ჩვილი

საზოგადოება 1680161674

დემოგრაფიული მაჩვენებელი საქართველოში შემცირდა - საქსტატმა 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა.აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 7.9 პროცენტით.2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა.2022 წელს რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს.2022 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ბავშვი

საზოგადოება 1663229600

2022 წლის ექვს თვეში საქართველოში 20 195 ბავშვი დაიბადა

2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა.ინფორმაციას ამის შესახებ  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი.2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).2022 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა.

გარდაიცვალა

ჯანდაცვა 1648644395

ბოლო სამ წელში საქართველოში 157 102 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში 157 102 ადამიანი გარდაიცვალა. 2019 წელს - გარდაიცვალა 46659 ადამიანი2020 წელს - გარდაიცვალა 50537 ადამიანი2021 წელს - გარდაიცვალა 59906 ადამიანი2020 წლის 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქსტატის ცნობით, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა.„2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი)”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კუბო

ომი უკრაინაში 1648637393

2021 წელს, საქართველოში 60 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

2021 წელს, საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.მათივე ცნობით, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა.„2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი)”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შობადობა

საზოგადოება 1648629557

2021 წელს საქართველოში შობადობა 1.2 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში დაბადებულთა რიცხოვნობამ 45 946 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა.მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 1.2 პროცენტით.საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 979 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 263 ბავშვი.„ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 38.0 პროცენტიდან 37.4 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 35.6 პროცენტი, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8 პროცენტიდან 26.4 პროცენტამდე გაიზარდა. 2021 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4 პროცენტიდან 27.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2 პროცენტიდან 69.2 პროცენტამდე გაიზარდა.კლება შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში. მათი წილი 4.4 პროცენტიდან 3.6 პროცენტამდე შემცირდა. 2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა.გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 17 922 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 874 კაცი.2021 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის და -13 960 ერთეულით განისაზღვრა.ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.„პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს. გასულ წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე“, – აცხადებენ საქსტატში.