VIDEO: როგორ მიდის მარიამის რეაბილიტაციის პროცესი - ვრცელდება უახლესი კადრები
1746557985
ამერიკელი მთამსვლელი, ნეპალში, "მაკალუს" მთაზე ასვლის დროს დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ნეპალის მთამსვლელობის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ალპინისტი, რომელიც კვირას, მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალი მთის ფერდობზე გარდაიცვალა, 39 წლის ალექსანდრე პანკო იყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩიკაგოელ მთამსვლელს გული გაუჩერდა.
ამ დროისთვის, ცხედრის მთიდან დედაქალაქ კატმანდუში გადმოსვენების სამუშაოები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ნეპალში ალპინისტური სეზონი მარტში იწყება და მაისის ბოლოს მთავრდება, როდესაც მუსონური სეზონი მთაზე ასვლას ართულებს და საშიშს ხდის. ასობით უცხოელი მთამსვლელი და ადგილობრივი მეგზური სეზონის განმავლობაში მაღალი მთის მწვერვალების დაპყრობას ცდილობს.