვისვენებ. ბევრი კი მეკითხება, მაგრამ ვასაიდუმლოებ. ასევე ბევრი შეკითხვა მომდის, დავშორდი თუ არა ლიზი ქონიაძეს? კიდევ აქვთ ეჭვი, რომ განსაკუთრებით ვმალავ ახალ ურთიერთობას. მაგრამ იმედს გაგიცრუებთ, ძალიან პირადულზე არ ვსაუბრობ... ჩემს გარემოცვაზეც ვერაფერს გეტყვით," - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

ლიზი გიორგი

ტაბლოიდი 1673261615

გიორგი ნაზღაიძე და ლიზი ქონიაძე ერთად ისვენებენ (ფოტოები)

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეები, ლიზი ქონიაძე და გიორგი ნაზღაიძე ერთად ისვენებენ. ერთობლივი ფოტოები გიორგიმ საკუთარ Instagram-ზე, ბუდაპეშტიდან გამოაქვეყნა.ჭორები მათ რომანზე პროექტიდან დაიწყო. მათი გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან და კარგი წყვილი იქნებოდა. 

nazgaidze

ტაბლოიდი 1670355347

"სექსუალური, ლამაზი, ჭკვიანი და მიმზიდველი გოგოა... იდეალური წყვილი ვართ" - გიორგი ნაზღაიძე ლიზი ქონიაძეზე კომენტარს აკეთებს

ლიზი ქონიაძის და გიორგი ნაზღაიძის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფოტოს აქებენ და წყვილს გულშემატკივრობენ."ძალიან კარგი წყვილი იქნებოდით" - ეს არის კომენტარი, რომელიც ამ ფოტოს ყველაზე დიდი სიხშირით აწერია. თავად პრაიმჰაუსელებს საზოგადოების სურვილი ღიმილს ჰგვრის. გიორგი კი "პრაიმტაიმის" მკითხველს შეკითხვაზე, მართლა რა ხდება თქვენს შორის, ასე პასუხობს.გიორგი ნაზღაიძე: მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და იქ გადავიღეთ ფოტოები. ვაღიარებ, კარგი ფოტოა, იდეალური წყვილი ვართ. პატრიკიც იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩამოჭრილია, ხელი შეგვიშალა. კადრს აფუჭებდა. ხალხს ჰგონია, რომ წყვილი ვართ და ურთიერთობას ვმალავთ. შენ და ლიზი, შენ და ლიზიო - მეც მწერენ პირადში. აღარც სჯერათ, რომ მეგობრები ვართ. ლიზი ჩემთვის ძვირფასი მეგობარია. სექსუალური, ლამაზი, ჭკვიანი, მიმზიდველი გოგოა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის უბრალოდ მეგობრობაში. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ.- მეგობრობა სიყვარულს ხელს უშლის?- მეგობრობა - მეგობრობაა. ვიღაც იტყვის, მეგობრობიდან იწყება ყველაფერიო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ მეგობრობაა.

ლიზი ქონიაძე

ტაბლოიდი 1668888120

ლიზი ქონიაძე წამყვანის ამპლუაში - ნახეთ, რომელ შოუს წაიყვანს „პრაიმ ჰაუსელი“

პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე ლიზი ქონიაძე საფეხბურთო შოუ „ბეთბარის“ ახალი წამყვანი გახდა. ამის შესახებ „ბეთბარი“ გვერდი თავის ოფიციალურ გვერდზე წერს და ქონიაძის ახალ ფოტოს აქვეყნებს.  

ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1668494574

VIDEO: „რასაც ვერ და არ გავაკეთებ, ეს არის...“ - რას ამბობს ლიზი ქონიაძე პირადზე

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, ლიზი ქონიაძე ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ ზონის მატებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ მომატებულ კილოგრამებს არ ებრძვის და ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ლიზი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ამბობს, რომ დიეტებს რეკომენდაციას არ უწევს და თავადაც არ ჰქონია მცდელობა, გახდომის ამ მეთოდისთვის მიემართა.„პირველ რიგში, შენ უნდა სცე პატივი შენს სხეულს რომ სხვამაც დაგაფასოს…” - ამბობს ლიზი.ნახეთ ვრცლად ↓

ჰაუს

ტაბლოიდი 1665949977

VIDEO: ავთო ჯაფარიძე და ბეატრის გაზდელიანი ერთად გამოჩნდნენ

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონაწილე, რომელმაც გიორგი ნაზღაიძესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო პროექტი დატოვა, ავთო ჯაფარიძეა.პროექტში ავთოსა და თეო კოჭლამაზაშვილის წყვილი მალევე ჩამოყალიბდა და საზოგადოებამ შეიყვარა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეალითი შოუს მიღმა მათმა ურთიერთობამ გავითარება ვერ ჰპოვა. ცნობილია, რომ „პრაიმ ჰაუსში“ ავთომ სასიყვარულო წერილი ლიზი ქონიაძესაც მისწერა, რაც ბევრი მონაწილისთვის და პირველ რიგში თეოსთვის ძალიან საწყენი ფაქტი აღმოჩნდა. განვითარებულ მოვლენებს სასიყვარულო სამკუთხედი ეწოდა.მსგავსი ვითარებაა რეალითი შოუს მეორე სეზონშიც, სადაც ევასა და კოსტას წყვილიც გამოიკვეთა, თუმცა, როგორც გულგატეხილი ევა ამბობს, მათ შორის ბეატრისი ჩადგა და რამაც საბოლოოდ, მათი დაშორება განაპირობა.ამჯერად, ავთო ჯაფარიძე და ბეატრის გაზდელიანი ერთად გამოჩნდნენ. ავთომ მათი ვიდეო Insragram-სთორიში ატვირთა. ჯერჯერობით უცნობია, რა ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. 

ლიზი

ტაბლოიდი 1657221753

Exclusive: "ჩემი რჩეული არის ეს ბიჭი..." - ვის შესახებ საუბრობს "პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილე ლიზი ქონიაძე

რეალითი შოუს "პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილე ლიზი ქონიაძე "პრაიმტაიმს" ესაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტში მისი რჩეული პატრიკია. სურს, რომ გამარჯვებული ის გახდეს. "პროექტმა ჩემს ცხოვრებას ყველაზე ძვირფასი რამ შესძინა - ეს ჩემი გულშემატკივრები არინა. მწერენ, რომ შენგან ბევრს ვსწავლობ, ბევრს ვიღებო, ესენი ჩემზე ბევრად პატარები არიან და ძალიან სასიამოვნოა. ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ "სინგლი" მაქვს ჩაწერილი და ხალხი მაინც მცნობდა. ბავშვები ქუჩაში ფოტოების გადაღებას მთხოვენ და გულახდილ ემოციებს გამოხატავენ. ეს ყველაზე მაგარი რამ არის, რაც "პრაიმ ჰაუსმა" მომცა. მაყურებლის თვალით დანახული პროექტი, ძალიან დაძაბულია. ძალიან მინდა, რომ "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული პატრიკი გახდეს, ამ პროექტში ჩემი რჩეული ეს ბიჭია.  ბევრი კომპანია მიკავშირდება, საჩუქრებს მიგზავნიან და მთავაზობენ, რომ ვიყო ინფლუენსერი, თუმცა მე უფრო გლობალურ შემოთავაზებას ველოდები." - ამბობს ლიზი ქონიაძე.