„ფარდამ გადაგვარჩინა... აფეთქებამ საწოლიდან გადმოგვაგდო...“ - რას გვიყვება ლოტკინის ინციდენტზე ადგილობრივი

აფეთქება

დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა ლოტკინზე, რომელიც, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად , დაშავებულია 19 წლის გოგო, რომელიც დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმის განცხადებით, პაციენტს სერიოზული დაზიანებები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, ეს არის 240-ე და 240-ე პრიმა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრა, რომელიც შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

 „თქვეს, რომ ახალგაზრდა, 19-20 წლის გოგოაო, დაშავებული. ახალი გადმოსული იყო; სახეზეც არ ვიცნობ. მსგავსი აფეთქება, არ მინახავს; ჩემს სახლში ყველა ფანჯარა და კარი ჩალეწილია, კომერციული ფართი აფეთქებულია. კიდევ კარგი, რომ აფეთქება დღე არ მოხდა - ალბათ, მსხვერპლით დამთავრდებოდა. სავარაუდოდ, ღამე დაგროვდა ბუნებრივი აირი და ამან მოახდინა აფეთქება. ჩვენ - მე და ჩემი ოჯახის წევრები - ფარდამ გადაგვარჩინა. საწოლიდან გადმოგვაგდო, ისეთი აფეთქება იყო...“ — გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.