„მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
1751121199
როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი თუ რა გზა უნდა გამევლო და რისთვის უნდა მიმეღწია, - ამბობს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა.
მისივე თქმით, ზუსტად იცოდა, რომ ძიუდოში სურდა გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია და საკუთარი წვლილი შეეტანა.
„ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინააღმდეგი ამ ყველაფრის. მათ შორის, დედაჩემიც. არ უნდოდა, რომ ამ სპორტით დავკავებულიყავი. ყოველდღე რუსთავიდან მიწევდა სიარული თბილისში ვარჯიშზე. ვსწავლობდი და სკოლიდან როდესაც ვბრუნდებოდი, ზოგჯერ ჭამასაც ვერ ვასწრებდი. ძალიან დაღლილი მოვდიოდი ვარჯიშზე, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ დავნებდებოდი.
ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობდა 2016 წელს რიოში, ოლიმპიადაზე. როდესაც ფინალი წააგო და ძალიან ტიროდა, მეც ძალიან გული დამწყდა და ძალიან, ძალიან მეწყინა. მაშინ მეც პატარა ვიყავი და ვთქვი, რომ არა უშავს, მე შევძლებ, მაქვს დრო ჯერ კიდევ და შევეცდები ეს შთაგონების წყარო მოტივაციად გადავაქციო.
წარსულში არ მყავდა ის ადამიანი, ვისაც მივბაძავდი და ვის შედეგებსაც გავყვებოდი. ვფიქრობ, მე არ ყველაფერს ვუმარტივებ ბავშვებს და შემიძლია თამამად ვაფიქრებინო ის, რომ აი, იმან თუ შეძლო, ჩვენც შეგვიძლია. არ გავჩერდები და სპორტიდან როდესაც წავალ, ვეცდები მწვრთნელად მოვიდე და აღვზარდო ბევრი ქართველი სპორტსმენი“, - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.