„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
ამერიკელმა ქალმა ქორწინების 70 წლის იუბილეზე ის კაბა მოირგო, რომელიც ქორწილში ეცვა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით ნენსი და მელვინ რუბენსებმა 1952 წელს, სამხრეთ დაკოტაში იქორწინეს. მაშინ ნენსი მხოლოდ 16 წლის იყო, მელვინი კი 20-ის. მათი ჯვრისწერა ადგილობრივ ეკლესიაში ჩატარდა. როგორც ნენსის გაიხსენა, მას 35-დოლარიანი საქორწინო კაბა ეცვა, ხოლო მელვინს ზოლებიანი კოსტიუმი.
ნენსის თქმით, 70 წლის შემდეგ იგივე საქორწინო კაბის ჩაცმა ამაღელვებელი იყო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს წლები მაქმანებიან კაბას დიდი სიფრთხილით უვლიდა.


