1750402427
როგორ გადარჩა ერთადერთი მგზავრი - ექსპერტებმა ვიდეო სიმულაცია გააკეთეს

Air india-ს ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. აჯაი თვითმფრინავში ძმის გვერდით იჯდა. Air india-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას მხოლოდ ვიშვაში გადაურჩა.
როგორც ის ამბობს, აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ, ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.
უცხოური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო.
„როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, - განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.
უცხოურ მედიაში ვრცელდება ვიდეო სიმულაცია, თუ როგორ შეიძლება მოეხერხებინა აჯაის გადარჩენა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.