დაკავება

სამართალი 1714297066

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების თქმით, დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა’’ ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა.გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს.ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს, ხოლო 1971 წელს დაბადებული პირი ამხილეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა.იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია განცხადებაში.

modzraoba

დედაქალაქი 1714284811

ხვალ, თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება - ნახეთ, ჩამონათვალი და გადაადგილების დროებითი სქემა

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

წყალი

დედაქალაქი 1714246165

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაკის რაიონი, წყნეთის გზატკეცილი 1 შეს.N3-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:20-დან 22:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება: ვახტანგ ტაბლიაშვილის და სიკო დოლიძის არჩილ ამაღლობელის და წყნეთის 1 შეს  და ბაგების 1,2 ,3 კორპუსებს.სამგორის რაიონი, თეთრი ხევის დას.საფაროვა-აბაშიძის ქუჩაზე  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 22:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება: თეთრიხევის დასახლებას.ნაძალადევის რაიონი,  ზღვის უბანი, 10ბ კვ.N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17:15-დან  4/28 02:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება: ზღვის უბნის 10ა კ/ვ და 10ბ კ/ვ.,ჭიჭუას და ხევძმარის ქუჩას.ისნის რაიონი, გუთნის ქ.N27-თან  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17:30-დან  04/28  02:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება: გუთნის ქუჩას. სამგორის რაიონი, ვარკეთილი 3, 4 მკ-რ.N406-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 20:00-დან 4/28 08:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება: ვარკეთილის 3 , 4მკ/რ N401¬-409 (ყველა) და ვიქტორ კუპრაძის ქუჩებს.

პასკა

საზოგადოება 1714234898

ერთი კილოგრამი 219 ლარი - ყველაზე ძვირად ღირებული პასკები თბილისში

აღდგომა ახლოვდება და დღესასწაულის მთავარი ტკბილეულის შერჩევა ბევრი ადამიანის საზრუნავი გახდა. თუ ნაწილი პასკის გამოცხობას სახლში ამჯობინებს, ნაწილი მას სხვადასხვა სუპერმარკეტსა და საცხობში ყიდულობს.წელს პასკა არც ისე იაფი ღირს და ამას თბილისის რამდენიმე ობიექტში არსებული ფასებიც მოწმობს.მაღაზიებისა და რესტორნების ქსელში „გასტრონომია“ წელს საკმაოდ ძვირად ღირებული პასკებია წარმოდგენილი. მაგალითად, Cipriani-ის პანეტონეს 1 კილოგრამი პასკის ფასი 139.90 ლარს შეადგენს, Dolce&Gabbana-სა და Fiasconaro-ს კოლაბორაციით შექმნილი პანეტონე 179,90 და 219,90 ლარი ღირს, Vogue-ის პანეტონე 199,90 ლარი ღირს, ხოლო Loison-ის პრემიალური იტალიური 5 კგ-იანი პანეტონეს ფასი 499.90 ლარს შეადგენს.„ლე გატოს“ პასკების ფასი შემდეგნაირია: 850 გრამიანი ცუკატით 39 ლარი, შოკოლადით - 45, ხოლო დეკორით - 55 ლარი ღირს.„ლაიმში“ 1 კილოგრამი პასკის ფასი 43 ლარია, რაც შეეხება „ანტრეს“, პასკების ფასი განსაზღვრული ჯერ არ აქვთ და ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.წყარო:

ნარკოტილკი

სამართალი 1714215041

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათ შორის, 8ნარკორეალიზატორი. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციისდეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8ნარკორეალიზატორია.დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარულიაუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული დაელექტროსასწორები.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახისგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს

სამართალი 1714205419

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

წყალი

დედაქალაქი 1714158409

წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:მთაწმინდის რაიონი,კოტე მესხის N2 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:20-დან 13:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოტე მესხის, ალექსანდრე ჭავჭავაძის მე-2 შესახვევი, გიგაური, ზედგენიძე და ჟღენტის ქუჩებს.აღნიშნულ გამორთვას დაემატა: დიმიტრი ყიფიანის ქუჩაწყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 20:00-მდე.წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 23:30-მდე. კრწანისის რაიონი,ეგრისის ქუჩაზე სოღანლუღის სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:15-დან 18:00-საათამდე წყალმომააგება შეუწყება; გიგანტის დასახლებას, სოფ. კრწანისს, იარუჯას სამხედრო ნაწილს და სოფლის ნობათს.წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 27/04 09:00-მდე.კრწანისის რაიონი,წყალმომარგაება შეუწყდათ ავარიულად კრწანისის ქუჩის 14გ თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 26/04-ის 22:00-ზე  წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს; კრწანისის 14 (ყველა) , N 65 საჯარო სკოლასმთაწმინდის რაიონი,წავკისში, თაყაიშვილის ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:45-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; წავკისში- თაყაიშვილი მარჯანიშვილი, ასათიანი, ტაბიძე, თუმანიშვილი ქუჩებსგლდანის რაიონი,მუხიანის აგარაკებში, ვარდისუბნის შეს. N 10 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; მუხიანის აგარაკებში- 26 მაისის, ვარდისუბნის ქუჩას ჩიხებს დაშესახვევებს (სრულად). გამარჯვებას, ხვანჭკარას, გურიის აღმართის და საზანოს ქუჩებსსაბურთალოს რაიონი,სოფ.დიღომში, მ.სტილკეს ქუჩის N 4 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/04 17:00-დან 27/04 01:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება;სოფელ დიღომში- რაინეგესის N 63-136, მონპერის, მაქს ტილკეს, შმერლინგი, კრისტიან სტივენი, ბარონ დებაი, ჰუგო ჰუბერტი, შერმადინი, ბერტაფონ ზუტნერი, ჰენრი პრინერსკის, კლაპორთის, არქანჯერო ლამბერტი, ხატაეთი, ტიმოთი ბელოის, მარკო პოლოს და კრისტოფორე კასტელის ქუჩებს.ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩის N 5/7 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/04 19:00-დან 27/04 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნავთლუღის N 5/7-ს და უჯარმის მე-2 შესახვევსსამგორის რაიონი,ვჩანტლაძის ქ. 1 შეს. N 14 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/04 23:00-დან 27/04 10:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:ლილოს დასახლება 1, 2 მკ/რ რაიონებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის 1 -8 მდე, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის ქუჩას, სტურუას ქუჩას, მეფრინველეობის ქუჩას, აფხაზავას ქუჩას, ნამორაძის ქუჩას, სოფ.დიდი ლილო, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლება, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას. აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89, ამერიკულ ლაბორატორიას, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის ქუჩებს და ლილოს დასახლების 2 მ/რ. 10,11,12 კორპუსებს.

