YouTube-ზე ვიდეოების 4K რეზოლუციაში ნახვა შესაძლოა ფასიანი გახდეს - უცხოური მედია

იუთუბი

YouTube-ზე ვიდეოების 4K რეზოლუციაში ნახვა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც უცხოური გამოცემები წერენ,  Reddit-ისა და Twitter-ის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ იუთუბი ზოგიერთ მაყურებელს სთხოვს გადავიდეს პრემიუმზე, რომ უყურონ ვიდეოებს 4K რეზოლუციით. გაურკვეველია, რომელ ქვეყნებზე, მოწყობილობებსა თუ ვიდეოებზე აისახა ეს ცვლილება, მაგრამ თუკი ვიდეოების 4K-ში ყურება გიყვართ, ეს თქვენთვის უსიამოვნო სიახლე იქნება.

ჯერჯერობით არ ვიცით, ეს ტესტია თუ ახალი ცვლილების უფრო ფართო წარდგენა, თუმცა, რაც ვიცით, ისაა, რომ იუთუბის პრემიუმ პაკეტის თვიური ფასი 12 დოლარია.

 

სხვა სიახლეები