ქალმა ChatGPT-ს დახმარებით ლატარეაში $150 ათასი მოიგო (აშშ)

Ctjpt

ამერიკელმა კერი ედვარდსმა ლატარეაში ChatGPT-ის მიერ შერჩეული ციფრებით დიდი თანხა მოიგო.

New York Post-ის ცნობით, ნეიროქსელს გამარჯვება არ უწინასწარმეტყველა, უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით მიაწოდა იღბლიანი ციფრების კომბინაცია.

„ChatGPT, დამელაპარაკე. გაქვს ჩემთვის ციფრები?“ - ასე მიმართა ქალმა ხელოვნურ ინტელექტს და მიღებული ციფრებით გამოყენებით 150 ათასი დოლარი მოიგო.

ქალმა განაცხადა, რომ მოგებულ თანხას სრულად ქველმოქმედებას მოახმარს.