ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1708710340

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც მარტში სირთულეები შეხვდებათ

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც მარტში „შავი“ ზოლის გამო დაზარალდებიან. მათ შეექმნებათ სირთულეები, რომელთა გადალახვაც მოუწევთ.თევზითევზებს შესაძლოა სერიოზული უთანხმოება ჰქონდეთ საყვარელ ადამიანებთან. თუ თქვენ განაწყენდით (ან სხვას აწყენინეთ), მაშინ დროა ბოდიში მოიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყენა მხოლოდ დაგროვდება და ერთ მომენტში ყველა ჩამოგშორდებათ. თქვენ რისკავთ სრულიად მარტო დარჩენას. მაშინ გაცილებით რთული იქნება ურთიერთობების დამყარება სხვასთან.კირჩხიბიკირჩხიბებსაც პრობლემები ექნებათ, მაგრამ მათ მეორე ნახევართან. შესაძლოა, ღალატის მომსწრე გახდეთ, ან ვინმემ მოგახსენოთ ეს უსიამოვნო ამბავი. ემოციებს ვერ შეიკავებთ, ამიტომ მაშინვე პარტნიორთან საქმის დალაგებას დაიწყებთ. ყვირილი არ უშველის მწუხარებას. ან დაიმშვიდეთ თავი და მშვიდად მოაგვარეთ პრობლემები, ან მიეცით დრო, რომ გაცივდეთ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.მერწყულიმერწყულს შესაძლოა სამსახურში გაუჭირდეს. შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, რომელიც კარიერას დაგინგრევთ. შესაძლებელია უსიამოვნო საუბარი უფროსებთან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ უფრო ფრთხილად იყოთ, თუ არ გსურთ სამსახურის დაკარგვა.ასევე ნახეთ:"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანიხვალიდან ამინდი შეიცვლება და ტემპერატურა მოიმატებს - ნახეთ, განახლებული პროგნოზიVIDEO: ნახეთ, დანაშაულის შემაშფოთებელი ფარული კადრები, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 270 ადამიანი

policiis lenta

სამართალი 1708689648

„12 წლის დის თვალწინ მოკლა მამა...“ - ახალი დეტალები გლდანში დატრიალებული ტრაგედიიდან

თბილისში, გლდანის რაიონში კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ის წარსულში ნასამართლევია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.ადგილობრივების ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცველებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“,- აცხადებს მეზობელი.ასევე ნახეთ:"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი„სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები გოგოს ოჯახის წევრს გაუგზავნა“ - ბრალდებული დააკავესVIDEO: ნახეთ, დანაშაულის შემაშფოთებელი ფარული კადრები, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 270 ადამიანი

ოთარ რამიშვილი

საზოგადოება 1708682566

„ჩვენი აივნის წინ თუთის ხე იყო და ზუსტად ეს აივანია, საიდანაც მამამ ჩვენი მეზობელი გოგონა შენიშნა...“ - მიხეილ რამიშვილი მამასა და ბავშვობაზე

