პიტ ჰეგსეთმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ყოველწლიური უსაფრთხოების საკონსულტაციო შეკრება გამართეს

პიტ ჰეგსეთი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, ან გიუ-ბეკმა ყოველწლიური უსაფრთხოების საკონსულტაციო შეკრება გამართეს.

ეს არის ფორუმი, სადაც ორი ქვეყანა სამხედრო ალიანსისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხრეთ კორეის თავდაცვის სტრატეგიას განსაზღვრავს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრებმა განიხილეს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაერთიანებული თავდაცვის მზადყოფნა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და სარაკეტო თავდაცვის სფეროში კოოპერაცია.

როგორც „როიტერი“ იუწყება, ვაშინგტონი განიხილავს სამხრეთ კორეაში განლაგებული 28 500 ამერიკელი ჯარისკაცის როლის შეცვლას. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს აზიის რეგიონში ძალთა ბალანსის შენარჩუნებას.