„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, კიდევ ახალი კომიტეტი, ახალი პლატფორმა და ახალი ფანჩატური. საზოგადოებას ეს სპექტაკლი უკვე მერამდენედ უნდა ანახონ?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება დაიღალა, ოპოზიციის შეერთება-გაყოფა-გადაჯგუფებებით.
„ეს მათი საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ პატრონებისგან ახალი დირექტივები მიუვიდათ, რადგან დიპლომატიურ კორპუსთან მათი შეხვედრა ყველას კარგად გვახსოვს. ალბათ, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და დავალება მიიღეს, რაც უნდა განახორციელონ. რა თქმა უნდა. ეს უსამშობლოთა გაერთიანებაც ქმედებაში მოვიდა. ნაკლებად მნიშვნელოვანია, ზურაბიშვილი რა პლატფორმას შექმნის, ვის გააერთიანებს, ვის გაყოფს. დავალება მიუვათ და იმ დირექტივას შეასრულებენ, რაც პატრონებს ექნებათ“, – განაცხადა კირცხალიამ.