„დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა...“ - კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
1793859397
„საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება.
„სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ეს ინსტიტუცია ჩამოყალიბდა როგორც კონსტიტუციური წესრიგის მთავარი დამცველი, კონსტიტუციის მთავარი განმმარტებელი და იმის უზრუნველმყოფი, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია იყოს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. ამ ორგანოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს ამ იუბილეს. ორგანო, რომელმაც დღეს უკვე თავი დაიმკვიდრა როგორც ჩვენი კონსტიტუციის მცველმა, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე წარმატებულად გაართმევს თავს ამ ამოცანას“, - აღნიშნა მან.