პოლონეთში დააკავეს 24 წლის ქართველი, რომელიც თავს ბანკის წარმომადგენლად ასაღებდა და პენსიონერს ფულს სძალავდა

ჰაკერი

პოლონეთის სამართალდამცველებმა დააკავეს 24 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავს ბანკის წარმომადგენლად ასაღებდა და პენსიონერს ფულს სძალავდა.

გამოძიების მიხედვით, მამაკაცი ტელეფონით დაუკავშირდა 60 წლის პენსიონერს და თავი ბანკის თანამშრომლად გააცნო. მან მსხვერპლს უთხრა, თითქოს მის ანგარიშზე არსებული თანხა საფრთხეში იყო და მოითხოვა თანხის „უსაფრთხო ანგარიშზე“ გადატანა BLIK-კოდების (ერთჯერადი კოდების) მეშვეობით.

პენსიონერმა თაღლითს კოდები გაუზიარა, რის შემდეგაც მის ანგარიშზე არსებული თანხა თითქმის 18 ათასი ზლოტი (დაახლოებით 4,000 ევრო) სრულიად გაქრა.

პოლიციამ მალევე დაადგინა ბანკომატი, რომლიდანაც თანხის გატანა ხდებოდა და ქართველი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ საქმეში შესაძლოა სხვა პირებიც ფიგურირებდნენ.