Met Gala 2025-ის წითელი ხალიჩა: ნახეთ რჩეული ლუქები

დაიანა როსი

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მეთ გალა 2025, რომელსაც ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპლიტენის მუზეუმმა უმასპინძლა. წითელ ხალიჩაზე კვლავაც გამოჩნდნენ მსოფლიო მოდისა და კულტურის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავები.

„მეთ გალა " ნიუ-იორკის დროით საღამოს 6 საათზე დაიწყო, წვეულების მთავარი მასპინძელი ტრადიციულად Vogue და მისი მთავარი რედაქტორი ანა ვინტური გახლდათ. აღსანიშნავია, რომ წელს მეთ გალა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა...

სანამ წითელ ხალიჩას მიმოვიხილავდე და ცერემონიის გახმაურებულ ჩაცმულობებს გაგაცნობდეთ. მანამდე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ Met Gala მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ექსტრავაგანტური და გახმაურებული მოვლენაა. ის 1937 წლიდან იმართება. ყოველ წელს გამოფენის კურატორი და საღამოს ორგანიზატორები მეთ გალასთვის ირჩევენ ერთ კონკრეტულ თემას - თემის გათვალისწინებით, არსებობს ე.წ. დრესკოდი, რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მეთ გალა აფროამერიკელი მამაკაცების სტილის ევოლუციასა და მნიშვნელობას მიეძღვნა. გამოფენის ორგანიზატორები შთაგონების წყაროდ მონიკა მილერის წიგნი, სახელწოდებით „შავი დენდიზმი და დიასპორული იდენტობის სტილი“ იქცა.

ტერმინი შავი დენდიზმი სათავეს მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან იღებს. გამოცემა „ვოგი“ მას ასე განმარტავს. - ის არის აფროამერიკელი მამაკაცების ჩაცმის სტილი, რომლითაც ისინი წარსულში აფროამერიკელთა მიმართ დამკვიდრებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ებძოდნენ.

მეთ გალა 2025-ის მიზანი იყო წარმოეჩინა აფროამერიკელთა სტილის ევოლუცია - მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა. ასევე ის, თუ როგორ იქცნენ ერთ დროს მონობაში მყოფი აფროამერიკელები დამოუკიდებელ პიროვნებებად, რომლებმაც სტილი არა მხოლოდ ინდივიდუალური გამოხატვის, არამედ სოციალურ-კულტურული ცვლილებების სიმბოლოდ აქციეს.

რაც შეეხება ე.წ. დრესკოდს ის ასე ჟღერდა – „მორგებული შენზე“. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა, როცა მეთ გალა მამაკაცის ტანსაცმელზე ფოკუსირდა. (ბოლოს ეს 2003 წელს გააკეთეს).შესაბამისად, „მეთ გალას“ ისტორიაში პირველად, ღონისძიების თანათავმჯდომარეები აფროამერიკელი მამაკაცები იყვნენ - მათ შორის კოლმან დომინგო, ლუის ჰამილტონი, A$AP Rocky და ფარელ უილიამსი. წლევანდელი მეთ გალას საპატიო თავმჯდომარე კი ლებრონ ჯეიმსი იყო.


თუმცა, ლებრონ ჯეიმსი, ტრავმის (მუხლის დაზიანების) გამო ვერ დაესწრო მეთ გალას. მან სოციალურ ქსელში ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც დაწერა რომ ძალიან წუხს, რომ ამ ისტორიული მოვლენას გამოაკლდა. თუმცა, ღონისძიებას მისი მეუღლე, სავანა დაესწრო.

წლევანდელი მეთ გალას თემატიკიდან გამომდინარე, ნაომი კემპბელის ღონისძიებაზე ხილვას მთელი მსოფლიო ელოდებოდა, თუმცა სუპერმოდელმა რამდენიმე დღით განაცხადა, რომ მიწვევის მიუხედავად ის მეთ გალას არ დაესწრებოდა. მისი თქმით, ვეღარ უმკლავდება იმ შფოთვას, რასაც ეს გრანდიოზული ღონისძიება მისთვის იწვევს. როგორც ნაომი კემპბელი ამბობს 2024 წლის მეთ გალა მისთვის ბოლო იყო და ამ მნიშვნელოვან მოვლენას მომავალში აღარ დაესწრება.

წლევანდელ მეთ გალას არ ესწრებოდა კიდევ ერთი ტრადიციული სტუმარი – რეპერი Puff Daddy- იგივი შონ დიდი ქომბსი.. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ მეთ გალა 2025-ის პარალელურად, პაფ დედის სასამართლო პროცესი დაიწყო...

წელს მეთ გალას წითელი ხალიჩა ლურჯი იყო. ის თეთრი და ყვითელი ფერის ყვავილებითა და გვირილებით იყო გაფორმებული.

 

ნახეთ რჩეული ლუქები: