Disney აცხადებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს

დისნეი

Disney აცხადებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს.

 როგორც BBC წერს, კომპანია ფინანსური ზეწოლის ქვეშ არის, რადგან მაყურებლები საკაბელო ტელევიზიების გამოწერის ნაცვლად, პრიორიტეტს ანიჭებენ სტრიმინგ პლატფორმებს.

 Disney-მ სამუშაო ადგილების შემცირება 2023 წელს დაიწყო, აღმასრულებელი დირექტორის, ბობ იგერის მიერ 5.5 მილიარდი დოლარის დაზოგვის კამპანიის ფარგლებში. იმ დროს დაახლოებით 7000 თანამშრომელი გაათავისუფლეს.