ბოჟაძე

პოლიტიკა 1714151051

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა:„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართველდაო ამბობენ“. ქრისტიანობისთვის გავწყდით, გავიჟლიტეთ, თავი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ამ ერთმა მუჭა ერმა სული მივეცით ხორცისთვის და ქრისტიანობა შევინახეთ“. სამი სიტყვა გაქვთ ილია ჭავჭავაძის წაკითხული მხოლოდ და მესამე სიტყვა „სარწმუნოება“ თაბაგარს შეაცვლევინეთ „ერთობით“ და დგახართ აქ და ერთობისთვის ბრძოლაზე ლაპარაკობთ“.საკრებულოს წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, 29 აპრილს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველა ნახავს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი.„მთელ საქართველოს, ყველა ეროვნებისა თუ სარწმუნოების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, 29 აპრილს მოხვიდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი მამული, რომელიც საერთო გვაქვს, ქართული სახელმწიფო ენა და  ყოველი თქვენგანის მშობლიური ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მხოლოდ ქრისტიანული ჰგონიათ და სხვა სარწმუნოებას პატივს არ სცემენ. ფსევდოლიბერალური საფრთხე ყველა სარწმუნოებას ემუქრება, სწორედ ამიტომ ერთად დავდგეთ მთელი საქართველო მამულის, ენის, სარწმუნოების დასაცავად. საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.დღესვე ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ამომრჩევლებს „მოსყიდულებს, მშიშრებსა და გაყიდულებს“ უწოდებენ.მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ მაშინ მიიღებს ხალხის ხმას, როდესაც 5 კილო კარტოფილზე მეტი ფასი ექნებათ.„ისევე როგორც წინა რეზოლუციების, გუშინდელი რეზოლუციის შედეგიც იქნება ნული: სააკაშვილი იჯდება ციხეში, საქართველოს ვერავინ დაასანქცირებს, მივიღებთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

წყალმომარაგება

დედაქალაქი 1714146148

GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს:კრწანისის რაიონი, ეგრისის ქუჩაზე სოღანლუღის სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:15-დან 27/04 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება;გიგანტის დასახლებას, სოფ. კრწანისს, იარუჯას სამხედრო ნაწილს და სოფლის ნობათს.მთაწმინდის რაიონი, წავკისში, თაყაიშვილის ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:45-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; წავკისში- თაყაიშვილი მარჯანიშვილი, ასათიანი, ტაბიძე, თუმანიშვილი ქუჩებს.გლდანის რაიონი, მუხიანის აგარაკებში, ვარდისუბნის შეს. N 10 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; მუხიანის აგარაკებში- 26 მაისის, ვარდისუბნის ქუჩას ჩიხებს დაშესახვევებს (სრულად). გამარჯვებას, ხვანჭკარას, გურიის აღმართის და საზანოს ქუჩებს.საბურთალოს რაიონი, სოფ.დიღომში, მ.სტილკეს ქუჩის N 4 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/04 17:00-დან 27/04 01:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება;სოფელ დიღომში- რაინეგესის N 63-136, მონპერის, მაქს ტილკეს, შმერლინგი, კრისტიან სტივენი, ბარონ დებაი, ჰუგო ჰუბერტი, შერმადინი, ბერტაფონ ზუტნერი, ჰენრი პრინერსკის, კლაპორთის, არქანჯერო ლამბერტი, ხატაეთი, ტიმოთი ბელოის, მარკო პოლოს და კრისტოფორე კასტელის ქუჩებს.

საკრებულო

პოლიტიკა 1714140180

თბილისის საკრებულოს სხდომა კამათის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, კამათის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.ოპოზიციამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე, ევროპარლამენტის რეზოლუციასა და 29 აპრილს დაგეგმილ აქციებზე ისაუბრა - მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი გუნდი.პასუხად, "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტები დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა. განცხადებების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შსს

სამართალი 1714132433

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა.ა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრალდებულსა და ვ.კ.-ს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ვ.კ.-მ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130516

300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას - ირაკლი კობახიძე

ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.მისივე თქმით, შეკრებაზე მყოფი 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა.პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს, მაგრამ თავი დაანებონ ორშაბათს.„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება.29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ,“- განაცხადა პრემიერმა.