მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1712053449

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? ის არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ფულით - მამუკა მდინარაძე

კრიტიკა გინდათ? გააკრიტიკეთ [ბიძინა ივანიშვილი]. იმ კაცს არ უკვირს კრიტიკა, ისეთ სიბინძურეებს კადრებთ, რომ შევეჩვიეთ ჩვენ ყველა ერთად და იმუნიტეტი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით - ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს. ახლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ბრიტანულ გამოცემა “Daily Mail”-ში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერილ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში ბერა ივანიშვილი ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს სანქციები დაუწესდება.მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მოქმედებს სანქციები, რისი მაგალითიც შვეიცარიის ბანკში გაჩერებული ორი მილიარდი დოლარია. მისივე თქმით, ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის თავი გასწირა, ფულით არ შანტაჟდება.„სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? - სანქცია, მგონი თქვენ გგონიათ, რომ უნდა ესროლონ ადამიანს თოფი. ადვოკატებმა ილაპარაკეს, თავად ბატონმა ბიძინამ ილაპარაკა. აბსოლუტური სისულელე და კლასიკური შეკვეთილი სტატიაა იმასთან დაკავშირებით, არამხოლოდ როგორ შეუტიონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ, მისი ოჯახის წევრებს, სად წავა ბერა ივანიშვილი, რა "დეილი მეილის" რომელიმე ჟურნალისტის საქმეა, ან რა თქვენი საქმეა ან რა შემკვეთის საქმეა, ასიათასობით დოლარს რომ იხდიან თითო სტატიაში და თან, მერე ქვეყნდება FARA-ზე ეს ყველაფერი. მიდის „ნაცმოძრაობიდან“ და მათი პატრონებისგან ეს შეკვეთები და გაჩერდნენ. დაანებეთ შვილებზე ბულინგს ხალხო თავი. რა კითხვაა, ბერა ივანიშვილი რატომ ცხოვრობს ბრაზილიაში? - ვინ გეკითხებათ, რატომ ცხოვრობს და რა დასკვნების გამოტანის საფუძველს გაძლევთ ეს. [ბიძინა ივანიშვილი] სანქცირებულია უკვე, უფრო ვეღარ დაასანქცირებენ. ვინმემ მისწერა ივანიშვილების ოჯახიდან, რომ ბრაზილიაში გადარიცხეთ ეგ თანხა თუ უკან დამიბრუნებთო, შვეიცარიის ბანკს, რომელიც ჩამოამხვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ? არ შანტაჟდება ეს კაცი. არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ამ ფულით და დაანებეთ თავი.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნანუკა გუდავაძე

ტაბლოიდი 1708028885

VIDEO: „კარნავალი“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე რიო-დე-ჟანეიროდან

ბერა ივანიშვილის უმშვენიერესი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელებს ისევ დაუბრუნდა და გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს. ამჯერად, მან ბრაზილიიდან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, კარნავალისთვის ემზადება.ვრცლად ↓           View this post on Instagram                       A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze)

gudavaZe

ტაბლოიდი 1707513383

ნანუკა გუდავაძე უმცროს შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს.ვიდეოს კომენტარებში ბევრ დადებით სიტყვებს შეხვდებით:„როგორი საოცრებები ხართ”…„რა სიცოცხლე ხარ სიხარულო. გაიზარდე ჯანმრთელი და სასახელო ადამიანი”…„პატარა დათუნია, რა საყვარელია”.            View this post on Instagram                       A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze)

ნანუ

საზოგადოება 1706588635

ნანუკა გუდავაძე იგუასუს ჩანჩქერიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

მუსიკოს ბერა ივანიშვილის მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე  გამომწერებს ბრაზილიიდან მორიგ კადრებს უზიარებს.ბერამ ოჯახთან ერთად ბრაზილიის ულამაზესი ადგილი – იგუასუს ჩანჩქერი მოინახულა.„რა ლამაზ ადგილას ხართ?“„ბრაზილია ასეთი ლამაზი ადგილების ქვეყანაა“. – წერენ ნანუკას გამომწერები.

ბერა ნანუკა

ტაბლოიდი 1706564332

ბერა ივანიშვილის ოჯახური იდილია: რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა გუდავაძე

ნანუკა გუდავაძე ოჯახთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.წყვილი იგუასუს ჩანჩქერზე იმყოფება. „სუნთქვის შემკვრელი...“, - წერს ნანუკა „ინსტაგრამზე“ დაათვალიერეთ ფოტოები ⇓

