სტამბოლი

მსოფლიო 1706894985

სტამბოლში, Procter & Gamble-ის ქარხანაში დაუდგენელმა პირებმა მძევლად აიყვანეს მუშები - თავდამსხმელებმა მძევლებს ერთ-ერთი მუშის დაბადების დღის აღნიშვნის უფლება მისცეს

სტამბოლის გარეუბანში მდებარე ქარხანაში ორმა უცნობმა პირმა შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. გაზეთ Cumhuriyet-ის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ამ საწარმოს თანამშრომელია.თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ Procter & Gamble-ის ქარხანას თავს დაესხა ერთი შეიარაღებული მამაკაცი. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა, მათ შორის ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა იბრაჰიმ ი.მ, ეს გააკეთეს ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მძევალს დაბადების დღე ჰქონდა. თავდამსხმელებმა თავიანთ მსხვერპლს დღესასწაულის აღნიშვნის საშუალება მისცეს, რადგან ამისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო.ასევე ნახეთ:ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ2050 წლისთვის, სიმსივნის შემთხვევების 77%-ით გაზრდას ვარაუდობენ - WHOVIDEO: ანა უზნაძის, ბარბარა სამხარაძისა და დოდონა ნამორაძის სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა

ბარბარა სამხარაძე

ტაბლოიდი 1706880780

VIDEO: ანა უზნაძის, ბარბარა სამხარაძისა და დოდონა ნამორაძის სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა

დოდონა ნამორაძე, ბარბარა სამხარაძე და ანა უზნაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრნენ და შესანიშნავი შესრულება შემოგვთავაზეს.„კარგები ხართ, უამრავი წარმატება თქვენ!..“,-წერენ კომენტარებში.ასევე ნახეთ:„აეროპორტამდე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი, საკუთარმა დედამ ვერ მიცნო...“ - ემიგრანტი ანა ბარბაქაძის ისტორია„თავიდან ბრძოლები მქონდა, მაგრამ ახლა მადლობებს მე ვუხდი...“ - რას ჰყვება მიშა მესხი"ძალიან დიდი ყურადღება, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს..." - ონისე ონიანი

ლენტა

კრიმინალი 1697442553

„სამივეს მდგომარეობა მძიმე იყო...“ - დედა და მისი მეგობარი კაცი სამი ბავშვის წამებაშია ბრალდებული (უცხოეთი)

ალაბამელ წყვილს 12 წლამდე ასაკის სამი ბავშვის დაწვა ედება ბრალად.27 წლის ეშლი აბლემანი და 53 წლის ჰოვარდ ანდერსონი 5 ოქტომბერს, ბავშვის წამების/განზრახ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.პოლიციას წყვილის მეზობელი დაუკავშირდა. დეილის ოლქის შერიფის მოადგილეებმა გაჩხრიკეს წყვილის სახლი და დააკავეს აბლემანი და ანდერსონი.„ბავშვებზე აშკარა იყო ძალადობის კვალი. დამწვრობები მძიმე იყო და ბავშვებს ჰქონდათ შეურაცხმყოფელი ქცევის ნიშნები“, - განაცხადა მთავარმა გამომძიებელმა.გამოცემის ცნობით, ბავშვების დაწვის გარდა, არსებობს სხვა ძალადობრივი მტკიცებულებებიც.სოციალური ქსელის მიხედვით, აბელმანი მზრუნველი დედა ჩანდა. მომხდარი ამბის შემდეგ კი მის პოსტებს საზოგადოებისგან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.ალაბამაში ბავშვის წამება და განზრახ შეურაცხყოფა ითვალისწინებდეს 1-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 15 000 დოლარამდე ჯარიმას.ასევე ნახეთ: „არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ღებინება

