„თბილისი მოლთან“ გზის ბლოკირების საქმეზე არსებითი განხილვა 3 ივნისს დაიწყება
1747926036
ბარგის შესანახმა კომპანია Bounce.com-მა გამოაქვეყნა ყველაზე უცნაური ნივთების სია, რომლებიც ბრიტანელებს აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმების დროს ჩამოართვეს.
The Independent-ის ცნობით, კომპანიის დამფუძნებელი კოდი კენდი მოგზაურებს ურჩევს, ყოველთვის შეამოწმონ აეროპორტის მოთხოვნები, რათა თავიდან აიცილონ შემდეგი სიტუაციები:
ლიდს-ბრედფორდის აეროპორტში ღორის ხორცის ღვეზელებით სავსე ჩემოდანი იპოვეს;
სტენსტედში დაცვის თანამშრომლებმა ტკბილეულით სავსე ქილა იპოვეს, რომელშიც ცოცხალი ოქროს თევზის წყვილი იდო;
აღმოსავლეთ მიდლენდსში მგზავრმა ხელბარგში ჯაჭვური ხერხი ჩადო;
ჰითროუს აეროპორტში მგზავრს თოვლის ბურთი ჩამოართვეს, რადგან მასში არსებული სითხე ხელბარგის დასაშვებ ლიმიტს აღემატებოდა;
ლონდონ სიტის უსაფრთხოების სამსახურში 680-გრამიანი კიტრის მწნილის ქილის გატანა სცადეს.