რუსეთმა უკრაინას 55 რაკეტით და 21 დრონით შეუტია

უკრაინა

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენა 55 ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 21 უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მონაცემები უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 39 რაკეტის და 20 დრონის განადგურება შეძლეს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებს პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. მათ შორის დაზიანებულია სამი თბოელექტროსადგური.

გარდა ამისა, კიევის ოლქში დაზიანებულია 14, ხოლო კიროვოგრადის ოლქში 13 სახლი. დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. ზაპოროჟიეში დაზიანდა სახანძრო სამსახურის შენობა.