მსოფლიო 1697351273

კალიფორნიაში რესტორანმა მომხმარებელს პირღებინებაზე გადასახადი დაუწესა

კალიფორნიაში რესტორანმა მომხმარებელს პირღებინებაზე გადასახადი დაუწესა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რესტორანში მომხმარებლებს ყოველდღიურად 60 წუთის განმავლობაში შეუძლიათ მიმოზა (ალკოჰოლური სასმელი) ულიმიტო რაოდენობით შეუკვეთონ. ამის გამო ხშირად ადამიანები სასმელს დოზაზე მეტს იღებენ, რაც შემდგომ პირღებინებას იწვევს. ამიტომ რესტორნის ადმინისტრაციამ სველ წერტილებთან შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაკრა:„საჯარო თავშეყრის ადგილებში პირღებინების შემთხვევაში 50 დოლარის გადახდა მოგიწევთ". ასევე ნახეთ:„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ნაყინი

მსოფლიო 1697137866

ინგლისელი სტუდენტი პლასტმასის ნარჩენებისგან ნაყინს ამზადებს

ინგლისელი სტუდენტი პლასტმასის ნარჩენებისგან ნაყინს ამზადებს. ელეონორა ორტოლანი ლონდონის ხელოვნების აკადემიაში დიზაინის მიმართულებით სწავლობს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად იგი ლაბორატორიაში მუშაობდა, რა დროსაც იდეა გაუჩნდა, რომ გადასამუშავებელი პლასტმასისგან, შესაძლოა, ვანილის არომატის მოლეკულა მივიღოთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რეალურად შევძლებდი პლასტმასისგან საკვების დამზადებას. ამასთან, მეშინოდა საზოგადოების რეაქციის, რომ ეს რიგითი სპეკულაცია და ტყუილი ეგონებოდათ. უნივერსიტეტშიც კი გამიჭირდა მეცნიერის პოვნა, რომელიც თანამშრომლობას დათანხმდებოდა", - ამბობს თავად.საბოლოოდ, მას ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი დაუკავშირდა, რომელიც კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტს ხელმძღვანელობს. ელეონორამ და ჯოანა სადლერმა საქმეში გენური ინჟინერიით მიღებული ბაქტერიები ჩართეს, რათა პლასტმასისგან ვანილის სინთეზი მოეხდინათ. მათ შედეგი ლონდონის ხელოვნების აკადემიის სტუდენტებისათვის მოწყობილ გამოფენაზე წარმოადგინეს. ნაყინი სპეციალურ ყუთში იყო მოთავსებული, რათა მაქსიმალურად შესაბამისი გარემო/პირობები დაეცვათ.„თუ გეტყვით, რომ ნაყინში არის ინგრედიენტი, რომელსაც პლასტმასისგან ვიღებთ, არ გესიამოვნებათ, მაგრამ, ჯობია, დროულად ვაღიაროთ, რომ ყველაფერი ერთი ეკოსისტემის ნაწილია", - ამბობს ორტოლანი. ასევე ნახეთ:„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

თაგვები

რჩევები 1697137802

როგორ დავაფრთხოთ თაგვები ისე, რომ თქვენს სახლებს აღარასოდეს გაეკარონ

თაგვები ბლომად მრავლდებიან იქ, სადაც ანტისანიტარიაა ან მათთვის სასურველი გარემოა.სიმინდით სავსე ბეღელი ან თხილის საცავი, მარცვლეული კულტურების შესანახი ადგილები თაგვების საყვარელი ადგილებია. ეს არსებები არც სახლის გამათბობელი საშუალებების განადგურებაზე ამბობენ უარს და ზოგადად მღრღნელების ეს სახეობა უზარმაზარ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებსაც.გთავაზობთ მარტივ საშუალებებს, რომლის დახმარებითაც თაგვებსა და ვირთხებს, ყოველგვარი შხამქიმიკატების და საწამლავების გარეშე, ადვილად მოიშორებთ. დარიჩინირაც არ უნდა გასაკვირი იყოს - დარიჩინი თაგვების დასაფრთხობად საკმაოდ კარგი საშუალებაა. შეგიძლიათ დარიჩინი თქვენს სახლში ისეთ ადგილას მოაყაროთ, სადაც მღრღნელების შემოსევის დიდი შანსია - ასევე, შეგიძლიათ დარიჩინით სპრეიც დაამზადოთ. ამისთვის დარიჩინის ზეთის რამდენიმე წვეთი წყალში უნდა გაურიოთ და სასურველ ადგილას შეასხუროთ.პიტნის ზეთითაგვებს განსაკუთრებით არ უყვართ პიტნის სურნელი - ასე რომ, ექსპერტები გირჩევენ პიტნის ზეთი იმ ადგილებში შეასხუროთ, სადაც მღრღნელების შემოსევის დიდი ალბათობაა. ციტრონელასაკმაოდ ეფექტურია ციტრონელას გამოყენებაც. ის ბალახების ჯგუფს მიეკუთვნება და მისი მშობლიური სამხრეთ ინდოეთი და შრი-ლანკაა. მას მრავალი გამოყენება აქვს, მაგალითად, ძლიერი სუნიდან გამომდინარე, კოღოების მოგერიებაში ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის ეს კარგი სუნია, კოღოსთვის ეს საკმაოდ უსიამოვნო სუნია.ასევე თაგვების დასაფრთხობად საუკეთესო საშუალებაა თეთრი ძმარი.ასევე ნახეთ:„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1697136413

