„გარდაცვლილი შვილის გულისცემა კიდევ ერთხელ მოისმინა“ - ქალი ქორწილში პირველად შეხვდა 7 წლის ბიჭს, რომელსაც მისი შვილის გული გადაუნერგეს

უილსონის ისტორია

კასი უილსონს ქორწილში განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა - ის პირველად შეხვდა 7 წლის ბიჭს, რომელსაც მისი გარდაცვლილი შვილის გული გადაუნერგეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 2023 წლის 18 აპრილს უილსონის მანქანას, რომელშიც ის 3 შვილთან ერთად იმყოფებოდა.  სატვირთო დაეჯახა. შემთხვევას უილსონი და მისი 2 ბიჭი გადაურჩნენ, თუმცა ვაჟი, სახელად მაილს გოდფრი დაიღუპა. 

მაილსის გული 7 წლის სალეჰ აჰმადს გადაუნერგეს. ქორწილის დღეს უილსონი სალეჰს შეხვდა და გარდაცვლილი შვილის გულისცემა კიდევ ერთხელ მოისმინა. 

„ეს საოცარი მომენტი იყო",- ამბობს უილსონი. 

შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.