„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
Nasa-ში განაცხადეს, რომ მთვარის გარშემო 10-დღიან მისიაში ასტრონავტების გაშვებას თებერვალში გეგმავენ. ეს მისია Artemis II-ის ფარგლებში მოხდება. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: რიდ ვაიზმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი NASA-დან და კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი ჯერემი ჰენსენი. ისინი მთვარეს „ორიონით“ შემოუფრენენ და დედამიწაზე დაბრუნდებიან.
მისიის შემდეგი ეტაპი კი უკვე 2026 წლისთვის არის დაგეგმილი - Artemis III-ის ფარგლებში ასტრონავტების მთავრის ზედაპირზე გასვლაა დაგეგმილი.
ბოლოს კაცობრიობამ მთვარისკენ პილოტირებული მისია 50 წლის წინ გაუშვა.