Politico-მ ოლივერ ვარჰეის განცხადების შესახებ ინფორმაცია ჩაასწორა

პოლიტიკო

გამოცემა Politico-მ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადების შესახებ ინფორმაცია ჩაასწორა. პირველ ვარიანტში გამოცემა აქცენტს აკეთებდა ევროკომისრის მიერ ბოდიშის მოხდაზე და წერდა:

"ევროკომისარი უარყოფს, რომ ის საქართველოს პრემიერს დაემუქრა. ევროკომისარმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას უთხრეს, - "იყოს ძალიან ფრთხილად“.

Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ ამჟამინდელ ვერსიაში "ბოდიშის მოხდის" შესახებ აღარ წერია და ნათქვამია, რომ ვარჰეის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

"ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ მისი სიტყვები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს შესახებ კონტექსტიდან ამოიღეს, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ ეს იყო ბოროტი შეთქმულების ნაწილი", - წერს გამოცემა.