ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1762202354
                                                                ტეხასში მსუქანი ციყვების კვირის გამარჯვებული გამოავლინეს. კონკურსში 16 ციყვი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც სახელმწიფო პარკში „დინოზავრების ხეობა“ ცხოვრობენ. სოციალურ ქსელებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამარჯვებული გახდა მღრღნელი სახელად ჩანკოზავრუს რექსი (მსუქანოზავრი რექსი).
„დინოზავრების ხეობა“ ამაყობს იმით, რომ ამ მონსტრის სახლია. ვაფასებთ ამ მძიმე ბრძოლაში ჩანკოზავრუს რექსისადმი თქვენს მხარდაჭერას“, - ასე გამოეხმაურნენ ბინადრის გამარჯვებას პარკის წარმომადგენლები სოცქსელებში.
კონკურსი ალასკის „მსუქანი დათვების კვირით“ არის შთაგონებული. მისი მიზანი ველური ბუნების შესახებ ხალხის ცნობიერების ამაღლებაა.