„ორი დღეც და გაზაფხულს მაქსიმალურად შევიგრძნობთ, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებით...“ - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

გაზაფხული

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, წერს თუ  როდის გამოიდარებს ქვეყანაში. 

„ორი დღეც და არასტაბილური ამინდი თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება, შემდეგ კი 28 გრადუსამდე დათბება...
დღეს და ხვალ საქართველოში დასავლეთში ზოგან, აღმოსავლეთში კი ყველგან კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით, ტემპერატურა +20, +22 გრადუსს შორის იმერყევებს.

7 მაისიდან კი გაზაფხულს მაქსიმალურად შევიგრძნობთ, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებით, კვირის ბოლოს საქართველოში თითქმის ყველგან ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება, მოსალოდნელია მზიანი დღეები.
გისურვებთ მშვიდობას“,- წერს კობა ფარტენაძე.