„შენი ინტერიერი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომელიც იხსენებს ბავშვობის სახლს, სადაც მის მამას, ოთარ რამიშვილს მუსიკალური სკოლა/სტუდია ჰქონდა გახსნილი და თაობებს ზრდიდა… მიხეილ რამიშვილს თავადაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული და საუკეთესო ალტისტია… მისი მეუღლე ცნობილი მევიოლინეა, ქალიშვილი ლიზა რამიშვილი კი –  მსოფლიოში სახელგანთქმული ჩელისტი… მეორე შვილი, ლუკა რამიშვილი კი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია ფარიკაობაში და ოჯახურ ტრადიციასაც არ არღვევს – გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს ისე, რომ როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, ნოტებიც არ იცის… ასე რომ, რამიშვილების სახლში ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი მუსიკალური ინსტრუმენტია…გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან– გიამბობთ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარე სახლზე, რომელიც ბაბუაჩემმა და მისმა ძმამ, აკადემიკოსმა და ცნობილმა მევენახემ მაქსიმე რამიშვილმა ააშენეს. ამ სახლში ვცხოვრობდით რამიშვილები და იყო ძალიან დიდი. ისეთი კომფორტული განლაგება ჰქონდა, დღემდე მახსოვს… სახლში იყო გაერთიანებული უდიდესი სივრცის ოთახი, სადაც დიდი სტუმრიანობა გვქონდა. ასევე დიდი სამზარეულო, სადაც ვიღებდით სტუმრებს და იწყებოდა 24-საათიანი ქეიფი…მამაჩემს ამ სახლში ჰქონდა პატარა მუსიკალური სკოლა/სტუდია, სადაც თაოებები გაიზარდნენ და მეც ვმონაწილეობდი მოწაფეების აღზრდაში.ყველაზე კარგად რაც მახსოვს – ისეთი მაღალჭერიანი სახლი გვქონდა და ოთახებს ისეთი განლაგება ჰქონდა, რომ სიმყუდროვის შეგრძნება ყველა კუთხეში იგრძნობოდა.როცა წამოვიზარდეთ და ინტერიერის შეცვლა გადავწყვიტეთ, ერთ რამეს მივხვდით – ისეთი კარგი გაკეთებული იყო, რომ აზრი არ ჰქონდა რაიმეს შეცვლას. ერთადერთი დეტალი შევცვალეთ. ჩვენს სახლს ქუჩის მხარეს ჰქონდა მხოლოდ აივანი და ჩვენ ეზოს მხარესაც გავაკეთეთ… იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ჩვენი სახლის საქეიფო ოთახს კიდევ 35კვ/მ ფართის აივანი დაემატა.ჩვენი აივნის წინ თუთის ხე იყო და ზუსტად ეს აივანია, საიდანაც მამამ ჩვენი მეზობელი გოგონა შენიშნა და ეს იყო ოთარ რამიშვილის აივნიდან დანახული “თუთის ხესთან მდგომი გოგო”…არასდროს ჩვენს სახლს დარაბები არ ჰქონია და ძალიან სასიამოვნო, სტუმართმოყვარე, ღია ატმოსფერო სუფევდა… მახსოვს, ჩემი ან მამას დაბადების დღე რომ იყო, დაახლოებით 150 ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. ამ ოთახში იდგა როიალი და იქ მხოლოდ ქეიფი და სმა კი არა, ცხივრების აკადემია ისწავლებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს სახლი გავყიდეთ და ჩვენ, ძმები, ცალ-ცალკე დავსახლდით. თუმცა იმ სახლზე, კავსაძის ქუჩაზე, არის მემორიალური დაფა მამაჩემის, ოთარ რამიშვილის შესახებ… “ამ სახლში ცხოვრობდა ოთარ “კვაჭიჭო” რამიშვილი”…– ბატონო მიხეილ, როიალი ახსენეთ და გკითხავთ – ალბათ, თქვენი სახლის ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი იქნებოდა არაერთი მუსიკალური ინსტრუმენტი…– ჩემი უფროსი ძმა თბილისის კონსერვატორიის ჯაზის კათედრის დეკანია და ბავშვობიდან ფორტეპიანოს ხმა მესმოდა. შოპენი, შტრაუსი იავნანასავით ჩამესმოდა. პარალელურად, რა თქმა უნდა, გიტარა, რადგან მამაჩემი გიტარაზე უკრავდა და მათი ერთობლივი შესრულებაც მომისმენია. მე კი ბავშვობაში მევიოლინეს რომ დავინახავდი, ავიღებდი ღომის საზელ ჯოხებს და ერთმანეთზე ვუხახუნებდი. ამიტომ ნიჭიერთა ათწლედში ვიოლინოზე შემიყვანეს. შემდეგ კი კონსერვატორია დავამთავრე და ერთ-ერთი საუკეთესო ალტისტი ვიყავი (ალტი ცოტა დიდი ზომის ვიოლინოა). ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ პროფესია შევიცვალე. თუმცა ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მუსიკალური მიმართულებით დიდ სიურპრიზს ვუმზადებ საზოგადოებას.– თქვენი ძმების და მამის მუსიკალურ ცხოვრებაზე საუბრობთ და აქვე მინდა ისაუბროთ თქვენს ქალიშვილზე – ლიზა რამიშვილზე, რომელიც ჩელოს ვირტუოზია და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი… ალბათ, ჩელოსაც განსაკუთრებული ადგილი აქვს თქვენს სახლში …– ჩვენს ოჯახში სულ მუსიკა, კლასიკა ისმოდა… ჩემი მეუღლე მევიოლინეა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში მოღვაწეობს. მეც ალტისტი… აქეთ გიტარა, იქით როიალი და ერთი ინსტრუმენტის დამატება გვინდოდა კვარტეტის შექმნისთვის. ამიტომ როცა ლიზა წამოიზარდა, გადავწყვიტეთ, ჩელოზე შესულიყო… როცა პირველად მამამ მოისმინა, ასეთი რამ მითხრა – დაიმახსოვრე, ლიზა ისეთი მუსიკოსი იქნება, ყველა რამიშვილს გვაჯობებსო. წაიკითხეთ სრულადასევე წაიკითხეთ:დაგჭირდებათ მარილი და შაქარი - რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად და გასამყარებლად"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანიმოემზადეთ ხვალისთვის! - „აანთეთ სანთელი, ჩართეთ მუსიკა და წარმოიდგინეთ ყველაფერი რაზეც ოცნებობთ“

