ბიშიმბაევი

მსოფლიო 1715675294

24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის და ოჯახის ემოციები განაჩენის გამოცხადებისას - ნახეთ, კადრები

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა.44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში იყო ბრალდებული.რამდენიმე წუთის წინ, ყოფილ ჩინოვნიკს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მეორე ბრალდებულს, რესტორნის დირექტორს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაში იყო ბრალდებული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა.ნახეთ, ოჯახის ემოციები განაჩენის გამოცხადებისას. 

ბიშიმბაევი

სამართალი 1715629864

24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! - სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა

 ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა.44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში იყო ბრალდებული.რამდენიმე წუთის წინ, ყოფილ ჩინოვნიკს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მეორე ბრალდებულს, რესტორნის დირექტორს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაში იყო ბრალდებული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა.

სალტა

მსოფლიო 1715604124

VIDEO: სკანდალური სასამართლო დასრულდა - განაჩენი სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში იყო ბრალდებული.რამდენიმე წუთის წინ, ყოფილ ჩინოვნიკს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა . მეორე ბრალდებულს, რესტორნის დირექტორს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაში იყო ბრალდებული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.     საქმე იმდენად რეზონანსული იყო, სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.ცნობისთვის, სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე,ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში ინახებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა.მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული ბოლო 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო. სწორედ ამ ვიდეოებში ისმის ბიშიმბაევის ხმა, რომელიც აიძულებს სალტანატს, აღიაროს, რომ წლების განმავლობაში ცნობილი ბიზნესმენის საყვარელი იყო.კადრებში ჩანს, შიშველ ქალს როგორ ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს ბრალდებული.ამ თემაზე მასალები ნახეთ აქ:

ბიშიმბაევი

მსოფლიო 1715594641

გასაჯაროვდა კითხვები, რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა უპასუხონ - 31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმე

