ნო

პოლიტიკა 1715660932

უკრაინაში ომი გრძელდება - გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 150-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

 უკრაინაში ომი გრძელდება - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ბალისტიკური იარაღისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.გავრცელდა ინფორმაცია კიევში დრონების წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც.აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროში, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამით, თავდაცვის ძალებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის 13 თავდასხმა მოიგერიეს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 148 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.რაც შეეხება რუსეთს, - პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შოუგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა.

შოიგუ

მსოფლიო 1715542972

სად წავიდა შოიგუ? - პუტინმა თავდაცვის ექსმინისტრს ახალი პოსტი შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შოუგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში.მანამდე ცნობილი გახდა, რომ  პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა.პესკოვმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად სამოქალაქო თანამდებობის პირის დანიშვნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ინოვაციების დანერგვის აუცილებლობითაც ახსნა.

ერევნის საერთაშორისო აეროპორტი

მსოფლიო 1710244113

ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს პირველი აგვისტოსთვის დატოვებენ

რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს პირველი აგვისტოსთვის დატოვებენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ჩვენ შევატყობინეთ, რომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები, 2024 წლის აგვისტო არის ბოლო ვადა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ ეს სამუშაო საკითხია და არა – პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ხასიათის.ამასთან, კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ რუსეთმა სომხეთისგან მიიღო შეტყობინება ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების მუშაობის შეწყვეტის შესახებ. პესკოვის თქმით, ერევანთან კონტაქტები გრძელდება.„უწყებისგან წერილი ნამდვილად მიღებულია ამ საკითხზე და უწყებების ხაზით ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტები“, – აღნიშნა პესკოვმა.

ერევნის საერთაშორისო აეროპორტი

მსოფლიო 1709736523

სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, სომხეთის პოზიციაა, რომ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება მთლიანად სომეხმა მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ.„სომხეთს აქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური წერილით აცნობა რუსეთის ფედერაციას ამის შესახებ“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.კითხვაზე, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი პოტენციალს იძენს სხვადასხვა მიმართულებით და ამ დროისთვის სომხეთს აქვს აეროპორტის სრული კონტროლის პოტენციალი.მანამდე, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორი იქნება, თუ რუსი მესაზღვრეები ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტს დატოვებენ.რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ერევნის ზვართნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე სომხეთს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ოფიციალური არხებით რუსეთისთვის არ უცნობებია.

პესკოვი

მსოფლიო 1696013220

პესკოვის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების მუშაობას ბაქოსთან განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების მუშაობას ბაქოსთან განიხილავენ.კითხვაზე, რა ბედი ეწევათ ყარაბაღში მყოფ რუს სამხედროებს მას შემდეგ, რაც ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, პუტინის პრესმდივანმა ასე უპასუხა:„ამ კითხვაზე პასუხს, სავარაუდოდ, ვერავინ გასცემს, რადგანაც ახლა საუბარია მისიაზე, რომელიც იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს იქნება ჩვენი განხილვის საგანი აზერბაიჯანულ მხარესთან“, – განაცხადა პესკოვმა.

კიმ ჩენ ინი

მსოფლიო 1695135576

შაშხანა, ბეწვის ქუდი და დრონები - კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთიდან საჩუქრებით ბრუნდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ორშაბათს თავისი ბრონირებული მატარებლით რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა. გავრცელებული ინფრმაციით, კიმს თან მიაქვს რუსი მასპინძლის საჩუქრები, მათ შორის, შაშხანა, კოსმონავტის ხელთათმანი და სამხედრო დრონები - რაც გაეროს სანქციების დარღვევაა.სააგენტო "როიტერი" იუწყება იმ საჩუქრების სიის შესახებ, რომლებიც პუტინმა კიმს გადასცა და რომლებსაც ის "მეგობრობის" მუზეუმში განათავსებს. ამ მუზეუმში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამი თაობის მიერ მიღებული საჩუქრები ინახება.კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სამიტის შემდეგ, კიმმა მიიღო რუსული წარმოების "უმაღლესი ხარისხის" შაშხანა. კიმმა საპასუხოდ პუტინს "ჩრდილო კორეელი ხელოსნების მიერ დამზადებული შაშხანა" გადასცა საჩუქრად.რუსული სააგნეტო "ტასის" ცნობით, პუტინმა კიმს ასევე აჩუქა, კოსმონავტის ხელთათმანი, რომელიც ერთ-ერთი მისიის დროს, რუს კოსმონავტს ეკეთა.პრიმორსკის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ კიმს აჩუქა თანამედროვე, მსუბუქი ჯავშნის ნაკრები, რომელიც შექმნილია თავდასხმის ოპერაციებისთვის. ის იცავს მკერდს, მხრებს, ყელსა და საზარდულს, იტყობინება რუსული მედია.კიმს ასევე საჩუქრად გადასცეს ხუთი ცალმხრივი თავდასხმის დრონი და გარანიუმ-25 სადაზვერვო ტიპის დრონი, რომელიც ფართოდ გამოიყენება უკრაინის ომში. ინფორმაციას ამის შესახებ "ტასი" ავრცელებს.ეს არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს, სულ მცირე, ორ რეზოლუციას ჩრდილოეთ კორეს წინააღმდეგ, რომელსაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა. რეზოლუცია დაწესებულია კიმის ხელისუფლების მიერ წამოწყებული აკრძალული ბირთვული საქმიანობის გამო.კიმმა მიიღო ბეწვის ქუდი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან ვლადივოსტოკში, სადაც მან დაათვალიერა რუსული ბირთვული ბომბდამშენები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი რაკეტებით. წყაროასევე ნახეთ:„გააუპატიურა და თავისივე ქამრით დაახრჩო“ - მკვლელობა მწვანე კონცხზე და სამხილი, რომელმაც გამოძიებას მკვლელი აპოვნინა - 70-იანი წლების ხმაურიანი საქმე„ერთ კვირაში ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან... კაცობრიობაზე ვთქვი უარი...“- მაია კაჭკაჭიშვილი რთულ პერიოდს იხსენებს

პესკოვი და ცოლი

მსოფლიო 1694852937

ყაზახეთში დიმიტრი პესკოვის ცოლის შოუ გააუქმეს - მედია

ყაზახეთში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ცოლის, ტატიანა ნავკას ყინულის შოუ გააუქმეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. შოუ 23 დეკემბერს „ალმატი არენაზე“ უნდა გამართულიყო და მისი სახელწოდებაა „შახერეზადას სიყვარულის ისტორია“, ალმათის ხელისუფლების ინფორმაციით, შოუს გაუქმების გადაწყვეტილება მისმა ორგანიზატორებმა მიიღეს.14 სექტემბერს ყაზახეთში გააუქმეს რუსი არტისტების კონცერტები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერენ. ასე, მაგალითად, გაუქმდა იუმორისტული გუნდის, „კამიზიაკების“ კონცერტები. კონცერტის გაუქმების მიზეზი „ამ არტისტების საჯარო ქმედებები“ გახდა. ჯგუფის მონაწილეები აზამატ მუსაგალიევმა და საურ მოგილამ დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში კონცერტი გამართეს. ამის შემდეგ ყაზახეთში შეგროვდა პეტიცია „კამიზიაკების“ კონცერტის გაუქმების მოთხოვნით.

კიმ

მსოფლიო 1694494827

რუსეთში დღეს ვლადიმერ პუტინისა კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი განმარტებით, გაიმართება მოლაპარაკებები ორ დელეგაციას შორის ქვეყნების ლიდერების ხელმძღვანელობით, გარდა ამისა, მოსალოდნელია პირისპირ კომუნიკაცია, ასევე კიმ ჩენ ინის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამიც იგეგმება.პესკოვის განცხადებით, მხარეები რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, "ჯავშან მატარებელი", რომელშიც კიმ ჩენ ინი იმყოფება, რუსეთში ჩავიდა.

ევგენი პრიგოჟინი

მსოფლიო 1693063871

პრიგოჟინის თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი ნაპოვნია

პრიგოჟინის თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი ნაპოვნია. ცნობილია, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გრძელდება გენეტიკური ტესტირებები. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით კრემლის მიმართ ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა."ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფის და თვითმფრინავის მგზავრებს შორის. მათ შორის, ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული გარდაცვალების გარშემო. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული სახითაა წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა", - ამბობს პესკოვი.შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინიც იყო. საერთაშორისო გამოცემების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1692966072

კრემლი "აბსოლუტურ სიცრუეს" უწოდებს ბრალდებებს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში რუსეთი მონაწილეობდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლელი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, „აბსოლუტური სიცრუეა“.პესკოვის თქმით, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელია, კონკრეტული ტესტის შედეგებს დაელოდონ.„ახლა დიდი სპეკულაციაა თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიცრუეა და ამ საკითხის გაშუქებისას აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა. ჯერ ბევრი ფაქტი არ არის, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას უნდა დადგინდეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – აღნიშნა პესკოვმა.კითხვაზე, მიიღო თუ არა კრემლმა პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დასტური, პესკოვმა განაცხადა: „ყურადღებით თუ მოუსმინეთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, მან თქვა, რომ ყველა საჭირო ტესტი, მათ შორის გენეტიკური ტესტები, ახლა ტარდება. ოფიციალური შედეგები როგორც კი მზად იქნება, გამოქვეყნდება“, – განაცხადა პესკოვმა.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე ათივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

პესკოვი

მსოფლიო 1689092512

შვედეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს - პესკოვი

შვედეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს - ეს განცხადება დღეს კრემლში გაკეთდა.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, შვედეთის NATO-ში შესვლას ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის.პესკოვი ამბობს, რომ საპასუხოდ რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს, როგორიც ფინეთის NATO-ში გაწევრიანების კონტექსტში იგეგმება.ასევე ნახეთ:იენს სტოლტენბერგის თქმით, თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ევგენი პრიგოჟინი

საზოგადოება 1687855761

FSB-მ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა

ევგენი პრიგოჟინის აჯანყების საქმეზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრიგოჟინმა 24 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის ბანაკები დაბომბა და მან "სამართლიანობის მარშისთვის" როსტოვი დაიკავა და მოსკოვისკენ დაიძრა.პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტის შესახებ შაბათს საღამოს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ეს მოხდა იმის ფონზე, რომ, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ბელარუსის პრეზიდენტი ვაგნერის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საბოლოოდ, პრიგოჟინმა უარი თქვა მოსკოვში კოლონებით შესვლაზე და დაქირავებული მებრძოლები უკან გააბრუნა.პესკოვის თქმით, თვითონ პრიგოჟინი ბელარუსში უნდა გამგზავრებულიყო. სად არის, ამჟამად, პრიგოჟინი, უცნობია. თუმცა დილით პროექტმა Беларускі Гаюн-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის დამფუძნებელი უკვე მინსკთან ახლოს, სამხედრო აეროდრომზე კერძო თვითმფრინავით დაეშვა.