პოლიცია ლენტა

სამართალი 1708681541

გლდანში შვილმა მამა მოკლა

თბილისში, გლდანის რაიონში კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ის წარსულში ნასამართლევია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.ასევე ნახეთ:"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანიხვალიდან ამინდი შეიცვლება და ტემპერატურა მოიმატებს - ნახეთ, განახლებული პროგნოზიVIDEO: ნახეთ, დანაშაულის შემაშფოთებელი ფარული კადრები, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 270 ადამიანი

ჩიქოვანი

სამართალი 1708681319

"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი

ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატომრობაში რომ ვართ,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბრალდებულის ჩვენებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.სხდომაზე ვახტანგ ჩიქოვანმა და კიდევ ორმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც ოქროს მოწმისთვის - გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს.სამივე მათგანს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისთვის, ვაჟა ფუხაშვილისთვის ერთი სათქმელი ჰქონდათ - საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამოეტანა, თუმცა, იქვე დასძინეს, რომ აღნიშნულის მოლოდინი არ აქვთ.„იმედი მაქვს, სწრაფი და ეფექტიანი იქნება ეს პროცესები. [გურამ ამირხანაშვილის] 5-ჯერ შეცვლილი ჩვენება როგორ მიიღო სასამართლომ, ამას ვერ ვხვდები. სასამართლოს პატივი რაზე უნდა ვცეთ? ჩვენ არ გვცემენ პატივს, ჩვენ უფლებებს არღვევენ, სულ არ მინდა ადვოკატი მყავდეს, სამართლიანი სასამართლო ჩამიტარეთ და ევროკონვენციაზე რომ წამიკითხეთ, იმ სტანდარტებით გამასამართლეთ და არა იმით, რაც წინაზე გვაქვს ნანახი. ვერ ვხვდები, ჩვენ მიმართ რატომ არის სასამართლო ასეთი არასამართლიანი? მოწმე ამბობს არ გავუტაცებივართ, ჩემით ჩავჯექი მანქანაშიო და ჩვენ მაინც ციხეში ვართ. მერე პრეტენზია გაქვთ, უპატივცემულოდ რატომ იქცევითო. რითი დაიმსახურა მოსამართლემ ვინც გაგვასამართლა, ან პროკურომა ჩვენი პატივისცემა? ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ. ეს საქმე ხელახლა უნდა იყოს გამოძიებული, სულ არაა იურიდიული განათლება საჭირო, რომ ვერ მიხვდე, ამ საქმეში რა სისულელე ხდება.ერთი მოწმე არ გყავთ, ვინც ხელს დაგვადებს, რომ [გიორგი შაქარაშვილი] მოვკალით. ერთი მტკიცებულება მომიტანეთ? ვერ ვხვდები, 4 წელი რატომ ვიმყოფები ციხეში. ვერ ვხვდები ასეთი უსამართლოები რატომ უნდა იყოთ? ასე არ უნდა გექცეოდეს სასამართლო, სასამართლო თვითონ ქმნის ადამიანებს დამნაშავეებად, ასე ხალხს არ უნდა ექცეოდეთ. თქვენც, ბატონო მოსამართლევ, შესაძლოა, ჩემი ტოლი შვილიშვილები გყავდეთ და შეიძლება დაიჭირონ უსამართლოდ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.წყარო IPN