ბერა

ტაბლოიდი 1705884233

VIDEO: ბერა შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ბოლო დროს გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს.ამჯერად მან შვილთან, ბერუკასთან ერთად გადაღებული კადრები „ინსტაგრამის“ გამომწერებს გაუზიარა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხატავს პატარა ბერუკა.ის ნიჭით, ასევე მხატვარ ბიძას, ცოტნესაც კი შეადარეს. კადრებში ჩანს, როგორ ხატავს პატარა ბერუკა.           View this post on Instagram                         A post shared by BERA (@beraofficial)

bera

ტაბლოიდი 1704745143

VIDEO: „ფოტოები ყოველთვის უკეთესია, როდესაც ჩემ მეუღლესთან ვარ“ - ბერა გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს

მას შემდეგ რაც მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა მისი ახალი კლიპი წარუდგინა საზოგადოებას, მეუღლესთან ერთად სოციალურ ქსელში აქტიურობს.ამჯერად მან მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები გაუზიარა გამომწერებს.„ფოტოები ყოველთვის უკეთესია, როდესაც ჩემ მეუღლესთან ვარ“, - წერს ბერა.            View this post on Instagram                       A post shared by BERA (@beraofficial)

ბერა

ტაბლოიდი 1704573745

ბერა ივანიშვილი უსაყვარლესი ბერუკას და დადუს ფოტოს გვიზიარებს

მომღერალი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გააქტიურდა და ხშირად ანებივრებს გამომწერებს როგორც საოჯახო, ასევე პირადი ფოტოებით თუ ვიდეოებით.ამჯერად ბერა შვილების უსაყვარლესი ბერა და დადუ ივანიშვილების ფოტოს გვიზიარებს.

ბერა

ტაბლოიდი 1704572505

VIDEO: „ოჯახზე ტკბილი არაფერია“ - ბერას და ნანუკას სახალისო კადრები

მომღერალი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე სახალისო ვიდეოს გვიზიარებენ.ვიდეოს თემატიკა შემდეგია, წყვილის მოლოდინი სახლში დაბრუნებისას არსებულ ვითარებაზე და რეალობა, რომელშიც შვილებთან ერთად ცხოვრობენ.ვიდეომ დიდ მოწონება, გულთბილი და სახალისო კომენტარები დაიმსახურა.„რა ლამაზი ოჯახია“, „ოჯახზე ტკბილი არაფერია“ „რა ლამაზი ოჯახი გყავთ! უამრავ კურთხევას გისურვებთ ამ 2024 წელს!“, – აღნიშნავენ კომენტარებში.           View this post on Instagram                       A post shared by BERA (@beraofficial)

Bera

ტაბლოიდი 1703972086

VIDEO: „როგორი კარგები ხართ“ – ბერა და ნანუკა სახალისო კადრებს გვიზიარებენ

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე „ინსტაგრამზე“ სახალისო კადრებს გვიზიარებენ.„ეს არ არის სად უნდა ჭამო, არამედ რა ჩაიცვა საჭმელად,“ – წერს ბერა.            View this post on Instagram                       A post shared by BERA (@beraofficial)

ბერას ოჯახი

ტაბლოიდი 1703699979

VIDEO: „ყველაზე ლამაზი დადუ მყავდეს...“ - ნანუკა გუდავაძე შვილების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე გამომწერებს შვილების ბერუკას და დადუს უსაყვარლეს ვიდეოს უზიარებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ზრუნავს ბერუკა უმცროს ძმაზე.„ლამაზი დადუ მყავდეს...“, – ამბობს ბერუკა და უმცროს ძმას თმას ვარცხნის.ასევე ნახეთ:„საუკეთესო ქმარი და მამა…“ - ნახეთ, რა სიურპრიზი გაუკეთა ნანუკა გუდავაძემ მეუღლესVIDEO: „ვიდეოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ... სიყვარულით, ბრაზილიიდან...“ - ბერა ახალი კლიპით დაბრუნდა           View this post on Instagram                       A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze)

ბერა

საზოგადოება 1703481212

“საუკეთესო ქმარი და მამა…” - ნახეთ, რა სიურპრიზი გაუკეთა ნანუკა გუდავაძემ მეუღლეს

23 დეკემბერს ბერა ივანიშვილი იუბილარი იყო. მეუღლემ, ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა მას ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს და სიურპრიზი გაუკეთეს."დაბადების დღის სიურპრიზი ჩვენგან საუკეთესო ქმარს და მამას" - წერს ნანუკა გუდავაძე.შეგახსენებთ, 2023 წლის 20 მარტს მათ მეორე ვაჟი, დადუ ივანიშვილი შეეძინათ. თუკი წყვილი აქამდე სოციალურ ქსელში, მათ შორის, "ტიკ-ტოკზეც", აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად აზიარებდა როგორც ფოტოებს, ისე ვიდეოებს, ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებდნენ. ცოტა ხნის წინ კი დაწერეს, რომ ისინი სოციალურ ქსელს უბრუნდებიან და ვიდეობსა და ფოტოებს გამომწერებს აქტიურად გაუზიარებენ. ნახეთ, კადრები: