VIDEO: „როცა ფილმის ჩვენება დამთავრდა, ჩავეხუტე…“ – ქართველი მსახიობი, რომელიც მონიკა ბელუჩისთან ერთად ფილმში თამაშობს

მონიკა

„შუადღის“ ეთერში ქართველმა მსახიობმა თათია წულაძემ იმ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა - მსახიობმა მონიკა ბელუჩისთან ერთად ერთ ფილმში ითამაშა და კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა.

როგორც თათია ამბობს, ეს მისთვის დიდი ოცნების ახდენა იყო:

„საგიჟეთი იყო, ისეთ ფილმში მოვხვდი, სადაც მონიკა ბელუჩი თამაშობდა. წითელ ხალიჩაზე ერთად ვიყავით…“

მსახიობმა გაიხსენა, რომ მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და წარმატებამდე დიდი გზა გაიარა - მონაწილეობდა არაერთ კასტინგში, საბოლოოდ კი პარიზში გამართულ კასტინგზე რეჟისორის ყურადღება მიიპყრო.