რომელია ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი - ასტროლოგები ასახელებენ

ასტროლოგებმა ზოდიაქოს 3 ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი გამოჰყვეს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:მესამე ადგილი - კირჩხიბივინ იფიქრებდა, რომ მეოჯახე, რომანტიკული, ნაზი და მორიდებული კირჩხიბი მოღალატეების საპატიო სამეულში მოხვდებოდა? თუმცა, ასეთ იდეალურ ნიშანს რაღაც უღირსობა ხომ უნდა ახასიათებდეს.მეორე ადგილი - ვერძისაუკეთესო კი არა, იდეალური სჭირდება. პრობლემა ისაა, რომ იდეალს დიდხანს რომ უყუროთ, ერთ ნაკლს მაინც აღმოაჩენთ. ასე რომ, მორიგი იდეალის ძებნაში ყველაფერი თავიდან იწყება.პირველი ადგილი - მშვილდოსანიყველაზე არასაიმედო, ყველაზე მოღალატე ნიშანი. ის ექვს-შვიდ და ზოგჯერ მეტჯერაც ქორწინდება, მაგრამ განა იმიტომ, რომ მეუღლეები ვერ ეგუებიან მათ ღალატს, მშვილდოსნებს ბეზრდებათ ერთსა და იმავე ადამიანთან დიდხანს ცხოვრება.  ასევე ნახეთ:„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ბარბარა სამხარაძე

საზოგადოება 1697118360

“მადლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობის ნაწილი ხართ" - ბარბარა სამხარაძე იუბილარია

ბარბარა სამხარაძე იუბილარია. მომღერალს 23 წელი შეუსრულდა.დაბადების დღესთან დაკავშირებით მომღერალმა პოსტი განათავსა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაზედაც მას უოცნებია, აუხდა.„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო 🎂დღეს კიდევ ერთი წლის მატებას აღვნიშნავ. ეს კი განვლილ წლებზე მაფიქრებს, საიდან-სად მოვედი.მე პატარა სოფელში გავიზარდე, სადაც ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი.მაშინ შესაძლოა სასაცილოდ ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი მაგრამ, მე გავბედე ოცნება.იმდენად მჯეროდა და მწამდა, ყველა სირთულეს გაკვეთილად აღვიქვავდი (დღესაც ასეა) მივიწევდი წინ, გაურკვეველი მაგრამ უკეთესი მომავლისკენ.უკან ვიხედები და ვხედავ, ყველაფერი პირნათლად შევასრულე, რაზედაც კი მიოცნებია. 23 წლის დაბადების დღის სურვილს მარტო ჩემთვის არა, ყველასთვის ვიფიქრებ:„მინდა ყველას შეეძლოს ოცნება, და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც ცხოვრება გვთავაზობს“ მადლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობის ნაწილი ხართ წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება“, – წერს ბარბარე სამხარაძე

