„ეს ის სა­ში­ში ზღვა­რია, რომ­ლის შემ­დე­გაც, უბ­ნუ­რი ვენ­დე­ტე­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი იწყე­ბა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი

იოსელიანი

ვნა­ხე კად­რე­ბი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯგუ­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს წიხ­ლე­ბით გა­უს­წორ­და - ეს ის სა­ში­ში ზღვა­რია, რომ­ლის შემ­დე­გაც, უბ­ნუ­რი ვენ­დე­ტე­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი იწყე­ბა - კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფა, დე­მო­ნი­ზე­ბა, ან ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვი­სად­მი მი­კუთ­ვნე­ბის მცდე­ლო­ბა! - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც იო­სე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, სა­ხელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ამ შემ­თხვე­ვა­ში, მან არ უნდა და­უშ­ვას ძა­ლა­დო­ბა, ხოლო მო­ძა­ლა­დე­ებ­მა კა­ნო­ნის წი­ნა­შე უნდა აგონ პა­სუ­ხი.

„მინ­და გა­მოვ­თქვა აზრი და ეს, პირ­ველ რიგ­ში, ეხე­ბა ჩვენს ახალ­გაზ­რდებს, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ასე­თი გულ­წრფე­ლო­ბა აქ­ცი­ა­ზე, ეს ამ თა­ო­ბის მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლია ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის­გან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისი­ნი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, მათი მე­გობ­რე­ბი, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის შვი­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა, დე­მო­ნი­ზე­ბა, ან ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვი­სად­მი მი­კუთ­ვნე­ბის მცდე­ლო­ბა! მაქვს გან­ცდა, რომ ამ ახალ­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თარ თავ­ში, აწ­მყოს­თან ერ­თად, ის წარ­სუ­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნეს, რო­მე­ლიც მათი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბაა (თუნ­დაც, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უყუ­რებ­დნენ ბევრ რა­მეს) და ის მო­მა­ვა­ლიც, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად მა­თია, ამი­ტომ მათ­ზე თავ­დას­ხმა აპ­რი­ო­რი მარ­ცხის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი. ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით მათ გა­რე­შე და ისი­ნი უჩ­ვე­ნოდ, რად­გან ეს ერთი დიდი ოჯა­ხია. 

ვნა­ხე კად­რე­ბი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯგუ­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს წიხ­ლე­ბით გა­უს­წორ­და; ეს ის სა­ში­ში ზღვა­რია, რომ­ლის შემ­დე­გაც, უბ­ნუ­რი ვენ­დე­ტე­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი იწყე­ბა. ამ ჯო­ჯო­ხეთს ძლივს და­ვაღ­წი­ეთ თავი და იქ არას­დროს უნდა დავ­ბრუნ­დეთ. სა­ხელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ამ შემ­თხვე­ვა­ში, მან არ უნდა და­უშ­ვას ძა­ლა­დო­ბა, ხოლო მო­ძა­ლა­დე­ებ­მა კა­ნო­ნის წი­ნა­შე უნდა აგონ პა­სუ­ხი. ძა­ლა­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­და­ნაც, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე დგას და ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, გი­ნე­ბა თუ ფურ­თხე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და მას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

და ბო­ლოს, ისევ ჩვენს ახალ­გაზ­რდებს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის ფლაგ­მანს და ვი­ტყვი, რომ არ შევ­წყვი­ტოთ შრო­მა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის, მაგ­რამ ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ამ ორ სი­ტყვა­ში „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი", მთა­ვა­რი სი­ტყვა ადა­მი­ა­ნია”,- წერს ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი.