ნახეთ, შორენა ბეგაშვილის ზღაპრული დასვენების კადრები
1749233109
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„ივნისის დასაწყისი ცოტა წვიმიანია, 5 ივნისიდან, შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში, მცირე ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება და შედარებით არამდგრადი ამინდი, 12 ივნისამდე ფიქსირდება.
კვირის დასაწყისში, ტემპერატურა შედარებით დაბალია 27 გრადუსამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო თვის ბოლოსკენ +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
იქითა კვირიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება +32, +33 გრადუსამდე.
თვის პროგნოზით, ივნისის თვის საშუალო ტემპერატურად, დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის და აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსი. მთიან რაიონებში, 19, 21, გრადუსი.
ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე.
წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, ზოგადად მთლიანი ივნისის თვის მიმოხილვით, გეტყვით, რომ ნალექი ნაკლებია და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.