მაკიაჟი

მსოფლიო 1697111880

თურქეთში 2000 წლის წინანდელი მაკიაჟის ნიმუშები აღმოაჩინეს

თურქეთში 2000 წლის წინანდელი მაკიაჟის ნიმუშები აღმოაჩინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არქეოლოგებმა არტეფაქტებს თურქეთის დასავლეთ ნაწილში, უძველეს ქალაქ აიზანოიში მიაგნეს. ტერიტორია რომის იმპერიის ხანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.აღმოჩენილ ნივთებს შორისაა პარფიუმერიის ბოთლები და მაკიაჟის ნაშთები, რომლებიც, ძირითადად, თვალის ჩრდილებს მოიცავს. ითვლება, რომ მაკიაჟს რომაელი ქალები 2000 წელზე მეტი ხნის წინაც იყენებდნენ, მაგრამ აქამდე მოპოვებულ არტეფაქტებს შორის ეს ყველაზე კარგად შემონახული და მრავალფეროვანია. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ არქეოლოგიური სამუშაოების ადგილას წარსულში სამკაულებისა და კოსმეტიკური ნივთების მაღაზია არსებობდა, სადაც სუნამოებსაც ყიდდნენ. ამ დაშვებას ის ფაქტი ამყარებს, რომ არტეფაქტებს შორის სხვადასხვა სტილის ყელსაბამებსა და თმის სამაგრებსაც ვხვდებით.მასალები შესამოწმებლად ექსპერტიზას გადაეცა. დადგინდა, რომ 2000 წლის წინანდელი მაკიაჟის ნიმუშებიც შეიცავდა პიგმენტებს, რომლებიც დღესაც კი თვალის ჩრდილის დასამზადებლად გამოიყენება. ფერებს შორის წითელი და ვარდისფერი დომინირებს, თუმცა, ზოგადად, ნიმუშების პალიტრა 10 ფერისგან შედგება. ასევე ნახეთ:„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

23 წლის ბიჭი

მსოფლიო 1697093987

ისრაელში, 23 წლის ბიჭმა ბუნკერში შეგდებული ყუმბარა მოისროლა და სხვები გადაარჩინა, თავად კი ხელი დაკარგა და მძევლად ჩავარდა

23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი ერთ-ერთია იმ ასობით ახალგაზრდიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ისრაელის სამხრეთით გამართულ ნოვას მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა.ღონისძიება, რომელიც ღაზის სექტორის მახლობლად, რე'იმის კიბუცში (ისრაელური დასახლების ტიპი) ტარდებოდა, 7 ოქტომბრის დილას ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ იქცა. ფესტივალის ზოგიერთმა სტუმარმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ ჰამასმა ნაწილი მძევლად აიყვანა, ნაწილი კი - დახოცა. ოფიციალური ცნობებით, ღონისძიების ტერიტორიაზე, სულ მცირე, 260 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სავარაუდოდ, გადარჩენილ მძევლებს შორისაა მუსიკალური ფესტივალებისა და მოგზაურობის მოყვარული ჰერშიც. წარმოშობით ებრაელი, მაგრამ აშშ-ში დაბადებული ახალგაზრდა მშობლებს ბოლოს შაბათ გამთენიისას დაუკავშირდა. რეიჩელ გოლდბერგის თქმით, შვილმა ერთიმეორის მიყოლებით მისწერა მესიჯები: "მიყვარხარ" და "ვწუხვარ". გოლდბერგმა მაშინვე სცადა დარეკვა, თუმცა, ჰერშს არც ზარებისა და არც მესიჯებისთვის აღარ უპასუხია. ნაშუადღევს პოლიციამ მშობლებს აცნობა, რომ ბიჭის მობილურის სიგნალი ღაზის სექტორის საზღვართან დაფიქსირდა.ამის შემდეგ, გოლდბერგისა და მისი ქმრისთვის, ჯონათან პოლინისთვის, შვილის თავს გადამხდარი ამბავიც გახდა ცნობილი. გოგო, რომელიც თავდასხმის შემდეგ ბუნკერში ჰერშთან ერთად აღმოჩნდა, ჰყვება, რომ ბიჭი თავშესაფარში შეყრილი ყუმბარების გარეთ გატყორცნას ცდილობდა. სწორედ ამ დროს დაკარგა მან ხელი.„ვიცით, რომ მძიმედ დაშავდა", - ამბობს გოლდბერგი, - „მაისურით სახელდახელო ტურნიკეტი დაუმზადებია. თუმცა, მერე ტერორისტები შევიდნენ და ყველას, ვისაც სიარული შეეძლო, გაყოლა აიძულეს".თვითმხილველი გოგოს ცნობით, ფეხზე წამომდგარ ჰერშს ცნობიერება არ დაუკარგავს და მეტიც, სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ამის მიუხედავად, იგი ჰამასის მძევლებს შორის აღმოჩნდა.ახალგაზრდის მშობლებმა შვილის შესახებ მეტი არაფერი იციან. ისინი აშშ-ის მთავრობასა და მსოფლიო ლიდერებს მძევლების დახსნისკენ მოუწოდებენ. მათ სჯერათ, რომ ჰერში ცოცხალია - ჯონათანი ინტერვიუს დროს მკაცრად უსწორებს ჟურნალისტს, როცა ეს უკანასკნელი ბიჭს წარსულში მოიხსენიებს. ასევე ნახეთ:„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

