კახა კალაძე

პოლიტიკა 1715600694

მეგობრებო, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - კახა კალაძე

„იქ საღად მოაზროვნე  ადამიანებიც არიან და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს“, - ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის  მონაწილეებზე ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ, გავა დრო, მე არ ვსაუბრობ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე  და რადიკალური ოპოზიციის  ახალგაზრდებზე, მაგრამ  საღად მოაზროვნე  ადამიანებიც არიან იქ და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს?  აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი, ეს ძალა და ენერგია  უნდა გამოვიყენოთ  ქვეყნის გასაერთიანებლად.დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ, დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებთ და შევძლებთ იმასაც, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დასრულდა

პოლიტიკა 1715598782

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დასრულდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს გაეცნო.აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია.„აქ 36 ოჯახი ცხოვრობდა. შედგა მათთან მოლაპარაკება. დროებით გავიყვანეთ ქირით და ხარჯებს მთლიანად მუნიციპალიტეტმა ფარავს. რაც შეეხება პროექტს, კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად, მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში შიდა სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ. ოქტომბერში კი, ეს 36 ოჯახი შეძლებს, მოწესრიგებულ და გარემონტებულ სახლებში იცხოვროს. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ასეთი შენობა ჩანაცვლდეს ახალი ნაგებობით. მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.საცხოვრებელი სახლის ძირითადი კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, მე-7 სართულზე მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის მოწყობა, ლესვის სამუშაოები, გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები.ახალი საცხოვრებელი კორპუსი 90-ბინიანია. მათგან 36 ერთეული  გარემონტებული გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 ერთეული ბინა, თეთრი კარკასის კონდიციაში და 7 ერთეული ავტოსადგომი გათვალისწინებულია მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1715597143

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას - კახა კალაძე

„მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, პროტესტის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რაც ასახულია ვიდეომასალებშიც.„ჩვენ ვნახეთ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რატომ სხვა ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც ის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ისროდა ბოთლებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ეს არ არის სწორი. ასევე, ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. თუ გაქვს რაიმე პროტესტი, შეგიძლია ეს ნორმალური ცივილური ფორმით გამოხატო. ამაში ხელს არავინ უშლის ადამიანებს, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს ამის უფლება. იქ იყო უამრავი ადამიანი, ვინც აპროტესტებდა კანონის ფარგლებში და აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებას, რაც აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიციას ესროლო ბოთლი, ქვა, შეასხა წიწაკის სპრეი, მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამას მოჰყვება რეაგირება. მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კალაძე

პოლიტიკა 1715596248

ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენს.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.„დასავლეთის მხრიდან კრიტიკას რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს და არგუმენტირებულად ისაუბროს. ცხადია, რომ არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს. როდესაც შენ თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, როდესაც არის ნაცრის თვალებში შეყრის მცდელობა, ეს ძალიან დამაზიანებელია.პირველ რიგში, ეს ადამიანები აზიანებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენს მსვლელობას, დისკრედიტაციას უწევენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ევროპულ მომავალს თავიანთი განცხადებებით. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოცემულია და ვერაფერმა და არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე

პოლიტიკა 1715596016

როგორ შეიძლება მე, ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი, წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს.როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია.„არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არაფერმა შეუშალოს.„ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძე

პოლიტიკა 1715594557

თავისით არ მოქმედებს. რასაც დაუწერენ და დაავალებენ, იმას გააკეთებს და დაწერს - კალაძე პრეზიდენტზე

პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან მოისმინოს ნებისმიერი არგუმენტი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.„პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და დაწერს. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვეტოს დადების ვადებს, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება - ვეტოს დადება.ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები და როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან შენიშვნები. თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იქნეს აღნიშნული კანონი მიღებული, ამას მოვისმენთ. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში არგუმენტი ვერ მოვისმენთ და ალბათ, ვეტოს ფარგლებშიც, კონკრეტიკა არ იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღნიშნული კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ რომ დეკლარაციები წარადგინონ, ეს რატომ უნდა იყოს ცუდი? ჩვენ მაინც მზად ვართ არგუმენტების მოსასმენად“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძე

