ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
პორტუგალიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ 41 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„დადგა დრო, გზა მომავალ თაობას დავუთმო. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – განაცხადა რონალდომ და აღნიშნა, რომ პორტუგალიის ნაკრების შვიდნომრიან მაისურს ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაემშვიდობება.
რონალდოს დებიუტი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 2003 წელს შედგა. მას შემდეგ მან ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით 234 შეხვედრა ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა. ორივე მაჩვენებლით ის მამაკაცთა სანაკრებო ფეხბურთის რეკორდსმენია.
რონალდომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2019 და 2025 წლებში უეფა-ს ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ექვს ჩემპიონატში და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა ექვს სხვადასხვა მუნდიალზე შეძლო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რონალდოსთვის კარიერაში ბოლო მუნდიალი აღმოჩნდა. პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირი მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ დატოვა.