თათა გიორგობიანი

საზოგადოება 1697093475

„გამოგლოვების 5 ეტაპი“ - თათა გიორგობიანის რჩევები, როგორ გავუმკლავდეთ განშორება/მიტოვებისგან გამოწვეულ სტრესს

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი გადაცემაში „დღის პოსტი“ ერთ-ერთ ყველაზე საჭირბოროტო თემაზე - როგორ გავუმკლავდეთ განშორება/მიტოვებისგან გამოწვეულ სტრესს - საუბრობს და მნიშვნელოვან რჩევებს გვიზიარებს.„როდესაც ადამიანს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა აქვს პარტნიორზე, ამ ურთიერთობისგან თავის დაღწევა ისეთ მოვლენას ემსგავსება, როდესაც ნარკოდამოკიდებულმა უნდა დაანებოს წამალს თავი. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ადამიანში... მინდა ვისაუბრო ამერიკელ-შვედ ფსიქიატრზე, ელიზაბეტ კიუბლერ-როსზე, რომელმაც 5-ეტაპიანი მოდელი გამოგლოვებისა. შეიძლება, ეს ბევრ სტრესულ სიტუაციაზეც განზოგადდეს. ეს 5 ეპატია: მიუღებლობა; ბრაზი/რისხვა/აგრესია; მოლაპარაკება; დეპრესია/აპათია; საბოლოო გააზრება და დალაგება - მიღება და განკურნება,“ - ამბობს თათა გიორგობიანი თითოეულს დეტალურად განმარტავს. ვრცლად ⇓ასევე ნახეთ:„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ბარბარა სამხარაძე

საზოგადოება 1697090569

„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი ბარბარა სამხარაძე, რომელიც დღეს იუბილარია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო თავო. დღეს კიდევ ერთი წლის მატებას აღვნიშნავ, ეს კი განვლილ წლებზე მაფიქრებს, საიდან სად მოვედი. მე პატარა სოფელში გავიზარდე, სადაც ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი.მაშინ შესაძლოა სასაცილოდ ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მე გავბედე ოცნება. იმდენად მჯეროდა და მწამდა, ყველა სირთულეს გაკვეთილად აღვიქვამდი (დღესაც ასეა) მივიწევდი წინ, გაურკვეველი, მაგრამ უკეთესი მომავლისკენ.უკან ვიხედები და ვხედავ, ყველაფერი პირნათლად შევასრულე რაზეც კი მიოცნებია. 23 წლის დაბადების დღის სურვილს მარტო ჩემთვის არა, ყველასთვის ვიფიქრებ: „მინდა, ყველას შეეძლოს ოცნება და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც ცხოვრება გვთავაზობს“.  მადლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობის ნაწილი ხართ, წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება,“ - წერს იუბილარი.ასევე ნახეთ:ეკა კახიანი კომოს ტბაზე ისვენებს - ნახეთ, ფოტოები"დღესაც ერევა სოფელი და ხალხი სხვის პირად ამბებში. არაფერი იცვლება..." - ლეგანდარული "მარიტას" გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა,,გუშინწინ, ტაილანდში ისვენებდნენ, დღეს, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან..." - წყვილი ისრაელიდან