გიორგი შაქარაშვილი

საზოგადოება 1707569103

დღეს შაქარას დღეა... - ფეხბურთელი 23 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დღეს 23 წლის გახდებოდა. გარდაცვლილი შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგის დედა აქვეყნებს.„შეუსრულებელი 23“ - წერს გიორგი შაქარაშვილის დედა.2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდადებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვანებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

გიორგი შაქარაშვილი

საზოგადოება 1687155504

„ჩემო მოუშუშებელო ტკივილო...“- გიორგი შაქარაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვასწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა, თამუნა შალვაშვილი ემოციურ პოსტს წერს: „3 წელია ვუმკლავდები უშენობას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო.“ასევე ნახეთ:👉 „როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო…“ - 3 წელი შაქარას მკვლელობიდან და მეგობრის გახსენება👉 „... ასეთი ორშაბათი გვაქვს დღეს, რომელიც სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდება!“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება👉 VIDEO: კრიმინალური გარჩევა ძმებს შორის - ბათუმში მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი და დაკავებული 8 პირი👉 როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

შაქარას მეგობარი იხსენებს

საზოგადოება 1687153465

„როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო…“ - 3 წელი შაქარას მკვლელობიდან და მეგობრის გახსენება

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვასწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული წლები.გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა ბექამ, რომელიც ამავდროულად მისი გუნდელი იყო, შაქარას დარიგება გაიხსენა. „შაქარა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან რელიგიური ადამიანი. როცა გუნდელები ვიყავით, სულ ერთად ვიყავით. ასეთი რაღაც მითხრა, დარიგება მომცა, სანამ ვარჯიში დაიწყებაო, ან როცა თამაში გექნებაო, გასვლამდე თქვი ეს სიტყვებიო: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ძალიან დაგეხმარებაო. ყოველთვის ამ სიტყვებს ვიძახი. ამ სიტყვებზე ყოველთვის შაქარა მახსენდება” – თქვა გიორგის მეგობარმა ბექა ფილფანმა.ასევე ნახეთ:👉 VIDEO: ატირებული დიასა, გოგონების მწვავე დაპირისპირება და კადრები, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა👉 VIDEO: კრიმინალური გარჩევა ძმებს შორის - ბათუმში მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი და დაკავებული 8 პირი👉 როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

გიორგი შაქარაშვილი

სამართალი 1681972934

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდადებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.აღნიშნული პირები მსჯავრდადებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვანებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.https://pog.gov.ge/news/giorgi-shaqarashvilis-mkvlelobis-saqmeze-uzenaesma-sasamarTlom-gamamtyunebeli-ganacheni-Zalashi-dato 

გიორგი შაქარაშვილი

საზოგადოება 1680032076

„მოუშუშებელი ტკივილი...“ - გიორგი შაქარაშვილის დედა შვილის უცნობ ფოტოს აქვეყნებს

2020 წელს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში გიორგის აქამდე უცნობ ფოტოებს ასაჯაროებს.თამუნა შალვაშვილი გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს:„მწარე მონატრება“. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი“…ცნობისთვის, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულება ტრაგიკულად დასრულდა.19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილი

საზოგადოება 1679905642

„მწარე მონატრება“ - გიორგი შაქარაშვილის დედა აქამდე უცნობ ფოტოებს ასაჯაროებს

2020 წელს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში გიორგის აქამდე უცნობ ფოტოებს ასაჯაროებს.თამუნა შალვაშვილი გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის ორ ფოტოს აქვეყნებს:„მწარე მონატრება“.„ჩემი მოუშუშებელი ტკივილი“…ცნობისთვის, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულება ტრაგიკულად დასრულდა.19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილი

საზოგადოება 1676014140

„არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება“ - გიორგი შაქარაშვილის დედა

გიორგი შაქარაშვილი დღეს 22 წლის გახდებოდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება... გაუსაძლისი უშენობა, გიო!“ - წერს თამუნა შალვაშვილი.ცნობისთვის, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულება ტრაგიკულად დასრულდა. 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.