რამდენიმე საათში დასრულდება რამდენიმეთვიანი სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან თვალს ადევნებენ. საქმე ეხება 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, რომელშიც ბრალდებულია მისი მეუღლე, 44 წლის ყოფილი ჩინოვნიკი.სასამართლოზე მოსამართლემ გააჟღერა კითხვები, რომელიც წარედგინა ნაფიც მსაჯულებს ნუკენოვას სასტიკ მკვლელობაში ბიშიმბაევის ბრალის დამტკიცების შესახებ. ნაფიც მსაჯულებს 7 კითხვაზე მოუწევთ დადებითი ან უარყოფითი პასუხების გაცემა.სასამართლომ ნაფიც მსაჯულებს კითხვები წარუდგინა ბიშიმბაევთან დაკავშირებით ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით:1. დადასტურებულია თუ არა, რომ ყოფილმა ჩინოვნიკმა მეუღლეს,  2022 წლის 16 დეკემბრიდან 2023 წლის 9 ნოემბრამდე - 2023 წლის მარტში, აპრილში, ოქტომბერში, ასევე, 2023 წლის ზაფხულში ქალაქ ასტანაში, ქალაქ ალმატში, 31 წლის ნუკენოვას ტანჯვა მიაყენა სხეულის სხვადასხვა ნაწილსა და თავის არეში რეგულარული ცემით, ასევე, განახორციელა მასზე მორალური ტანჯვა, მისი პატივისა და ღირსების დამცირებით?2. დადასტურდა თუ არა, რომ მოპასუხე ბიშიმბაევმა ჩაიდინა ეს ქმედება?3. არის თუ არა დამნაშავე ბრალდებული ბიშიმბაევი ამ ქმედების ჩადენაში?4. დადასტურდა თუ არა, რომ დაზარალებულმა ნუკენოვამ ბრალდებულ ბიშიმბაევთან ერთად ცხოვრების მომენტიდან შეწყვიტა ფულის გამომუშავება და ფინანსურად მასზე დამოკიდებული გახდა?ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, ბიშიმბაევთან დაკავშირებით დაისვა შემდეგი კითხვები:1. დადასტურდა თუ არა, რომ 2023 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით, ლანჩის შემდეგ, რესტორან "ბაუში",  ნუკენოვა გარდაიცვალა დახურული თავის ტვინის დაზიანებით. მწვავე სუბდურული ჰემატომით მარჯვენა ფრონტტემპორალურ პარიეტო-კეფის მიდამოში, მარცხენა პარიეტო-კეფის მიდამოში, დისლოკაციის სინდრომის შემდგომი განვითარებით და ცერებრალური ნუშისებრი ჯირკვლების თიაქრით ფორამენ მაგნუმში, რამაც გამოიწვია ცენტრალური ნერვული ფუნქციის დარღვევა და შემდეგ შეწყვეტა. იყო თუ არა გულისა და სუნთქვის გაჩერება  სიკვდილის პირდაპირი მიზეზი?2. დადასტურდა თუ არა, რომ პირველ კითხვაში აღწერილ გარემოებებში დაზარალებული ნუკენოვა წინასწარ განზრახული ქმედებით მოკვდა?3. დადასტურდა თუ არა, რომ ბრალდებულმა ბიშიმბაევმა ჩაიდინა ეს ქმედება?4. არის თუ არა დამნაშავე ბრალდებული ბიშიმბაევი ამ ქმედების ჩადენაში?5. დადასტურდა თუ არა, რომ ბრალდებულმა ბიშიმბაევმა მოკლა ნუკენოვა, განზრახ მიაყენა მას დაუნდობელი ფიზიკური და მორალური წამება, მძიმე და ხანგრძლივი ტანჯვა, მიაყენა ნუკენოვას დიდი რაოდენობით სხეულის დაზიანება, დიდი ხნის განმავლობაში, არ აძლევდა წყალს და ძილის საშუალებას, ამცირებდა და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდა?6. დადასტურდა თუ არა, რომ პირველ კითხვაში აღწერილ გარემოებებში დაზარალებულს ნუკენოვას მიზანმიმართულად მიაყენეს მრავალი დარტყმა თავის არეში, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რასაც მოჰყვა მსხვერპლი?7. დადასტურდა თუ არა, რომ ბრალდებულმა ბიშიმბაევმა ჩაიდინა ეს ქმედება და არის თუ არა ბრალდებული ბიშიმბაევი დამნაშავე ამ ქმედებაში?ბიშიმბაევის ნათესავთან, გასტრო-ცენტრის დირექტორთან, ბაიჟანოვთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 432-ე მუხლით, ნაფიც მსაჯულებს დაუსვეს შემდეგი კითხვები:1. დადასტურდა თუ არა ქმედება, კერძოდ, 2023 წლის 9 ნოემბერს, რესტორან ბაუში, მისამართზე: ქალაქი ასტანა, დოსტიკის ქუჩა, კორპუსი 16P, მიღებული იქნა ზომები ჩადენილი დანაშაულის კვალის დასამალად, მის მიერ აღიკვეთა  სამთავრობო უწყების თანამშრომელთა რესტორანში შესვლა, გადაიკეტა VIP ჯიხურის შესასვლელი, დაიხურა რესტორანი, გათავისუფლდა რესტორნის პერსონალი, წაიშალა ვიდეო კადრები, გამოირთო რესტორანში ვიდეოკამერა, ნუკენოვას ტელეფონი სხვა ადგილას გადაიტანა და ქალის ტანსაცმელი შემოიტანა?2. დადასტურდა თუ არა, რომ ბრალდებულმა ბაიჯანოვმა ჩაიდინა ეს ქმედება?3. არის თუ არა ბრალდებული ბაიჯანოვი დამნაშავე ამ ქმედების ჩადენაში?ეს კითხვები ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში წარედგინა. გადაწყვეტილებას მოსამართლე და 10 მთავარი ნაფიცი მსაჯული მიიღებენ.სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დრო დამატებით გამოცხადდება, - განაცხადა ცოტა ხნის წინ  მოსამართლემ.ბიშიმბაევის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ყოფილ ჩინოვნიკს 25 წლიან პატიმრობას მიუსჯიან.ამ თემაზე ყველა ინფორმაცია ნახეთ აქ:

სალტა

მსოფლიო 1715588026

LIVE: რამდენიმე საათში დასრულდება სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან თვალს ადევნებენ

მოსამართლე აიჯან კულბაევა სათათბირო ოთახში გადავიდა ეროვნული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის წინააღმდეგ განაჩენის დასადგენად, რომელიც ბრალდებულია მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას სასტიკ მკვლელობაში.სასამართლოზე მოსამართლემ გააჟღერა კითხვები, რომელიც წარედგინა ნაფიც მსაჯულებს ნუკენოვას სასტიკ მკვლელობაში ბიშიმბაევის ბრალის დამტკიცების შესახებ. ნაფიც მსაჯულებს 7 კითხვაზე მოუწევთ დადებითი ან უარყოფითი პასუხების გაცემა.შეგახსენებთ, რომ ყოფილ მინისტრს კუანდიკ ბიშიმბაევს ბრალად ედება მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას წამება და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.დანაშაულის დამალვაში ეჭვმიტანილია მისი ნათესავი და რესტორნის დირექტორი, სადაც მკვლელობა მოხდა, ბახიტჯან ბაიჯანოვი.ბიშიმბაევის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ყოფილ ჩინოვნიკს 25 წლიან პატიმრობას მიუსჯიან.ყველა მასალა ამ თემაზე ნახეთ აქ:

