„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ისრაელის მიერ მოლაპარაკებების შეფერხება, ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა და ჩვენს ტერიტორიაზე შეჭრა მრავალ რისკთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
სირიის ლიდერმა უარყო ნებისმიერი საუბარი მისი ქვეყნის დაყოფის შესახებ, რადგან აჰმედ ალ-შარაას მტკიცებით, ისრაელი შეჭრილია სირიაში და აცხადებს, რომ დრუზების უმცირესობის ინტერესებს იცავს.
„ჩვენ არ ვქმნით პრობლემებს ისრაელისთვის. ჩვენ გვეშინია ისრაელის და არა პირიქით. იორდანია ზეწოლის ქვეშაა და სირიის გაყოფაზე ნებისმიერი საუბარი ერაყსა და თურქეთს დააზარალებს. ეს ყველას საწყის წერტილში დაგვაბრუნებს“, – აღნიშნა სირიის ლიდერმა.