1752608534
ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები დაიწყო - HBO გადასაღები მოედნიდან ფოტოს ავრცელებს

ქალბატონებო და ბატონებო, ჰოგვორტსში ახალი სემესტრი იწყება.
ძალიან მალე ჯოან როულინგის ჯადოქრულ სამყაროში კიდევ ერთხელ დავბრუნდებით, რადგან HBO-მ ტელესერიალ ჰარი პოტერის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო. ამის აღსანიშნად, სერიალის შემქმნელებმა მოულოდნელი საჩუქარი გაგვიკეთეს და ჰოგვარტსის მანტიაში შემოსილი "ახალი" ჰარი პოტერი დაგვანახეს.
ახალი სერიალი ჰარი პოტერის წიგნების ადაპტაცია იქნება, რომლის ავტორიც ჯოან როულინგია. პოტერიადის შემქმნელი, ამავდროულად, სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერის როლს მოირგებს და აქტიურად იქნება ჩართული შემოქმედებით პროცესში.
მაკლაფლინის, როგორც მთავარი გმირის, გარდა, სერიალში ახალი სახეები არიან, მათ შორის — არაბელა სტენტონი ჰერმიონ გრეინჯერის და ალასტერ სტაუტი რონ უიზლის როლში.
„სამივე უნიკალური და უნიჭიერესი მსახიობია, მოუთმენლად ველოდებით, როდის იხილავს მსოფლიო მათ ჯადოსნობას ეკრანზე", - განაცხადეს სერიალის შემქმნელებმა ფრანჩესკა გარდინერმა და რეჟისორმა მარკ მილოდმა მაისში.
ლეგენდარულ ტრიოს სერიალში ჯანეტ მაკტირი (პროფესორი მაკგონაგელი), ჯონ ლითგუო (პროფესორი დამბლდორი), ნიკ ფროსტი (ჰაგრიდი) და პააპა ესიდუ (სევერუს სნეიპი) შეურთდებიან.
აღსანიშნავია, რომ სამსახიობო შემადგენლობის გამოქვეყნებას გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებული კრიტიკა პროფესორ სევერუს სნეიპის როლზე შავკანიანი მსახიობის დამტკიცებამ დაიმსახურა.
ამ საკითხს, მოგვიანებით, როულინგის წიგნების კინოეკრანიზაციაში ლუციუს მალფოის როლის შემსრულებელი, ჯეისონ აიზეკსი გამოეხმაურა, მისი თქმით, ფანები "რასისტები არიან".