სალტა

მსოფლიო 1715114111

"მათ არაფერი იციან მე და სალტას ცხოვრების შესახებ...“ - ყოფილი ჩინოვნიკის სკანდალური საბრალდებო სიტყვა

„არასოდეს არავისი სიკვდილი მნდომებია. არასოდეს, არცერთი წამით, არ მსურდა ჩემი ცოლის სიკვდილი. ასეთ შედეგს არ ველოდი“, - განაცხადა ბიშიმბაევმა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სხდომაზე. ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.როგორც ბიშიმბაევმა თავის გამოსვლაში თქვა, "დამნაშავეა, მაგრამ არა განზრახ მკვლელობაში". მისი თქმით, დაკავების მომენტიდან, ის მხოლოდ სიმართლეს ამბობს და არ უცდია პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.ბიშიმბაევმა მიმართა ნაფიც მსაჯულებს და მოუწოდა მათ „არ აჰყვნენ პროპაგანდას, რომელიც გაჩაღებულია  სოციალურ ქსელებში“.„დამნაშავე ვარ მისი ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში, რამაც გამოიწვია სიკვდილი გაუფრთხილებლობით. მე ვარ დამნაშავე, მაგრამ არა განზრახ მკვლელობაში“, - გაიმეორა ბიშიმბაევმა.მისი თქმით, ბრალი წაუყენეს „რეალური მტკიცებულების გარეშე“.„ჰკითხეთ საკუთარ თავს, დაამტკიცა თუ არა პროკურატურამ ჩემი დანაშაული განზრახ მკვლელობაში. ან დადასტურდა თუ არა ჩემი დანაშაული სალტანატის სისტემატურ წამებაში. როგორ შეიძლება ასეთი ბრალდების წაყენება რეალური მტკიცებულების არსებობის გარეშე?ვინც ეს გააკეთა, მათ იცოდნენ ჩვენი , მე და სალტას, ერთობლივი ცხოვრების შესახებ“, - მიმართა კუანდიკ ბიშიმბაევმა ნაფიც მსაჯულებს.მან მოუწოდა ნაფიც მსაჯულებს, იყვნენ „ობიექტურები, სამართლიანები და ჰუმანურები“ გადაწყვეტილების მიღებისას და არ გახდნენ „სიძულვილის და შურისძიების ბრმა იარაღი“.„ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვიყავი ადრე, არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობაზე ვიკავებდი. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვიმსახურებ მიუკერძოებელ და ობიექტურ სასამართლოს“, - განაცხადა ბიშიმბაევმა.კუანდიკ ბიშიმბაევის ბიძაშვილი, რომელიც ბრალდებული იყო, ბრალად ედება დანაშაულის დამალვას.გახმაურებულ საქმეზე, სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.ნაფიცი მსაჯულები განაჩენს რამდენიმე დღეში გამოიტანენ.

სალტა

მსოფლიო 1715110960

გასაჯაროვდა ვიდეოები, რომელიც ბრალდებულმა მკვლელობის დღეს გადაიღო - ახალი სკანდალური დეტალები გახმაურებული პროცესიდან

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა.მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო.სწორედ ამ ვიდეოებში ისმის ბიშიმბაევის ხმა, რომელიც აიძულებს სალტანატს, აღიაროს, რომ წლების განმავლობაში ცნობილი ბიზნესმენის საყვარელი იყო.კადრებში ჩანს, შიშველ ქალს როგორ ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს ბრალდებული.ცნობისთვის, გახმაურებული სასამართლო განხილვა უკვე დასრულდა და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები რამდენიმე დღეში გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.ამ თემაზე მასალები ნახეთ აქ:

სალტა

მსოფლიო 1714984432

LIVE: "თუ ღმერთი გწამთ..." - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკი საბოლოო სიტყვას ამბობს