პოლიტიკა 1715538129

არ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს დემოკრატიასთან, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან, პირიქით, მგონია, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია - კახა კალაძე

გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ეს ყველაფერი ასე იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, რასაც რადიკალური ოპოზიცია კანონპროექტზე აცხადებს, ეს გარედან მართული პროცესია.„ზოგადად, არ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს დემოკრატიასთან, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან, პირიქით, მგონია, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიულობისა და ევროპულობის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ეს ყველაფერი ასე იყო. ამ რწმენით ვარ დღესაც. მივესალმები ამ ყველაფერს. შესაბამისად, ჩვენ რასაც ვისმენთ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, ეს არის გარედან მართული პროცესები“, - აღნიშნა კალაძემ.

თავდაცვა

საზოგადოება 1715425448

თავდაცვის მინისტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველო, წელს პირველად, უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო.ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა და არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.„ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1715417262

ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დამსწრე საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებსა და საქართველოს მოსახლეობას, ეს დღე მიულოცა.კახა კალაძის თქმით, საქართველო თავისი თვითშეგნებითა და ღირებულებებით ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და რაც შეიძლება მალე გახდება ევროპული ოჯახის წევრი.„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“! - ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით, საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.ბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მე მინდა მას მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მე მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილი და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ჰქონდა ახსნა. იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება იქნება ის გუნდი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება.„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და ჩვენს გუნდს. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე

პოლიტიკა 1715417046

მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია - კახა კალაძე

მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები და მაშინ ჩვენს ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, საქართველო დაიჩაგრა და ამას არ ჰქონდა ახსნა, ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.თბილისის მერის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ღირსეულად აგრძელებს სვლას ევროპისკენ.„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ამ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.ბატონმა ელჩმა ბრძანა, თქვენს გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილები და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ამას არ ჰქონდა ახსნა, რატომ, რადგან ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. არა ერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კალაძემ.

ევროპის დღე

პოლიტიკა 1715414347

წელს პირველად საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება.ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს.ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1715361232

კახა კალაძე: საჭიროა, შევიარაღდეთ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები, გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ქვეყნის წინაშე ეს ყველა ჩვენგანის ვალია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი სცენარის გამოძახილია.სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ენდობიან ნურავის, გადაამოწმონ ფაქტები და თავად გააკეთონ ანალიზი.„ნუ დამიჯერებთ მე, ნურც სხვას, დაუჯერეთ მხოლოდ ფაქტებს. ნახეთ, როგორც იმეორებს თბილისის ქუჩებში მიმდინარე აქციების სცენარი უკრაინული მეიდნის სცენარს (მექორწილე წყვილი, ფორტეპიანოზე დაკვრა, ტუჩსაცხიანი გოგონა, ყვავილები სპეცრაზმს და სხვ). ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რა წერია აკერმანის წიგნში, რომელიც სამოქმედო გეგმად გამოიყენება დღეს თბილისის ქუჩებში.რაც შეეხება აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მინდა, იცოდეთ, რომ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ძალადობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი ფულით ფინანსდებიან. ასევეა ხაზარაძის დაფინანსებული ორგანიზაცია „ჯენზი“. სწორედ ამ ორგანიზაციების აქტივისტი ახალგაზრდები წარმოადგენენ აქციების ძირითად ბირთვს. აღარაფერს ვიტყვი იმ რევანშისტ მოძალადე პოლიტიკოსებზე, რომლებიც წლებია ოცნებობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რათა ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში,“- აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელიმე უცხო ძალამ მართოს საქართველო და დააყენოს ქვეყანა საფრთხის წინაშე.„მეგობრებო, დღეს საჭიროა შევიარაღდეთ მხოლოდ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ამ ქვეყნის წინაშე.როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჩემი მხრივ გაძლევთ პირობას, სწორედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტთ ქვეყნის ბედს, მის მომავალს და არა ის ბნელი ძალები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის დათესვას და ამ ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ. არავის მიეცემა შესაძლებლობა რომელიმე უცხო ქვეყნის ძალამ მართოს ჩვენი ქვეყანა და იგივე პროცესები განვითარდეს, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება.კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, კიდევ უფრო დამოუკიდებლები, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ღირსებით. ჩვენი ძლიერი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი იდენტობით გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.