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.სასამართლო განხილვა დასრულებულია. კუანდიკ ბიშიმბაევს განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ. ამ წუთებში ბრალდებული საბოლოო სიტყვას ამბობს." თუ ღმერთი გწამთ, კარგად გაიაზრეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. მე არ მინდოდა ჩემი მეუღლის მოკვლა. მე ის მიყვარდა. შემეძლო, სალტანატი გემატომის გასკდომის გამო მოკვდა, მე როგორ შემეძლო, ეს მცოდნოდა, გთხოვთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ..."- ამბობს 44 წლის კუანდიკ ბიშიმბაევი. გახმაურებულ საქმეზე სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.   ამ თემაზე მასალები ნახეთ აქ:

სალტა

მსოფლიო 1714686968

ყოფილი ჩინოვნიკის საბედისწერო შეცდომა! - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები სასამართლო დარბაზიდან

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია. ახლა, ადვოკატთა პაექრობა იწყება, განაჩენს კი ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.დებატებზე გამოსვლისას ბიშიმბაევის საქმის სახელმწიფო პროკურორმა თქვა, რა შეცდომა დაუშვა ბრალდებულმა კუანდიკ ბიშიმბაევმა.პროკურორმა აღნიშნა, რომ ნუკენოვას გარდაცვალება შეიძლებოდა დამდგარიყო ძლიერი დარტყმების შედეგად. ამასთან, ის, მიყენებული დაზიანებების შემდეგ, ნელ-ნელა კვდებოდა და არავინ ეხმარებოდა."ჩვენ ვუყურებდით, როგორ ოსტატურად იტყუებოდა ბიშიმბაევი, როგორ ცდილობდა , არ დაეშვა შეცდომა. თუმცა მისი უდანაშაულობის მთელი ვერსია მყისიერად დაინგრა, როცა მის მობილურ ტელეფონში იპოვეს სალტანატის წამების კარები. იმის გამო, რომ ის რეგულარულად აწამებდა და ამცირებდა მას, სიფხიზლე დაკარგა, და ,უბრალოდ,  დაავიწყდა ამ კადრების არსებობა“, - თქვა აიჯან აიმაგანოვამ.სახელმწიფო პროკურორის თქმით, თავად ბრალდებული შოკირებული იყო, როცა მიხვდა, რომ ეს ვიდეოები ტელეფონში შენახული ჰქონდა.  ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს და აწამებს ბიშიმბაევი სალტანატს ორი საათის განმავლობაში: ბიშიმბაევს ქალი თმებით უჭირავს, თავს კედელს არტყმევინებს და წიხლებით უსწორდება. ცნობისთვის, სკანდალური საქმის სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სალტა

მსოფლიო 1714638003

LIVE: სასტიკი მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ერთი ბრალდება მოეხსნა - სკანდალური სასამართლო პროცესი განახლდა

გახმაურებული პროცესი ასტანაში გრძელდება. საქმე ეხება 31 წლის ქალის სასტიკ მკვლელობას. მკვლელობაში ბრალდებულია ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში არ აღიარებს.31 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია რესტორნის დირექტორი ბაიჯანოვი, სადაც მკვლელობა მოხდა. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია და დღეს იწყება ადვოკატთა პაექრობა, რომლის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ სასჯელს.დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ, ბრალდების წარდგინების საფუძველზე, მეორე ბრალდებულს, ბაიჯანოვს ერთი ბრალდება ( განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობა) მოუხსნა. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება . 

სალტანატი

მსოფლიო 1714563011

მიუსჯიან თუ არა სამუდამო პატიმრობას ყოფილ ჩინოვნიკს - იურისტების პროგნოზები განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმეზე

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია. ახლა, ადვოკატთა პაექრობა იწყება, განაჩენს კი ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.ახლა, მთავარი კითხვაა, რა სასჯელს დააკისრებენ ყოფილ ჩინოვნიკს?!ადგილობრივმა მედიამ იურისტები გამოკითხა.იურიდიული  კონსულტაციების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ , ფარიდ ალიევმა კუანდიკ ბიშიმბაევის  სასამართლო პროცესს ეპოქალური მოვლენა უწოდა.ალიევმა უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა დამამძიმებელი გარემოება ბიშიმბაევის დანაშაულებრივი წარსული. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ნაციონალური ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი გახმაურებული კორუფციული სკანდალის გამო დააკავეს. 2018 წლის მარტის შუა რიცხვებში იგი დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებაში, მითვისებას ან მინდობილი ქონების გაფლანგვაში და  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, პრეზიდენტის ბრძანებულებით (ნურსულთან ნაზარბაევი) 2019 წლის 13 თებერვალს, ბიშიმბაევი შეიწყალეს. მას სასჯელი ოთხ წლამდე შეუმცირდა.„მან უკვე მოიხადა სასჯელი ამ დანაშაულისთვის, გარდა ამისა, ეს დანაშაული არ იყო ძალადობრივი მუხლით, ის შეწყალებულია და ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.ჰიპოთეტურად, სისხლის სამართლის ორი დანაშაულის ერთობლიობისთვის, დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, შეიძლება, დაწესდეს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე და ნაფიც მსაჯულები ერთსულოვანი იქნებიან. სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილი („მკვლელობა“) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15-დან 20 წლამდე ქონების კონფისკაციით. სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან მის გარეშე(წამება), ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადით 4-დან 7 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.სასამართლოს შეუძლია, გაითვალისწინოს როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის მინიმალური ზღვარი მისთვის წაყენებული პირველი მუხლისთვის (მკვლელობა), იქ არის კიდევ მეორე მუხლიც – „წამება“.  საუკეთესო შემთხვევაში, მისი დანაშაული  თუ დადასტურდება, მას შეიძლება მიესაჯოს 15 წელი.გასათვალისწინებელია, რომ მას ასამართლებენ ნაფიცი მსაჯულები. ეს პრაქტიკა ძალიან იშვიათად გამოიყენება, ამიტომ, შეუძლებელია, წინასწარ ვთქვათ, თუ რა სასჯელი იქნება განსაზღვრული. ვიმეორებ, მინიმალური ზღვარი არის 15 წელი, თუ ნაფიცი მსაჯულები იტყვიან რომ დამნაშავეა.მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, როგორც წესი, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გამამართლებელი განაჩენის გამოტანისკენ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და საკმარისად არ არის განვითარებული. ჩვენ არ გვაქვს  მდიდარი, ფართო პრაქტიკა. იმისთვის , რომ ბიშიმბაევს სამუდამო მიესაჯოს, აუცილებელია, სრული ერთსულოვნება მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა მხრიდან. ერთს მაინც თუ შეეპარება ეჭვი, მაშინ ის აღარ მიიღებს სამუდამო პატიმრობას “, - განაცხადა ადვოკატმა.იურიდიულ კონსულტანტთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, დანა ჟანადილმა არ გამორიცხა, რომ ყოფილ მინისტრს შესაძლოა, მაქსიმალური მსჯავრი - უვადო პატიმრობა მიესაჯოს.„ჩემი აზრით, ამ პროცესმა გამოავლინა ბევრი პრობლემა, რაც ჩვენს საზოგადოებაშია. ოჯახური ძალადობა, განათლებისა და ზოგადად კულტურის დაბალი დონე.სისხლის სამართლის კოდექსის ინკრიმინირებული მუხლების გათვალისწინებით, კუანდიკ ბიშიმბაევს შესაძლოა, მაქსიმალური - უვადო პატიმრობა დაემუქროს. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ათივე ნაფიცი მსაჯულსა და მოსამართლის ხმა. ხოლო იმისთვის, რომ მას 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯოს, საჭიროა 8 ხმა. სამართლიანი განაჩენის გამოსატანად უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის აღმოფხვრა“, - განაცხადა ადვოკატმა.ამგვარად, ახლა 10 ნაფიც მსაჯულზე იქნება დამოკიდებული 31 წლის სალტანატ ნუკენოვას არაადამიანურ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკის ბედი.სასამართლო სხდომა 2 მაისს განახლდება.ამ თემაზე მასალები ნახეთ აქ:

სალტა

მსოფლიო 1714557578

ყველაფერი მკვლელობის დღის შესახებ - გახმაურებული საქმის შოკისმომგვრელი დეტალები

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია. ახლა, ადვოკატთა პაექრობა იწყება, განაჩენს კი ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.სასამართლოს მორიგ სხდომაზე ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში ინახებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. ვიდეო ფაილების ყურებისას გარდაცვლილის ძმამ ცრემლები ვერ შეიკავა და სალტანატის ერთ-ერთ წარმომადგენელს კი ექიმების დახმარება დასჭირდა.მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული ბოლო 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო.12-ივე ვიდეოში ჩანს, როგორც შეურაცხყოფს და სცემს ბრალდებული გაშიშვლებულ ქალს ჯერ რესტორნის კუპეში, შემდეგ კი ტუალეტში. ის მაშინაც კი განაგრძობდა ქალის წამებას, როცა 31 წლის სალტანატს თვალები და სახე ისე ჰქონდა დასიებული, რომ თვალის გახელა აღარ შეეძლო.ცნობისთვის, სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი ხვალ, 2 მაისს განახლდება.